დამწერლობის ანბანური სისტემა ფინიკიელებმა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობა საფუძვლად დაედო ორ ძირითად განშტოებას: დასავლეთში ბერძნულს, აღმოსავლეთში სემურ-არამეულ  დამწერლობას.

damwerloba

აღმოსავლურ ანბანურ სამყაროში წერის მიმართულება იყო მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო დასავლურ ანბანურ სამყაროში, პირველად საბერძნეთში დაკანონდა აღმოსავლური საპირისპირო წერის მიმართულება: მარცხნიდან მარჯვნივ – ანბანური სისტემის თვალსაზრისით, ქართული ასომთავრული დამწერლობა განეკუთვნება ბერძნულ დასავლურ ანბანურ სისტემებს, წერის მიმართლება ქართულ ასომთავრულში: ბერძბულია, მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ქართული ასომთავრული დამწერლობის გრაფიკა დიდად განსხვავდება ბერძნულისაგან. ბერძნულ მონუმენტური დამწერლობის ჩამოყალიბება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდებოდა (ხუთი – ექვსი საუკუნე) დასავლეთის ყველა ერი დამწერლობის ბერძნულ–გრაფიკული სისტემით სარგებლობს, გამონაკლისია ქართული დამწერლობა. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართული მონუმენტური დამწერლობა შექმნილია ერთ დროს და ერთ დროულად.

ქართული დამწერლობა

ქართული დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობაა, რომელიც ქართული ენის ჩასაწერად გამოიყენება; ქართული ანბანი გამოიყენება სამწერლობო ტრადიციების არმქონე ქართველური ენებისა და დიალექტების ჩასაწერადაც; დროგამოშვებით ქართულ დამწერლობაზე დაფუძნებულ ანბანებს იყენებდნენ აგრეთვე კავკასიის არაქართველური ენებიც, მათ შორის აფხაზური და ოსური ენები.

ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი დღეს საკამათოა; არ არსებობს ერთიანი მოსაზრება შემქმნელისა და შექმნის თარიღის შესახებ. მკვლევართა ნაწილი ქართულ ანბანს წინაქრისტიანული, წარმართული ხანით ათარიღებს, ნაწილი კი მის ადრექრისტიანულ ხანაში შექმნის თეორიას ემხრობა.

შექმნიდან დღემდე ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი საფეხური გამოიარა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. დადგენილია, რომ ნუსხური ასომთავრულის შემდგომი განვითარების შედეგია, მხედრული კი — ნუსხურისა. მხედრული დღეს საყოველთაო გამოყენებისაა, ასომთავრული და ნუსხური კი მხოლოდ საეკლესიო ლიტერატურის ჩასაწერად იხმარება.

ასომთავრულში 37 გრაფიკული სიმბოლო იყო, თუმცა ისინი ზუსტად ვერ ასახავდნენ ძველი ქართული ენის ბგერით შედგენილობას; ნუსხურში ანბანს „უ“ ბგერის აღმნიშვნელი ასო დაემატა, რამაც ნაწილობრივ შეავსო ასომთავრულის ეს ხარვეზი. მოგვიანებით, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:

  • ჱ — ჰე
  • ჲ — იოტა
  • ჳ — ვიე
  • ჴ — ხარი
  • ჵ — ჰოე

თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული…).

დღევანდელი ქართული ანბანი შეიცავს 33 ასოს და სრულად შეესაბამება ქართული ენის ფონეტიკურ სისტემას. ქართველური მეტყველებებისა და კავკასიის არაქართული ენებისათვის დამახასიათებელი ბგერების ჩასაწერად გამოიყენება აგრეთვე დამატებითი ასო-ნიშნებიც.

ასომთავრული ანბანი

ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია ნეკრესის წარწერები(სავარაუდოდ ჩვ.წ.აღ III ს),nekresil

Davatis_stela
დავათის სტელა
bolnisi
                                  ბოლნისის სიონის წარწერები

დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა,V—VI საუკუნეების პალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. 

მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები.

asomTa1ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები,წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯ  ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:

an

რევაზ  პატარაიძის აზრით კი, “ჯ” ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ– , ბერძნული ხი – Χ  და ლათინური იქსი – Χ).

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ქართული ანბანი სამ ანბანურ ჯგუფს აერთიანებს:

  1. სემური ანბანური ჯგუფი (21 ასო-ნიშანი „ან“-დან „ტარ“-მდე);
  2. ბერძნული ანბანური ჯგუფი ( 4 ასო-ნიშანი –Ⴗ, ფ, ქ, ღ);
  3. ქართული ანბანური ჯგუფი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ,ჳ, ჯ);

მათი მიხდევით ქართულ ანბანში ასო-ნიშნები შვიდეულებად ჯგუფდება (21 = 3X7 და 14 = 2X7); 

უ ანბანს ორ – „უცხოურ“ და ქართულ  ჯგუფებად დავყოფთ, ვნახავთ, რომ სემურ-ბერძნული ანბანური ჯგუფი („ანი“-დან „ქან“-მდე) 28 ასო-ნიშანს შეიცავს და 4 შვიდეულს ქმნის, ხოლო ქართული 1 შვიდეული  ცალკე რჩება.

ანბანში 21 ასო-ნიშანის სახელწოდებას საფუძვლად „ან“ (შუმერული ერთმარცვლიანი ლოგოგრამა) მარცვალი დაედო:

  1. ან                         14. ინ
  2. ბ-ან                      15. ვ-ინ
  3. გ-ან                      16. შ-ინ
  4. თ-ან                     17. ჩ-ინ
  5. კ-ან
  6. მ-ან
  7. ჟ-ან                     18. ენ
  8. ს-ან                     19. ზ-ენ
  9. ქ-ან
  10. ღ-ან                    20. ონ
  11. ც-ან                    21. დ-ონ.
  12. ხ-ან
  13. ჯ-ან

არ“ შუმერული სიტყვით სახელდებულია შემდეგი 7 ასო-ნიშანი:

  1. -არ, 2. ჭ-არ, 3. ყ-არ, 4. ფ-არ, 5. ტ-არ, 6. პ-არ, 7. ნ-არ.

განსხვავებულია დანარჩენი 7 ასო-ნიშნის სახელდების პრინციპი:

  1. ჱ ე                  5. ძ-ილ
  2. ჲ ე                  6. წ-ილ
  3. რაე

4. ჳე                     7. ლ-ას

ასე რომ, ასო-ნიშნების სილაბური სახელდების პრინციპიც მათ შვიდეულებად ჰყოფს და ეს უმიზეზოდ არ ხდება.

ანბანის 35 გრაფემა სულ 5 შვიდეულს შეადგენს.  ამ შვიდეულებში სხვადასხვა მარცვლოვანი სახელდების ასო-ნიშნები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ან, ონ, ენ, ინ                              არ                             ე, ილ, ას

I – 7                                         I –                             I –

II – 4                                       II – 1                         II -2

III – 3                                     III – 2                        III – 2

IV – 4                                     IV – 2                          IV – 1

V – 3                                       V – 2                           V – 2

ანბანში ასო-ნიშნების სახელდებისა და დაჯგუფების ასეთი პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში ძველი ქართული წარმართული კულტურის ასტრალური ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, მეტონის 19-წლიანი ციკლი, პითაგორული საიდუმლო ცოდნა და ოქროს კვეთის საიდუმლო. ასე რომ, ქართულ ასომთავრულ ანბანში განცხადებულია მათემატიკური, ასტრონომიული და კალენდარული მიღწევები.

რიცხვი 7 უძველესი დროიდან ყველა ხალხებს წმინდა რიცხვად მიაჩნდათ. იგი თავდაპირველად მთვარის რიცხვი უნდა ყოფილიყო. 7 დღე მთვარის ერთი ფაზაა, ხოლო ოთხი შიდეული მთვარის ოთხი ფაზა, ანუ მთვარის სრული ციკლია. მთვარის წმინდა რიცხვს ქართულ ანბანში მთვარის ღმერთის წმინდა ცხოველის იდეოგრამა-აკროფონი  ჳ – „ არ“ აცხადებს, მისი რიგითი ნომერია 34, ხოლო მისი რიცხვითი მნიშვნელობაა 7.000, რაც იგივე წმინდა რიცხვი შვიდია.  პითაგორიანული მოძღვრებით ათეული იგივე ერთეულია, ათი სრულყოფილი ერთობაა, სრულყოფილი ერთია. 34 სამი ათეულისა და ოთხი ერთეულის ჯამია, ასე რომ „ არ“-ის წმინდა რიცხვი შვიდია.

ქართულ ანბანში სულ 3, 4 და 5 შვიდეული ცხადდება, ეს რიცხვები პითაგორიანული მართკუთხა სამკუთხედისა და პითაგორიანული კვადრატული ჰარმონიის რიცხვებია.

ცნობილია ძველი აღმოსავლეთის ასტრალური პანთეონის ტრიადა –  სინ-მთვარე, შამაშ-მზე და იშთარ-ცისკრის ვარსკვლავი.  უძველეს შუმერულ პანთეონში „ან“ ცის ღმერთს ნიშნავს და უპირველესი ღმერთია, უფრო გვიან ბაბილონურ ხანაში „ან“ ცის ღმერთს „სინ“ მთვარის ღმერთი ენაცვლება და მათი შერწყმა ხდება. ქართულ ანბანის პირველი ასო-ნიშანი „სინ“ ღმერთის ძველ შუმერულ სახელს  („ან“)  ატარებს. „ან“-ის  გრაფიკულ გამოსახულებაში   რკალი მთვარის იდეოგრამაა, ზედა ხაზის მნიშვნელობა კი ასტრონომიულად მთვარის ცაზე სრბოლის ზემო მიჯნა უნდა იყოს. ქართული ასომთავრული „ან“ ასტრონომიულად სავსე, ბადრი მთვარის საშუაღამო კულმინაციაა. ქართულ ანანში „ან“-ის რიგით პირველია, რაშიც იგულისხმება, რომ მთვარე პირველ ცაზეა.

ქართული ასომთავრული ანბანის მე-4 ასო-ნიშანი  „დონი“ მზის ღვთაების იდეოგრამაა ( – წრე, წრეზე დასმული ჯვარი), თუ ასეა, იგი მზის ღვთაების აკროფონიც უნდა იყოს, ანუ მზის ღმერთის სახელიც „დ“- ბგერით უნდა იწყებოდეს. უძველეს საქართველოში მზეს „დღე“ ეწოდებოდა. მაგალითად, დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს. ქართულ წარმართულ ტექტებში (ხუცობანი, სადიდებელთა) ღვთაებათა ტრიადის მეორე წევრია დღე დღესინდელი ე.ი. მზე. „დონ“ ანბანში რიგით მე-4 ასო-ნიშანია, რაშიც იგულისხმება, რომ მზე მეოთხე ცაზეა.  წარმართულ საქართველოში მზის ემბლემა იყო თვალი, ხოლო მზის წმინდა რიცხვი – ცხრა. ქართულ მეტყველებაში დღემდეა შემორჩენილი გამოთქმები: „მზის თვალი“, „ცხრათვალა მზე“ და სხვ. ამიტომაც ასომთავრულ ანბანში რიგით მეცხრე ასო-ნიშნად „თან“ თვალის იდეოგრამა-აკროფონი ზის.

ტრიადის მესამე წევრის – ცისკრის ვარსკვლავის იდეოგრამა-აკროფონი არის „ცან“ გრაფემა. მისი რკალური მოხაზულობა  გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ცისა და ცის კარის აღმნიშვნელია. იგი იწყებს ქართული ანბანის უკანასკნელ შვიდეულს, რაც მთვარის უკანასკნელი ფაზაა. თუ „ან“ ცის ღმერთადაა დასახული, უკანასკნელ შვიდეულში იგი თავის ციურ მოძრაობას ასრულებს. იშთარი (ინანა) ანუ ცისკრის ვარსკვლავი იყო ასული ცის ღმერთისა, ანუ „სინ“-ისა (მთვარის ღვთაება) და დედოფალი ცისა. ცისკრის ვარსკვლავის გამოჩენა უკანასკნელი შიდეულის პირველ გრაფემად იმის მომასწავებელია, რომ სრულდება მთვარის სრული ციკლი და ანბანი დასასრულს უახლოვდება.

„ღან“ გრაფემა ყველაზე მეტად საკრალური გრაფემაა ქართულ ანბანში. მას „ღ“ ფონემის მნიშვნელობა აქვს, ასე რომ აკროფონულად ღმერთის სახელის აღმნიშვნელია.

ქართულ წარმართულ პანთეონში მნათობ ღვთაებათა ტრიადის გარდა არსებობდა კულტი დიდი ღმერთისა, ქვეყნის შემოქმედისა. აღმოსავლეთ საქართველოში მისი სახელი იყო მორიგე ღმერთი, ხოლო დასავლეთში – ხოშა ღერმეთ (დიდი ღმერთი), იგი იყო დამბადებელი ღმერთი, ცისა და ქვეყნის მბრძანებელი. იდეოგრაფიულად „ღან“ ასო-ნიშანი თაღოვანი კარია , იგი უხილავი ღმერთის ღვთის კარია, მისი სამყოფელია და ამდენად „ღან“ უხილავი ღმერთის იდეოგრამა-აკროფონია.

ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში სულ შვიდი იდეოგრამა-აკროფონია:

Ⴀ–  ან – მთვარის ღმერთი (ცის ღმერთი);

Ⴃ – მზე – ღმერთი „დღე დღესინდელი“;

Ⴇ – თვალი მზე – ღმერთის ემბლემა;

Ⴖ – ღვთის კარი (უხილავი ღმერთის სამყოფელი);

Ⴚ – ცისკარი (ასული ცის ღმერთისა, დედოფალი ცისა);

Ⴞ – ხარი – მთვარის ღმერთის ემბლემა;

Ⴟ– ჯვარი – ანბანის დასასრულის ნიშანი.

ნუსხური დამწერლობა

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ნუსხურ ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (Ⴔ, Ⴕ). ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:ႭჃ

anbani2

ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრული დამწერლობა

ნუსხურის საფუძველზე იქმნებოდა მხედრული, ასევე ოთხხაზოვანი სისტემის დამწერლობა, რომლის უძველესი ძეგლები XI საუკუნიდან გვაქვს. ისინი ცხადყოფენ, რომ დამწერლობა გაცილებით ადრეა შექმნილი, რადგან ასოები ძალიან დახვეწილი და სრულყოფილია. სამწუხაროდ, რა დროიდან არსებობს მხედრული დამწერლობა, ჯერ კიდევ უცნობია.

X-XI საუკუნეების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს ნუსხურიკუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს ალექსანდრე ცაგარელი და ივანე ჯავახიშვილი არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა XIV საუკუნისათვის ყალიბდება. დღეს მკვლევარები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის X-XI საუკუნეებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.

უძველესი ძეგლია ბაგრატ IV-ის შიომღვიმის შეწირულობის წიგნი, რომელიც 1058 წლით თარიღდება და იმავე ბაგრატის ოპიზის სიგელი – 1060-1065 წლებისა.

bagratis sigeli
ბაგრატ IV–ის სიგელი, XI საუკუნე

ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.

მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები(მაგალითად:  ll.

ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.

qarTuli anbani, asomTavruli, xucuri,mxedruli

თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა. ძველად კი 38 იყო, შემდგომში, ენის რეფორმის დროს, ხუთი ასო ამოიღეს – ეს ასოებია: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. თუმცა  ლოცვების წიგნებში და ღვთის მსახურებაში დღესაც გამოიყენება, რადგან ლოცვები ძველ ქართულ ენაზეა შედგენილი.

წყარო:http://www.wikiwand.com

         http://www.blog.esoteric.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი