ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli).tbeti_ruka

      მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც – შავშეთის ერისთავობაც უბოძა. ისტორიულ წყაროებში ნახსენები აშოტ კუხის მიერ აგებული პირველი ტაძარი ან მისი მშენებლობის რაიმე კვალი დღეს აღმოჩენილი არაა.
ტბეთი
ტბეთი,1888წ _პავლინოვის_ფოტო
    უძველესი ტაძრის ფენა, რომელიც ტბეთის ტაძრის ნანგრევებშია გამოვლენილი, X საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ რვამკლავიან ტაძარს ეკუთვნის.
e183a2e18391e18394e18397e18398-e183a1e18390e18399e183a3e183a0e18397e183aee18394e18395e1839ae18398e183a1-e18399e18394e18393e183941
    ვარაუდობენ, რომ აშოტ კუხის ტაძარი მალევე დაინგრა და მის ნაცვლად აიგო ახალი, რვამკლავიანი ეკლესია, ან შესაძლოა ძველი ტაძრის ნაწილობრივი რეკონსტრუქციაც მომხდარიყო. მალევე, X საუკუნის ბოლოს ტბეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა – რვამკლავიანი ტაძრის ადგილას მესამე, ახალი, გუმბათიანი ეკლესია აღიმართა. დღეს უცნობია, ამ მშენებლობას წინ ძველი ტაძრის ნგრევა ან დაზიანება უსწრებდა თუ ახალი ტაძრის აგებისას ძველის გადაკეთება მოხდა სივრცის გაფართოების მიზნით. მიუხედავად მნიშვნელოვანი დაზიანებებისა და შემდგომი არაერთი გადაკეთებისა, ძირითადი ფორმებით იგი დღემდეა შემონახული. ტბეთის მონასტრის მთავარი ტაძრის მომდევნო რეკონსტრუქცია (ე. წ. მეოთხე მშენებლობა), რომელიც მიზნად ტაძრის მოცულობის გაზრდასა და ფასადების უფრო მდიდრულად მორთვას ისახავდა, XI საუკუნის II ნახევარში განხორციელდა. ტბეთის ტაძარში მორიგი სამშენებლო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათი, XIV საუკუნეში განხორციელდა. აღდგა გუმბათის ყელი, საკუთრივ გუმბათი და მისი სახურავი გარედან, ხოლო X-XI საუკუნეების გუმბათქვეშა კონსტრუქცია და ყელისძირა სარტყელი უცვლე-ლი დარჩა. ტბეთის გუმბათი დღეს აღარ არსებობს.
      ტბეთის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ, სამწერლობო კერას წარმოადგენდა. შეიქმნა არაერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები აქ მოღვაწე ბერების მიერ. ტბეთის მონასტერი რამდენიმე სამონასტრო ნაგებობას მოიცავდა, რომელთაგან დღეისათვის მხოლოდ მთავარი ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი. ტბეთის მთავარ ტაძარში გამოიყოფა რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა მშენებლობისა. მონასტერი XVII საუკუ-ნის II ნახევრამდე მოქმედებდა, შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძარში მუსულმანური სალოცავი ჯამე გახსნა, რომელიც 1880-იან წლებამდე მოქმედებდა. თურქებმა შენობა ფაქტობრივად უცვლელი დატოვეს, თუმცა ფრესკები და მოხატულობა დაზიანდა; 1860-იან წლებში ტაძარში მოაგროვეს თივა და ცეცხლი დაანთეს, რათა ისინი ქრისტიანულ გამოსახულებებს არ ეცდუნებინათ. 1889 წელს სოფლელებმა ახალი ჯამე ააგეს, რომლის ფასადებიც თითქმის მთლიანად ტბეთის ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებითაა ამოყვანილი. XX საკუნის პირველ ნახევარში ჯამემ ფუნქციონირება შეწყვიტა. 1961 წელს მონასტრის კარგად შემორჩენილი მთავარი ტაძარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ააფეთქა.
      ტბეთი ძველ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი. ტაძარი ისტორიული წყაროების ცნობით ერისთავთ-ერისთავმა აშოტ კუხმა (გუარამ კურაპალატის ძემ) ააგო. აქ გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი” (914-918 წლ), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X საუკ). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI საუკუნეში), აბუსერიძე ტბელი და სხვა. მონასტერს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი. ასევე მონასტერში იყო წიგნთსაცავიც; XII საუკუნის ერთი ოთხთავის ანდერძის მიხედვით, „საყდარსა ტბეთისასა აქუნდა ძუელი წიგნნი მრავალნი”. ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995 წ. დღეს იგი სანქ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება.) და „ტბეთის სულთა მატიანე” (XII-XVII სს.), რომლის ტექსტი შავშეთისა და აჭარის ისტორიული გეოგრაფიისა და საგვარეულოთა შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს. XII საუკუნის ერთ-ერთი ოთხთავის ანდერძი იძლევა ცნობას, რომ ტბეთში მრავალი ძველი წიგნი ინახებოდა.

parxlis mratbeTi_anu_svanuri_mravalTavi_Xs

tbeTis oTxtavi beqa opizari
ტბეთის ოთხთავი-ბექა ოპიზრის მოჭედილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი