პატარა უფლისწული (The Little Prince)

    პატარა უფლისწული (The Little Prince)

    0
    1654
    პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. 
    ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ეს ალეგორიული ნოველა პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში. ეს ის პერიოდია, როცა ევროპაში ფაშიზმი მძვინვარებდა და მწერლის მშობლიური საფრანგეთიც ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც ,,პატარა უფლისწული“ უდაბნოში მღაღადებელი თავისუფლების სულის ძახილივით გაისმა. საფრანგეთში ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ტექსტად აღიარეს. თარგმნილია მსოფლიოს 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე.
    პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140-ზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.
    პატარა უფლისწული, სხვა პლენეტიდან ჩამოსული მოგზაური იყო, რომელიც წიგნის მთხრობელს უდაბნოში შეხვდა და დაუმეგობრდა. სწორედ მან უამბო, როგორი იყო მისი პლანეტა, მის მეზობლად მყოფი პლანეტები და მათი ბინადარნი. როგორ გახდა მისი მეგობარი დედამიწაზე მელია და ა.შ.
    ,,პატარა უფლისწული” ის ნაწარმოებია, რომელიც აუცილებლად გაგხდის უფრო კარგს, ვიდრე იყავი, თუნდაც რამდენიმე წუთით.

    წიგნის წაკითხვა ქართულ ენაზე (GEO)

    წიგნის წაკითხვა ინგლისურ ენაზე (ENG)

    ანიმაციური ფილმი : ატარა პრინცი  ყურება


    ჟანრი: მოთხრობა, ნოველა, საბავშვო