ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)

    0
    1416

    ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

    წიგნის ბოლომდე  სწავლობ ადამიანების განსაკუთრებულად აღქმას და იწყებ გამორჩეული თვისებების ძიებას.  ბოლოს  გჯერა, რომ ყველა შენს გარშემომყოფს აქვს ის, რასაც უბრალოდ ვერ ხედავ და რის გამოც შეიძლება გიყვარდეს.

    ამონარიდები ნაწარმოებიდან:,,ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს ის. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიაღწევ საწადელს.”

    ,,სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე.  არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის მიერ დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება, ესაა სინდისი.”

    წიგნის გადმოწერა

    წიგნის გადმოწერა (ENG)

    ფილმი : ნუ მოკლავ ჯაფარას ყურება

    ბიოგრაფია:  ნელ ჰარპერ ლი

     


    ჟანრი: რომანი, საყმაწვილო
    გაზიარება
    შემდეგი სტატიადათა თუთაშხია
    ვებგვერდი განათლებასა და ლიტერატურაზე.