არსენა მარაბდელი

    0
    8593

    მიხეილ ჯავახიშვილმა ისტორიული რომანი, ხალხურ ეპოსში ლეგენდად ქცეულ არსენას შესახებ, 1933-36 წლებში დაწერა.

    იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად რამდენიმეჯერ გამოიცა.

    არსენა ოძელაშვილი, არსენა მარაბდელი, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი, ხალხური ეპოსის გმირია.

    იგი იყო ვაჭარი და თბილისში დუქანი ჰქონდა გახსნილი. არსენას უყვარდა თავად ზაალ ბარათაშვილის მოახლე გოგო, რომელიც მოიტაცა და ტყეში გაიჭრა. გადმოცემის თანახმად არსენა ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ებრძოდა თავადებს, ჩინოვნიკებსა და ვაჭრებს. ამის გამო ძალიან პოპულარული იყო თბილისის გუბერნიასა და მის მოსაზღვრე მხარეში. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. ოძელაშვილი დამნაშავედ იყო გამოცხადებული და პოლიცია სდევნიდა. არსენა მოკლეს მცხეთის მახლობლად, როდესაც მარტო მყოფი რუსეთის ჯარის ნაწილებს წააწყდა. ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელი იყო გიორგი კუჭატნელი.

    არსენას სიცოცხლეშივე შეიქმნა ხალხური ეპოსი „არსენას ლექსი“. სახალხო მგოსნები და მომღერლები მის სადიდებელ ლექსებსა და სიმღერებს საჯაროდ ასრულებდნენ. არსენას ამბავმა იმოქმედა ქართველი მწერლების (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი ლეონიძე) შემოქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საკუთარი ინტერპრეტაციით ასახავდა ოძელაშვილის პიროვნებას.

    მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. 

    არსენა ოძელაშვილს იმ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, როცა რუსეთს კარგად ჰქონდა ფეხი მოკიდებული საქართველოში და ქართველი ხალხის ჩაგვრას მთელი ძალით ახორციელებდა. ქართველი ხალხი, კერძოდ კი მარაბდელები ვერ აუდიოდნენ ბატონებისა და ხელისუფლებისაგან დაწესებული გადასახადების გადახდას. ამას თან ერთვოდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდების სურვილი და გამწარებული ქართველები მზად იყვნენ ბრძოლისათვის, მხოლოდ მეთაურის გამოჩენას ელოდებოდანენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა არსენა ოძელაშვილიც. მისი თვისებები ზუსტად შეეფერებოდა იმ საპასუხისმგებლო მოვალეობას, რასთანაც ქართველი ხალხი აპირებდა შერკინებას.

    არსენა ოძელაშვილი (მარაბდელი) იყო სოფელ მარაბდაში ვაჟკაცობითა და სიბრძნით ცნობილი ვაჟკაცის – ღვთისავარის ვაჟი. ოძელაშვილი ითვლებოდა ზაალ ბარათაშვილის ყმად.

    დიდმა გაჭირვებამ და აუტანელმა ყოფამ აიძულა არსენა, რომ ტყეში გავარდნილიყო რამდენიმე ერთგულ ადამიანთან ერთად. თავად ზაალ ბარათაშვილთან უთანხმოეობის გამო ჭაბუკი ოძელაშვილი ტყეში გაიჭრა. იგი ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას და სხვა. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონიური პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ-ვაჭრებს. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად რაზმი გაგზავნა. შემდეგ ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია. სულ მცირე ხანში მის გარშემოუამრავი ხალხი შეიკრიბა. არსენას რაზმში იყვნენ ქართველები, ოსები, თათრები და კიდევ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისინი მართალია განსხავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი მიზანი ერთი იყო – მიეღწიათ ხალხის ბედნიერებისათვის.

    არსენას რაზმის წევრები ერთგულების ფიცით შეიკვრნენ ტყეში. ჭკვიანი და შრომისმოყვარე მეთაური რაზმელებს უქმად არ აჩერებდა. მან იცოდა, რომ უსაქმურობა კაცს ვნებს. არსენა რაზმს წვრთნიდა და ამზადებდა მომავალი ბრძოლისათვის, ხოლო უქმე დროს ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. არსენა მკაცრი, წესრიგის მოყვარე და დინჯი მეთაური იყო. იგი საქმეს სწრაფად, მაგრამ ერთპიროვნულად არ წყვეტდა.

    ოძელაშვილი დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. ხალხი ქება-დოდებით ამკობდა მის ვაჟკაცობას. „ამბობენ არსენას მარტო გიორგი მჭედელი დაეტოლებაო“, „რომ იტყვიან რკინას ღეჭავს, რკინასა“.

    სწორედ ასეთი დიდი ფიზიკური ძალით შეძლო მან კუჭატნელის დამარცხება, ხალხური ტრადიციით, ოძელაშვილის მკვლელად სწორედ გიორგი კუჭატნელია მიჩნეული. ასევე დიდი ვაჟკაცობითა და გამბედაობით მოახერხა არსენამ მარაბდის დროშის გადარჩენა და მაიორის დანარცხება ჯირითში. მის მიერ გადარჩენილი დროშა შემდგომში კვლავ აღმართა ახალმა თაობამ რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობისათვის და ბედნიერი მერმისის მოსაპოვებლად. ოძელაშვილი ძალიან პოპულარული იყო საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეში. არსენა ტყუილუბრალოდ არავის აწყენინებდა და დაჩაგრავდა. მან იცოდა, რომ მტრისთვისაც არ უნდა დაერტყა მანამ, სანამ იგი ერთხელ მაინც არ მოიქნევდა მახვილს.

    არსენას წარმოსადეგი გარეგნობა ჰქონდა. „ხშირ ხუჭუჭ თმაში მუქი ოქრო ულივლივებდა, სახეზე და მკერდზე მზის ბრწყინვალე მზის შუქი აწვა და იგი ოდნავ წინ წამოწეული კვინიხით დაჩრდილულ თვალებს, გრძელი წამწამებით მოვლებულს, დიდრონსა და შავ თვალებს კიდევ უფრო მეტად ამუქებდა, ნელი ცეცხლით აკამკამებდა და ეს ცეცხლი ისე მტკიცე, უდრეკელი და იდუმალი იყო, ვითარცა ორი ამოწვდილი მახვილი.“

    მარაბდელი არ გამოირჩეოდა დიდი განათლებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ უჭირდა განათლებულ ხალხთან ურთიერთობა. მიუხედავად დიდი თავდადებისა არსენამ ვერ მოახერხა ქართველი ხალხი თავისუფლებისათვის ეზიარებინა, ამიტომ აღმოხდა სინანულით აღსავსე სიტყვები „მე ან ნაადრევად დავბადებულვარ, ან ძალიან დამიგვიანია“

    მიხეილ ჯავახიშვილი თავისი რომანის გმირის შესახებ წერდა: ” 1925 წლის დასაწყისს მე და ჩემს მეგობრებს საუბარი გვქონდა ყაჩაღებზე, – გავარდნილებზე.ბევრი რამ ვუამბეთ ერთმანეთს.ჩემი ყურადღება ერთმა რამემ მიიპყრო: ჩვენ ტყე­ ღრეში ბევრ გავარდნილს უვლია და ზოგ მათგანს არსენაზე უფრო დიდი საქმენი საგმირონი ჩაუდენია,მტერიც მრავლად დაუხოცავთ,უფრო მეტიც დაურბევიათ,მაგრამ ოძელაშვილის გარდა თითქმის ყველას სახელი მოკვდა,მინელდა.არსენა კი უწინდებურად ღვიოდა და ცოცხლობდა. ნათქვამია,ჯერ არც ერთ მეფეს პოეტისთვის უკვდავება არ მიუნიჭებია,პოეტებს კი ბევრი გვირგვინოსანი და უგვირგვინოც უკვდავუყოფიათო.ეს მართალია,მაგრამ დაუჯერებელია,რომ მარტო “არსენას ლექსს” შესძლებოდა ამოდენა ხანს ეცოცხლებინა “მარაბდელი ბიჭი”.ცხადია,რომ არსენამ დიდი ზნეობრივი ძალის წყალობით მოიპოვა სახელი.მას სისხლით არ მოუპოვებია ვაჟკაცობა… სხვა მის მაგიერ ფარსადან ბოდბისხეველს კბილებით დაგლეჯდა,მარაბდელმა კი ზეკაცური სულგრძელობა გამოიჩინა და უპატიებელი დანაშაული აპატია.ვაჟკაცობის კულტი და ერთგვარი სულიერი კეთილშობილება – აი,რამ მომცა ოძელაშვილის ხასიათის გასაღები. მეორე მხრივ,არსენას დროშაზე პრიმიტიული და უძლიერესი სოციალური სიმართლე ეწერა – “მდიდარს ართმევს,ღარიბს აძლევს,ღმერთი როგორ წაახდენსა!” ამ ორ ბურჯზე წარმოიშვა და დამკვიდრდა ოძელაშვილის უკვდავება და ამანვე გამოჰკვეთა მისი ტიპიც”

     

    გადმოწერა

     


    ჟანრი: რომანი