ნაირა გელაშვილი ,,ამბრნი,უმბრნი და არაბნი”

    0
    4188
    OLYMPUS DIGITAL CAMERA

    „სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა- ამაზეა ეს წიგნი. საიდუმლოსგან გაძარცვული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითად რომ არის ცხოვრება ამასაც ეს წიგნი შეგვახსენებს“ ასეთია რომანის „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ რეზიუმე.

    ცოვრება ქალების კალმით.

    ნაწარმოებში მთავარი მოქმედი გმირია კაცი, რომელიც  საუბრობს გრძნობებზე ,განცდებსა და შეგრძნებებზე.

    როცა გგონია ,რომ ყველაფერი დამთავრებულია და როცა უბრალოდ ცხოვრება მიედინება სწორედ მაშინ აღელდება ზღვაც და ჩვენი გულიც ,მაშინ მივხვდებით,რომ ის რაც გვაკლდა სიყვარულია , და უბრალოდ ეს გრძნობა გცვლის , გაგიჟებს და 40 გადაცილებულ ადამიანს ბავშვობაში აბრუნებს.და რა იყო ასე შეგიყვარდება ერთ დღეს და უკვე ხვდები ,რომ სხვა ხარ ამდენი ხნის განმავლობაშიც სხვა იყავი უბრალოდ ახლა მიხვდი ,რომ სხვა ხარ. შენ ხარ კოშკები და ყვავილები ,შენ ღრუბელი ხარ ,მოცეკვავე კაცუნა და დილის სხივი ,და შენ უბრალოდ ცოცხლობ..

    კითხვის დაწყებისთანავე მივხვდებით, რომ ადამიანის გაუცხოების პრობლემაა ერთ-ერთი ძირითადი თემა რომანში:  გაუცხოება ოჯახთან, გაუცხოება საზოგადოებასთან, საკუთარ თავთან გაუცხოებაც კი. ეს რუტინული ცხოვრების მახასიათებელია და აიძულებს ადამიანს იცხოვროს იქ, სადაც არაა მისი ადგილი, მაგრამ არ გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ცხოვრობს  იმ გარემოში, სადაც არ უყვართ, სადაც ხელფასის რაოდენობით იზომება პატივისცემა. კითხვის არგაჩენის მიზეზი იმის დაჯერებაა რომ სხვანაირად ვერ იქნება, ესაა რეალობა- ჩვენი ხვედრი.  ეს თვალის ამხელი კითხვა  ამ რომანში კი იმ გრძნობამ დასვა, რომელიც გვაბრმავებს…
    შეიძლება ითქვას, რომ რომანის მთავარი გმირი იმდენს არ ეძებდა, რამდენიც იპოვა. არც იცოდა რა შეიძლებდა ეპოვა მერციას სახით- „არ არსებობდა არც ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც დაიჯერებდა ქალი შეუყვარდაო, თუნდაც ეს მამაზეციერს ეთქვა“.
    ნაირა გელაშვილის რომანები და, რა თქმა უნდა,  „ ამბნი, უმრბრნი და არაბნიც“  განსაკუთრებული სითბოთი და ადამიანურობით გამოირჩევიან. აქ არაფერია გამოგონილი, ფანტასტიკური და არარეალური. ალბათ ამიტომაა, რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე გაუცხოებული, მარტოსული გმირები. როგორც ქალბატონი ნაირა ამბობს: „პერსონაჟები იმიტომ არიან მარტოსულები, რომ ადამიანია მარტო ცხოვრებაში. ასეთი გახდა ცხოვრება. ადამიანთა სულიერი ახლობლობა ძალზედ გაძნელდა. სულთა საუბარი, ეს ღვთაებრივი ბედნიერებაა, ალბათ იშვიათადღა ანთია სადმე ამქვეყნად. მაგრამ ადამიანი ისეთი არსებაა, თუ განსაცდელი ბოლომდე არ გამძაფრდა, ვერ ფხიზლდება და საშველის ძებნას არ იწყებს“. სწორედ მარტოსულობის გამძაფრებამ გამოიწვია იმ ადამინის გამოფხიზლება რომელსაც „არაფერი არ აკლდა“ ბედნიერებისთვის და ათქმევინა  ის, რაც არც კი იცოდა, რომ სათქმელი ქონდა.

    როგორც ცხოვრებაში, რომანშიც ხდება დაპირისპირება ღირებულებებისა და ვხდებით იმ ნორმების მსხვერპლნი, რომელსაც ჩვენვე ვაწესებთ: „ღმერთო ჩემო, ცხრამეტი წელიწადი კანონიერი მრუშობა. სანქციადადებული, ნაკურთხი, წმინდად შერაცხული ყველას მიერ“. რომანის მთავარი გმირისთვის მრუშობად უსიყვარულობა ითვლება და მაინც ისევ თავის სიყვარულს გაწირავდა „როგორც რაღაც უკანონოს, საშიშსა და ზედმეტს“, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება და ასეთები ვართ ჩვენ.
    სიყვარული, როგორც ავტორი მიიჩნევს, ყოველთვის მარცხდება. არც ეს რომანია გამონაკლისი. „ თუ რამ ნამდვილად ბედი და ბედისწერაა-ეს სიყვარული და სიკვდილია. სიყვარული დედამიწაზე თითქოს  სხვა პლანეტიდან, სულ სხვა საუფლოდან მოხვედრილი მცენარეა, რომლისთვისაც ძალზე მკაცრია და სასტიკია დედამიწის ჰავა…“

    გადმოწერა


    ჟანრი: რომანი