ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამონარიდები და ბრძნული აზრები

ამონარიდები და ბრძნული აზრები

daTa TuTashxia

ამონარიდები რომანიდან ,,დათა თუთაშხია”

“ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის...
daTa

“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”- ამონარიდები ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია

   კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს,...

მიხეილ ჯავახიშვილი,,ჩვენი დროის ათი მცნება”

1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს. ჩვენი დროის ათი მცნება შენ ხარ...
daTa TuTashxia

რანი ვართ და რანი ვიყავით – ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”

სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული ჭია...

ის ვინც

ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790)  ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მამა-დამფუძნებელია. ამ კაცის, როგორც პრეზიდენტისა და გამორჩეული მოღვაწის, სახელს ამერიკელები დღესაც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებენ. სწორედ მისი ნათქვამია: "ის   ვინც  უსაფრთხოებისათვის  წირავს  თავისუფლებას,  არც  უსაფრთხოებას  იმსახურებს  და  არც  თავისუფლებას". ამქვეყნად არაფერია ადამიანისა...
დათა თუთაშხია

ს. მანძულაშვილი – ”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – დათა თუთაშხია

”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – ასე შეიძლაბა გამოვხატოთ დათა თუთშხიას ცხოვრების კრედო. დათა თუთშხიას მსგავს კაცებსო, ამბობს ელიზბარ კარიჭაშვილი ირაკლი ხურციძის ოჯახში გამართულ სუფრაზე, ”ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო – სასიცოცხლოდ...

ბენჟამინ ფრანკლინი: 13 სათნოება

თავშეკავება.ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე; დუმილი.ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ფუჭი საუბარი; წესრიგი.ყველა საგანს საკუთარი ადგილი მიუჩინეთ, ყოველ საქმეს თავისი დრო გამოუყავით; პრინციპულობა.მტკიცედ გადაწყვიტეთ, იმის შესრულება, რაც გასაკეთებელია. რასაც გააკეთებთ, ეცადეთ შეუცდომლად...
railway

ლოკაუს სადგურის სევდა

       თამაზ ჩხენკელმა რამდენიმე ათეული წლის წინ, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი კარგი საქმეც გააკეთა - ბო ძიუ-ი (VIII-IX საუკუნეები) თარგმნა ქართულ ენაზე. იმ დროისათვის ეს ძალიან ეგზოტიკური იყო - ძველი ჩინური პოეზია ასე საყოველთაოდ არ იცნობებოდა. თუმცა...

რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისეული ჩანაწერები

,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ...

ვირად ნამყოფი ყადი

ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა.  იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო.  ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც