უცხო ენის კარგად შესასწავლად რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მობილიზება და მონდომებაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ რომლიმე ენის შესწავლას. ჩვენს დროში  ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, უკვე შესაძლებელია, რომელიმე ცენტრის  სასწავლო კურსი ან/და მასწავლებელის გარეშე, სრულიად უფასოდ თავად, საკუთარ თავზე მუშაობით, შეისწავლო სასურველი ენა. უყურეთ ფილმებს და ვიდეოებს უცხო ენაზე,  მოუსმინეთ მუსიკას, იკითხეთ წიგნები და აკეთეთ სხვადასხვა გრამატიკული დავალებები, რაც უნარებს აუცილბლად გაგიუმჯობესებთ და საუბრისათვის მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

გთავაზობთ რამდენიმე web  საიტის, რომლებიც დაგეხმარებიან უცხო ენის შესწავლაში და მის გაუმჯბესებაში:

http://www.bbc.co.uk   – ამ ვებ-გვერდზე საკმაოდ მდიდარი მასალაა განთავსებული ინგლისური ენის შესასწავლად.

https://www.duolingo.com   – ვებ-გვერდზე თავმოყრილია წერითი დავალებები და კარნახით შესასრულებელი სავარჯიშოები. ვებ-გვერდზე განთავსებული ლექსიკონის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში ერთი კურსის დასრულების შემდეგ 2000 ახალი სიტყვა გეცოდიენებათ.

http://www.goethe-verlag.com ეს ვებ გვერდი ცემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო. აქ განთავსებულია სხვადასხვა ენის სასაუბრო დიალოგები და თამაშები, რაც ლექსიკის გამდიდრებაში და საუბრის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

http://learnenglish.britishcouncil.org/en – ამ გვერდზე განთავსებულია სასწავლო მასალა დაგეხმარებათ ინგლიუსრი ენის წერითი და მეტყველებითი უნარების გაუმჯობესებაში.

http://list-english.ru– ამ რუსულ ვებ გვერდზე  ინგლისური ენის შესასწავლად წიგნები და მასალები განთავსებულია, როგორც პატარებისათვის, ასევე მოზრდილებისა და დიდებისათვის .

http://www.learnenglish.de –  ვებ გვერდზე განთავსებულია ინგლისური ენის სასწავლო მასალა. საინტერესო დავალებები და თამაშები დაგეხმარებათ მასალის უკეთესად ათვისებაში.

http://polyglotclub.com – ამ გვერდზე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს და გაიუმჯობესო თქვენი უნარები.

http://www.internetpolyglot.com – ვებ გვერზე შეგილიატ ისწავლოტ სხვადასხავ უცხო ენა საინტერესო დავალებების და თამაშების საშუალებით.

http://www.learnamericanenglishonline.com ეს უნიკალური ვებ-გვერდია ამერიკული ინგლისურის შესასწავლად. ვებ-გვერდზე განთავსებული დავალებები დაყოფილია 7 კატეგორიად სირთულეების მიხედვით. თითოეულ გაკვეთილში ყველა ის საკითხია გაერთიანებული, რაც ადამიანს უცხო ენის შესასწავლად სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი