ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიტერატურა

ლიტერატურა

წიგნი

მე ის კაცი ვარ, - ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, - მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში. ვეშაძეც ხომ გაგიგონია, მოჭიდავე? მოვიდა ჩემთან მაგ ვეშაძის გერი, წრუტი. მე გოდორსა ვწნავდი სახლის...

დედა

_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს...

მოდი და წაიღე

  ცხოვრებაში, არსებობს ისეთი სცენები ან წინადადებები, რომლებიც ოკეანეში მობინადრე ფოსფორისებური თევზების მსგავსად დაცურავენ მეხსიერების სიღრმეებში და ნათელს გვფენენ. მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ჩაიკეტებით, განმარტოვდებით, ცხოვრების ზედაპირიდან ფსკერზე ჩაიძირებით, სწორედ მაშინ მოეფინებად ნათელი ამ სცენებსა თუ წინადადებებს, ფერები გაუხასხასდებათ...

მიხეილ ჯავახიშვილი “განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?”

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა...

იაკობ ხუცესი (ცურტაველი)

  იაკობ ხუცესი ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის „შუშანიკის წამების“ (სრული სახელწოდება - „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“) ავტორია. მისი ცხოვრები შესახებ ბევრი ცნობა არ არის შემონახული. ნაწარმოების მიხედვით ჩანს, იაკობი იყო თავის მიერ აღწერილი ამბების მოწმე და მონაწილე....

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეგზიუპერი (ფრანგ. Antoine Marie Jean-Baptiste Roger de Saint-Exupéry, დ. 29 ივნისი, 1900,ლიონი – გ. 31 ივლისი, 1944) — ფრანგი მწერალი და მფრინავი. მას ხშირად მოიხსენიებენ სახელით „Saint-Ex“. ვიკონტი ჟან დე სენტ ეგზიუპერისა და მარი ბუაიერ...

მიხეილ ჯავახიშვილი “ისევ ქართული ენის შესახებ”

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული. ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ. ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული...

თამაზ ჭილაძე – შუშანიკის წამების შესახებ

თხუთმეტი საუკუნის წინათ საქართველოში დაიწერა რომანი – იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება”, რომელიც დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან ერთად მრავალი სხვაც, რომლებიც...

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ლოცვა

ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას. მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს. მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან. მე გთხოვ...

მიხეილ ჯავახიშვილი “როგორ ვმუშაობ”

ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა. იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია,...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც