ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

ფიტარეთის მონასტერი

მონასტრის ისტორია ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიათ 12 კმ-ში. სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე  ბარათაშვილ-ორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქ დასაფლავებულია ამ საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენელი. მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა...

იყალთოს აკადემია

                                                                        იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ თელავიდან დასავლეთით 7-8 კმ-ზე, სოფელ იყალთოს განაპირას. იყალთოს მონასტერი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა განმანათლებელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში. კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია: VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“, რომელიც აშენებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია გადმოსვენებული...

გელათის აკადემია

ქუთაისიდან 11 კმ–ს დაშორებით მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე გაშენებულია გელათის მონასტერი. დავით აღმაშენებლის ხანგრძლივი, დაუცხრომელი მოღვაწეობა უწინარეს ყოვლისა თურქ–სელჯუკთაგან აოხრებული ქვეყნის ჭრილობების მოშუშებისაკენ იყო მიმართული. სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, რაც "დიდმა თურქობამ" თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას, მომთაბარეებმა "დაუწყეს....უდაბნონი კლარჯეთისანი", რომლებიც...
სვიმეონ მესვეტის ნაშთი

რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი,ბარლაამწმინდა

რომანწმინდა სავანის პირველი ქართველი მწიგნობარია გიორგი ათონელი,  რომელიც იქ 1031–39 წ. მოღვაწეობდა,  შემდეგ სხვა ქართველებიც ჩანან,  ისინი ეწეოდენ კულტურულ–აღმშენებლობით და მწიგნობრულ საქმიანობას.   შეგვიძლია მოვიხსენიოთ იოანე და დავით ჯიბისძენი,  1035 წ. ისინი შატბერდში ჩანან,  შემდეგ შავ მთაზე გადასულან,  იქ ეკლესიაც აუშენებიათ...
სვიმეონ მესვეტის ნაშთი

სვიმეონწმინდა

აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად,  განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ქართველნი XI საუკუნეში,  ზოგიერთი მათგანი ნაყოფიერად მოღვაწეობდა კულტურულ სარბიელზე,  შეგვიძლია დავასახელოთ გიორგი შეყენებული ან შავმთელი,  გიორგი ათონელი,  გიორგი მცირე და სხვა. გიორგი შავმთელი ცხოვრობდა სვიმეონწმინდის სანახებში სადაც მარტო სამყოფელი ჰქონდა,  მას დიდი პატივით...
სვიმეონ მესვეტის ნაშთი

შავი მთა

აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე უკვე VI საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები. ამ დროს აქ მოღვაწეობდა სვიმეონ მესვეტე უმცროსი, რომელმაც შემოიკრიბა ქართველი ბერები და საფუძველი ჩაუყარა აქაურ ქართველთა კოლონიას. სწორედ აქედან წამოვიდა საქართველოში 13 „ასურელი მამა". შავ...

ოშკის მონასტერი

ოშკის ტაძარი - „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (ჩამლიიამაჯ) (Çamlıyamac). ოშკი (öşvank)  ოთხ...

იშხნის მონასტერი

იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (Işhan). პირველი ეკლესიის მშენებლობა იშხანში სომეხთა კათალიკოსის, ნერსეს სახელს უკავშირდება. საეპისკოპოსო კათედრა მას 647 წელს აუგია.  ეკლესია იშხანში, როგორც ჩანს, მალევე დაინგრა მურვან...

ოთხთას მონასტერი

ტაძრის ისტორია ოთხთა ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში,  ართვინის   რაიონში,ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის(Yusufeli) დასავლეთით მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (Dortklise) (დორთქილისე) 5 კმ-ში ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. გავრცელებულია შემდეგი მოსაზრებაც - ოშკის,...

პარხალის მონასტერი

    პარხალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ პარხალში,  ართვინის ვილაიეთში, დაბა იუსუფელის ჩრდილო-დასავლეთისთ 27 კმ-ზე მდებარე სოფელ პარხალთან, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.        პარხალის ეკლესია ააგო...

ახალი სტატიები

ილია ჭავჭავაძე – რა არის თავისუფლება?

თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტითავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსადა საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალითუყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი...

ის ვინც

საიდუმლო

Spelling error report

The following text will be sent to our editors: