ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტაო-კლარჯეთი

ტაო-კლარჯეთი

ტაო-კლარჯეთი-სამშობლოს მიღმა დარჩენილი სამშობლო 

      ტაო-კლარჯეთი მხარეს ძირითადი თემების   ტაოსა და კლარჯეთის გამო ჰქვია, თორემ ეს ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიის მომცველი არეალია, რომელიც ტაშისკარიდან არზრუმამდე და ჭოროხის ხეობიდან შავ ზღვამდე აღწევს. ტაო-კლარჯეთში შედის ტაო, სპერი, კლარჯეთი, შავშეთი,ნიგალი, არტანი, კოლა, ერუშეთი, ფოცხოვი, მაჭ-ხელა, სპერი, თორთომი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ართვინის, არდაგანის, ერზრუმისა და ყარსის რაიონებში...

ოშკის მონასტერი

ოშკის ტაძარი - „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (ჩამლიიამაჯ) (Çamlıyamac). ოშკი (öşvank)  ოთხ...

შატბერდის მონასტერი

    კლარჯეთის სავანეთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შატბერდი. იგი „დიდებულ ლავრად“ წოდებული მონასტერია. მისი მიწა–წყალი აშოტ კურაპალატმა შესწირა ხანთძის მონასტერს,  ხოლო შემდეგ 826 წ. ბაგრატ კურაპალატის ზეობაში 826–76 წ. გრიგოლ ხანთძელის თაოსნობით იქ აშენდა მონასტერი.    აკად. ნ.მარის სიტყვებით...

ხანძთის (ხანცთის) მონასტერი

     კლარჯეთის სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ კერებს შორის საყრდენი იყო ხანძთის უდაბნოს მონასტერი, რომელიც, როგორც გრიგოლ ხანძთელის აგიოგრაფი მოგვითხრობს, ამქვეყნიური ცხოვრებისაგან გამდგარ პირთა საუკეთესო სამყოფს წარმოადგენდა. ხანძთის მონასტრის დამაარსებელის, VIII-IX საუკუნეების მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა მაშენებელის - გრიგოლ ხანძთელის -...

იშხნის მონასტერი

იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (Işhan). პირველი ეკლესიის მშენებლობა იშხანში სომეხთა კათალიკოსის, ნერსეს სახელს უკავშირდება. საეპისკოპოსო კათედრა მას 647 წელს აუგია.  ეკლესია იშხანში, როგორც ჩანს, მალევე დაინგრა მურვან...

ოპიზის მონასტერი

    ოპიზის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბაღჩილარში (Bağcılar). ოპიზა, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში კლარჯეთში დაარსებულ ათორმეტ უდაბნოთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.       ოპიზის მონასტერი V საუკუნის II ნახევარში დააარსა ვახტანგ გორგასლის ერისთავმა არტავაზმა. VIII საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ...

ხახულის მონასტერი

      ხახულის მონასტერი  ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, იმიერტაოში, ოლთისის ვილაიეთში, მდინარე თორთუმისწყლის შენაკად ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ხახულში  მდებარეობს. ტაძარში ამჟამად მოქმედებს ჯამე.      „ქართლის ცხოვრების" ცნობით მონასტერი დააარსა დავით III კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში. თანდათან ხახულის...

ოთხთას მონასტერი

ტაძრის ისტორია ოთხთა ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში,  ართვინის   რაიონში,ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის(Yusufeli) დასავლეთით მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (Dortklise) (დორთქილისე) 5 კმ-ში ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. გავრცელებულია შემდეგი მოსაზრებაც - ოშკის,...

ტბეთის მონასტერი

           ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli).       მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხის...

პარხალის მონასტერი

    პარხალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ პარხალში,  ართვინის ვილაიეთში, დაბა იუსუფელის ჩრდილო-დასავლეთისთ 27 კმ-ზე მდებარე სოფელ პარხალთან, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.        პარხალის ეკლესია ააგო...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც