ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

საყვარელი ნაწარმოებები

საყვარელი ნაწარმოებები

data tutashxia

ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”

- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე? - არ მყოლია -სიყვარული?...ქალი გყვარებია? -ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა. -არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება -სიმღერაში -რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა,...

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ...

პატარა უფლისწული

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს,...

გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა

ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ,...

ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

   ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ,  წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც,დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენდაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი...

საყელოდან ფეხის წვერებამდე

ცხრამეტი წლისაა, ტანადი, დაუთოვებული საყელოდან ფეხის წვერებამდე. სულ ისე დადის, თითქოს კათედრისკენ მიეშურებოდეს. მასში ხედავენ მომავალ აკადემიკოსს, მომავალ სახელმწიფო მოღვაწეს. ღიმილი იცის მქრქალი, მქრქალი. ჯერ კდიევ პირველ კურსზე უყვარდა ერთ გოგონას. იმ გოგოზე ასე ამბობდნენ, ოდრის ჰგავსო, ოდრი ჰეპბერნს. ბიჭიც თაუნაუგრძნობდა გოგოს,...

რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისეული ჩანაწერები

,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ...

ჩიტების გამომზამთრებელი

თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა. მოკლედ ჩამოშვებული სამფინჯნიანი რძისფერი ჭაღი. პრიალა პარკეტი. პრიალა ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათი - გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი. შემოსასვლელ კართან - ჩუსტები, ფლოსტები. აცეტონისა თუ სკიპიდარის სუნი. ისმის ელექტროზარის ხმა. სამზარეულოდან გამოდის ორმოცი წლის დაბალი,...

წიგნი

მე ის კაცი ვარ, - ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, - მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში. ვეშაძეც ხომ გაგიგონია, მოჭიდავე? მოვიდა ჩემთან მაგ ვეშაძის გერი, წრუტი. მე გოდორსა ვწნავდი სახლის...

დედა

_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც