ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ,  წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც,დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენდაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კიმხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმამაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
– ვის ელი, შე საბრალოვ! – შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, – ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზესადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი
მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.
გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს,ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:
– ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!
– მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.
მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლისწითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.
ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა.

            დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კიწვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი,ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელიფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
– ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, – ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.
მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.
შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა.

            ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა.მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯადჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ…

              აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.
ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელისკიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი:უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა დარცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი..

და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა,თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ – ნელა მოდიოდა. ხანდახანშეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, – თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზეგაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა დაცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა.

             მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე –წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი,მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში – ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა,რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.
ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმ

ავტორი: რევაზ ინანიშვილი