ანა ფრანკის დღიური(The Diary of Anne Frank)

    0
    630

    ანა ფრანკი (გერმ. Anneliese Marie Frank; დ. 12 ივნისი — გ. 1929-მარტი, 1945) —ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახითნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული “ანა ფრანკის დღიურის” – დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
    ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ.
    ანამ დღიური საჩუქრად მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. როდესაც გერმანელებმა მათი სამალავი აღმოაჩინეს, ანამ მოასწრო ჩაეწერა დღიურში თხოვნა. ანა ფრანკი კიწის მპოვნელს სთხოვდა, რომ შეენახა დღიური, რადგან მას კიდევ სწამდა, რომ ერთდროს დაბრუნდებოდა.
    ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდან შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება. იყო საშინელი სიბინძურე. ანას და მარგოტი დაავადდა. ის გარდაიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ანა ფრანკიც. გადარჩა მხოლოდ ანას მამა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს,თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების “სოციალური გეგმის ნაწილი იყო საერტოდ ებრაელთა ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისისნი აღარ ბრუნდებოდნენ.

    წყარო  https://koberidzetiko.wordpress.com

    წიგნის გადმოწერა 

    წიგნის გადმოწერა (ENG)

    ფილმი : ანა ფრანკის დღიური 


    ჟანრი: ბიოგრაფიული, საბავშვო