ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიტერატურა

ლიტერატურა

გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა

ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ,...

მოდი და წაიღე

  ცხოვრებაში, არსებობს ისეთი სცენები ან წინადადებები, რომლებიც ოკეანეში მობინადრე ფოსფორისებური თევზების მსგავსად დაცურავენ მეხსიერების სიღრმეებში და ნათელს გვფენენ. მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ჩაიკეტებით, განმარტოვდებით, ცხოვრების ზედაპირიდან ფსკერზე ჩაიძირებით, სწორედ მაშინ მოეფინებად ნათელი ამ სცენებსა თუ წინადადებებს, ფერები გაუხასხასდებათ...

მიხეილ ჯავახიშვილი “ქართული წიგნი და ქართველი მწერალი”

საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც. ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელს წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროს...

მიხეილ ჯავახიშვილი “როგორ ვმუშაობ”

ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა. იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია,...

წიგნი

მე ის კაცი ვარ, - ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, - მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში. ვეშაძეც ხომ გაგიგონია, მოჭიდავე? მოვიდა ჩემთან მაგ ვეშაძის გერი, წრუტი. მე გოდორსა ვწნავდი სახლის...

დედა

_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს...

ნოდარ დუმბაძე – “მიხეილ ჯავახიშვილი”

ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში. ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის: პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ...

მიხეილ ჯავახიშვილი “ისევ ქართული ენის შესახებ”

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული. ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ. ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული...

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა...

მიხეილ ჯავახიშვილი “განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?”

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც