ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა

ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

   ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ,  წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც,დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენდაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი...

ჩიტების გამომზამთრებელი

თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა. მოკლედ ჩამოშვებული სამფინჯნიანი რძისფერი ჭაღი. პრიალა პარკეტი. პრიალა ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათი - გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი. შემოსასვლელ კართან - ჩუსტები, ფლოსტები. აცეტონისა თუ სკიპიდარის სუნი. ისმის ელექტროზარის ხმა. სამზარეულოდან გამოდის ორმოცი წლის დაბალი,...
data tutashxia

ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”

- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე? - არ მყოლია -სიყვარული?...ქალი გყვარებია? -ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა. -არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება -სიმღერაში -რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა,...

გოდერძი ჩოხელი უკანასკნელი ჩანაწერი

 ‎ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული. მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც,...

საიდუმლო

  ორი ძაღლია, ერთი-წაბლისფერი, მეორე- ჭრელი. წაბლისფერი მსხვილია, გარუსული, ყურებდაჭრილი, კუდალა. ჭრელი- ბანჯგვლიანი, ცოტა ტანმომცრო, ძალიან ფიცხი. ორივენი მეურნეობის საღორეს ჰყარაულობდნენ. საღორის დიდი ეზო რკინის ბოძებითა და მავთულის ბადით არის შემოღობილი, ავივლი ჩემს საქმეზე, გამომიცვივდებიან ის ძაღლები, ჩამოვივლი-გამომიცვივდებიან. მიყეფენ, ზედ...

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ...
maradisoba

ნოდარ დუმბაძე სულის შესახებ

ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ,...

ფიქრის კაცი (რეზო სირაძის ხსოვნას)

ეს კაცი ჩვენი მასწავლებელია. არა მხოლოდ ლიტერატურის - ღირსებისაც. გაგვიჭირდება მასზე ლაპარაკისას გამოვიყენოთ სიტყვა "იყო", რომელიც ამ შემთხვევაში ფერმკრთალი და დარცხვენილია. ადამიანები ბევრნაირად ამახსოვრდებათ. ბატონი რეზო (არც მოგვიხსენიებია სხვაგვარად არასდროს) არა მხოლოდ დიდი მეცნიერი-ლიტერატურისმცოდნეა, რომლის ნაშრომებსაც მრავალი თაობისათვის...
შოთა რუსთაველი პორტრეტი

შოთა რუსთაველის ვინაობისათვის

შოთა რუსთაველის წარმოშობა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით აბჟანდაძე ანზორ ,,ვეფხისტყაოსანი"და მისი ავტორი  

გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა

ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ,...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც