იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს 13asurelimamaქალაქ თელავიდან დასავლეთით 7-8 კმ-ზე, სოფელ იყალთოს განაპირას. იყალთოს მონასტერი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა განმანათლებელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში.

კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია: VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“, რომელიც აშენებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია გადმოსვენებული ზენონი.

ზენონ იყალთოელის საფლავი
ზენონ იყალთოელის საფლავი

იგი კახეთის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი ძველი გუმბათიანი ტაძარია. გეგმაზე აქვს ტოლმკლავა ჯვრის ფორმა. ეკლესიის მხატვრულად გაფორმებული ერთადერთი ნაწილი გუმბათის ყელია.

 

იყალთო
ფერისცვალების ტაძარი
Ikalto
იყალთოს მონასტერი რესტავრაციის შემდეგ

ikalto ikalTo

მის სარკმლებს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღები ფერადოვანი, რელიეფური რომბებით. ტაძარს სამივე მხრიდან აქვს შესასვლელი თაღოვანი კარიბჭეებით. დასავლეთი კარიბჭის მეორე სართულზე მონასტრის წინამძღვრის ოთახია, მის ზევით კი დაშენებული სამრეკლო გვიანდელია (XIXს).

სამების მცირე ეკლესიაში, საფუძვლიანი გადაკეთების მიუხედავათ, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის ნაწილები. ტაძრის ქვეშ საძვალეა განთავსებული, ხოლო ტაძრის შესასვლელის თავზე ჩასმულია რელიეფური ფილა წმინდა სამების გამოსახულებით.

ikalto-samebis-eklesia

XIII საუკუნეების მიჯნაზე კი აგებულია ყველაწმინდის ერთნავიანი ეკლესია.

 iklaTo

იყალთო
ყველაწმინდის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. სამივე ეკლესია, ისევე როგორც კახეთის ტაძართა უმრავლესობა, თეთრი ფერისაა და მწვანე მთების ფონზე შორიდანვე იპყრობს მნახველთა ყურადებას. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა შორის შემორჩენილია აკადემიისა და სატრაპეზოს შენობები.

გადმოცემის თანახმად, აღორძინების ეპოქაში გამოჩენილმა ქართველმა განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა და დავით აღმაშენებელის მასწავლებელმა არსენ იყალთოელმა XI-XII საუკუნეებში მონასტერთან დააარსა აკადემია, რომელიც გეგმით წაგრძელებული შენობაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ის იყო კახელი თავადის იბად ვაჩნაძის ვაჟი. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთლიან საქართველოში. პირველი სართული ორი ოთახისგან შედგებოდა, რომლის ერთ-ერთი ოთახი სამეცნიერო შეკრებებისთვის იყო განკუთვნილი.

იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება ბერძნულიდან, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“, მის მიერაა ნათარგმნი იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, თაობიდან თაობას გადაეცემოდა არსენ იყალთოელის „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“.

იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. ლეგენდის თანახმად აქვე სწავლობდა ქართული პოეზიის მამა- შოთა რუსთაველი.

იყალთოს აკადემიაში სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ანუ ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. აგრეთვე ისწავლებოდა თეოლოგია, ფილოსოფია და საეკლესიო გალობა.

ikalto akademy-იყალთოს აკადემია
იყალთოს აკადემია

ikalto akademy-იყალთოს აკადემია ikalto akademy-იყალთოს აკადემია

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, აკადემიის შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.

ikalto-gvinis-marnebi-monastershi

1616 წელს შაჰ-აბასმა იყალთოს აკადემია გადაწვა და მან თავისი არსებობა შეწყვიტა.

იყალთოს მონასტერი თავად მაყაშვილთა საძვალეს წარმოადგენდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემწე მონასტრისა ყოფილა იოანე ომანის ძე მაყაშვილი, ბოდბელი მიტროპოლიტი და ძმისწული მისი – გაბრიელ ბერი, რომელიც XIX საუკუნეში იყალთოს მონასტრის წინამძღვარი იყო. XX საუკუნის დასაწყისში, ცნობილ ქველმოქმედს დიმიტრი (ტიტიკო) ივანეს ძე მაყაშვილს განუახლებია და დაუმშვენებია სამივე ტაძარი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და აიკრძალა ღვთისმსახურება.

1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს.

საეკლესიო ნივთებსა და წიგნებთან ერთად დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.

1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაების და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა.

2007-2009 წლებში კომპანია „ჯეოსელის“ ინიციატივით და დაფინანსებით ტაძრს და აკადემიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. არქეოლოგიური საუშოების ჩატარების შემდეგ ,გამოვლენილია ბევრი საინტერესო მასალა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები, (1261-1264წწ) უძველესი მარანი. ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები და საძირკველში ჩაიდგა რკინა-ბეტონის ბალიში და სამაგრები.ეს ფაქტი მართლაც მნიშვნელოვანი და საჭირო იყო კომპლექსისთვის და ტაძრისთვის, რომელიც დანგრევის პირას იყო.

გალერეა

მთავარი ტაძარი
მთავარი ტაძარი
Orientation: 1
« 1 შესახებ 14 »

 

 

წყარო: http://www.novators.ge

          https://www.about.ge

www.saunje.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი