ყველა  მეცნიერული კვლევა სამი ეტაპისგან შედგება

1)ემპირიული მასალის მოპოვება, მასზე დაკვირვება და სისტემატიზაცია

2)მასალის ანალიზი-დაყოფა და მათ შორის მიმართებათა დადგენა

3) მიღებული შედეგის სინთეზი- ინტეგრცია და ინტერპრეტაცია

რაც შეეხება ენას , მისი კვლევა ხდება რამდენიმე მეთოდით

1) აღწერითი მეთოდით, ენის აღწერა ხდება იმ სახით რა სახითაც მოცემულია გარკვეულ მომენტში.

2)შედარებითი მეთოდი- მისი მიზანია გამოავლინოს საერტო ან სპეციფიკური ნიშან თვისებები ორ ან მეტ მონათესავე ენებს შორის. ქართული ენის დიალექტების შედარება ხდება სამი ასპექტით უდარდება ა) სალიტერატურო ენა ბ)სხვა დიალექტებს ან დიალექს ან დიალექტებს გ) მონათესავე ენებს

3) ისტორიული მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ენის განვითარების კანონზომიერებანი. შესწავლა ხდება არსებული წერილობითი ძეგლების ან სავარაუდო ფორმათა რეკონსტრუქციის საფუძველზე. ქართული ენის დიალექტების შესწავლისას მეტ ნაკლებად ორივე საშუალებაა გამოყენებული. განსაკუთრებით ფასეულია იმ შემთხვევაში როდესაც საქმე გვაქვს დიალექტში დაცულ არქაულ  მოვლენებთან

4) ისტორიული და შედარებითი მეთოდი უფრო ხშირად კომპლექსურად გამოიყენება. იგი გულისხმობს მონათესავე ენათა ისტორიის შესწავლას მათი შედარების საფუძველზე . დიალექტური მასალა უხვად გამოიყენება ისტორიულ-შედარებით ანალიზის დროს როგორც დიალექტური ასევე მონათესავე ენების შესწავლის პრობლემატიკასთან დაკავშირებით

5)კარტოგრაფიული მეთოდი იგი აღწერითი  მე\თოდის ნაირსახეობაა, დიალექტების ლინგვისტური გეოგრაფიის თვალსაზრისით შესწავლის დროს გულისხმობს კარტოგრაფიული პრინციპის გამოყენებას იმ ენობრივი მოვლენის ტერიტორიული გავრცელებულობის დადგენას. ამ მეთოდის მიზანია დიალექტების გავრცელების არეალის და მათი თავმოყრის ტერიტორიების დადგენა.

6) შეპირისპირებითი მეთოდის მიზანია გამოავლინოს მსგავსი ან აპეცფიკური ნიშან თვისებები ორ ან მეტ არამონათესავე ენას შორის, ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ როდესაც დიალექტების ამა თუ იმ არამონათესავე  ენის გავრცელების მომიჯნავე ტერიტორიაზე წარმოდგენიი-ზეგავლენის წარმოჩინების მიზნით. ამ ტვალსაზრისით მნიშვნელოვანია თურქული(აჭარულ მესხური) სომხური(ჯავახეთი) აზერბაიჯანული და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი