giorgi Seyenebuli RverTSemosili
გიორგი შეყენებული (ღმერთშემოსილი)

აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად,  განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ქართველნი XI საუკუნეში,  ზოგიერთი მათგანი ნაყოფიერად მოღვაწეობდა კულტურულ სარბიელზე,  შეგვიძლია დავასახელოთ გიორგი შეყენებული ან შავმთელი,  გიორგი ათონელი,  გიორგი მცირე და სხვა.

გიორგი შავმთელი ცხოვრობდა სვიმეონწმინდის სანახებში სადაც მარტო სამყოფელი ჰქონდა,  მას დიდი პატივით იხსენიებდნენ როგორც თანამედროვენი ისე გვიანი ხანის მოღვაწენი,  მან შენიშნა გიორგი ათონელის დიდი ტალანტი,  ლიტერატურული საქმიანობისაკენ მოუწოდა მომავალ მწერალს და ამ მიზნით ათონს წარგზავნა,  რადგან მისი აზრით მაშინ ათონზე უკეთესი პირობები იყო,  წლების მანძილზე გიორგი შავმთელი წარმართავდა მოწაფის შემოქმედებით საქმიანობას.

გიორგი მთაწმინდელი
გიორგი მთაწმინდელი

მისი დავალებით თარგმნა გიორგი ათონელმა რამდენიმე თხზულება: დავითნი,  სამოციქულო და სხვა. მანვე დაავალა გიორგი მცირეს გიორგი ათონელის ცხოვრების აღწერა. გიორგი შავმთელი ზრუნავდა ქართულ ხელნაწერთა გამრავლებაზე,  ათონის მთაზე დღესაც დაცულია მის მიერ დამზადებული ძვირფასი ხელნაწერი. გიორგი ათონელი კი ძირითადად ათონზე მოღვაწეობდა, თუმცა რამდენიმე წელი დაჰყო შავ მთაზე,  სადაც ეწეოდა ლიტერატურულ–საეკლესიო საქმიანობას. სხვათა შორის როდესაც მოწინააღმდეგეებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის საკითხი წამოჭრეს და შემოგვიტიეს გიორგი ათონელმა გამოავლინა ჩინებული განსწავლულობა და დამაჯერებლად დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის სამართლიანობა და კანონიერება. მან შავ მთაზე კერძოდ სვიმეონის მონასტერში თარგმნა პარაკლიტონი და სხვა წიგნები,  მასთან იყო და მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა გიორგი მცირე. სვიმეონწმინდაში მოღვაწეობდნენ სხვა ქართველი მოღვაწენიც, იქ დამზადდა მრავალი ხელნაწერი, რომელთაგან ზოგიერთი საქართველოშია.

შავი მთა რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი ბარლაამწმინდა

წყარო: http://www.bu.org.ge/x1317?lang=geo

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი