– ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
– არ მყოლია
-სიყვარული?…ქალი გყვარებია?
-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
-არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
-სიმღერაში
-რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა
-ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
-მაშ,რა არის?
-არ ვიცი,როგორ გითხრა…მოწონებაა,გატაცებაა, ალბათ.ხორციელია ეგ,სიყვარული სულიერია.ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს,მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება,მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი,ამახვილებს სიყვარულს ეს.
-შეიძლება, ეგრეც იყოს,-დავეთანხმე და კვლავ ვკითხე:- არც სერიოზული გატაცება გქონია?
დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა,რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო, დაღლილი სახე ჰქონდა,მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა. მერე ისევ მოიღუშა და თქვა:
-ერთხელ… სიყვარული იყო,მგონია,ის,მაგრამ…ეჰ,დავიძინოთ შალვა.
გადაბრუნდა და აღარაფერი უთქვამს.
აღარც მე ჩავძიებივარ.

                                                               

                                                               ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი