დიალექტოლოგია ენათმეცნიერების დარგია, რომელიც სწავლობს ამა თუ იმ ენობრივ ნაირსახეობებს,  დიალექტებს, მათი ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სტილისტური თვალსაზრისით.

დიალექტი არის ამა თუ იმ ენის მეტყველებრივი ნაირსახეობა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ თუ ასაკობრივ ჯგუფში. ამისდა მიხედვით, გვაქვს ტერიტორიული, ეთნიკური, სოციალური და პროფესიული დიალექტები.

დიალექტი ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს,,მეტყველება, წარმოთქმა, გამოთქმა, საუბარი, სტილი”დიალექტის ზუსთი შესატყვისია კილო.

ენა იცვლება სივრცესა და დროში,რის შედეგადაც ჩვენ ერთის მხრივ ენის ისტორიასთან გვაქვს შხება მეორე მხრივ კი მის დიალექტურ ნაირსახეობაბთან.

დიალექტი ამა თუ იმ ენის მეტყველებრივი ნაირსახეობაა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ, ასაკობრივ ჯგუფში. ამოს მიხედვით გვაქვს  ტერიტორული, ეთნიკური, სოციალური, პროფესიული დიალექტები.

დიალექტს ახასიათებს გარკვეული თავისებურებანი, რომლებითაც ერთი დიალექტი განსხვავდება მეორე დიალექტისაგან და აგრეთვე სამწერლო ენისაგან (თუ იგი არსებობს). ამა თუ იმ დიალექტის თავისებურებებმა შეიძლება თავი იჩინოს იმაში, რომ ერთი დიალექტის გარკვეული სიტყვები არ შეგვხვდება მეორე დიალექტში, ან: სხვადასხვა დიალექტში შეიძლება ერთი და იგივე სიტყვები იხმარებოდეს, მაგრამ ისინი სხვადასხვაგვარად წარმოითქმებოდეს, ანდა ერთგვარად წარმოითქმებოდეს, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ, ან არადა ერთი და იგივე სიტყვები განსხვავებული იყოს, როგორც წარმოთქმით, ისე მნიშვნელობით; გარდა ამისა, განსხვავება შეიძლება გამოვლინდეს გრამატიკულ ფორმებში (ბრუნების, უღვლილების ფორმებში, გრამატიკული სქესების გაფორმებაში, სიტყვათა შეთანხმებაში, სიტყვათა მართვაში და ასე შემდეგ), ბგერით შემადგენლობაში, ბგერათცვლილებებში.

ავიღოთ მარტივი მაგალითი: ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით ითქმის: “მანდ არის“, („მანდაა”). ამის ნაცვლად სხვადასხვა კუთხის მეტყველებაში გვექნება: „მად არის” („მადაა”), „მაქ არის” („მაქაა”), „მადანა არის” („მადანაა”), „მაქანა არის” („მაქანაა”), „მაქანე არის” („მაქანეა”).

წყარო: http://www.dzeglebi.ge

ქართული დიალექტები