თანამედროვე ქართული ენა მდიდარია ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტებით. დღესდღეობით გამოყოფენ ქართული ენის თექვსმეტ ძირითად დიალექტს.დიალექტების გამოყოფა შეიძლება მოხდეს  

⇒ არეოლოგიური თვალსაზრისით 

⇒ ლინგვისტური გეოგრაფიის პრინციპით

⇒ ეთნიკურ- ტერიტორიული თვალსაზრისით

გეოგრაფიული თვალსაზრისით  ქართულში დიალექტების ორი დიდი ჯგუფი გამოიყოფა: აღმოსავლეთ საქართველოს  და  დასავლეთ საქართველოს დიალექტები. მათში შედის ის დიალექტებიც, რომლების დღესდღეისობით საქართველოს ფარგლებს გარეთაა გავრცელებული.

აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტი თავის მხრი იყოფა:ღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტებად და აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებად.

  • აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები:
  • ხევსურული
  • ფშაური
  • თუშური
  • მოხეური
  • მთიულურ-გუდამაყრული.

დასავლეთ საქართველოში დიალექტები გამოიყოფა ზონების მიხედვით:

  • ზემო ზონის დიალექტი:
  • რაჭული
  • შუა ზონის დილაექტები:
  • იმერული
  • ლეჩხუმური
  • ქვემო ზონის დიალექტები:
  • გურული
  • აჭარული
  • იმერხეული

ქართული დიალექტები  ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: 

  • მორფოლოგიურად; 
  • სინტაქსურად
  • ეტიმოლოგიურად; 
  • ფონეტიკურად; 
  • ლინგვისტურად. 

 ასეთი განსხვავებების მიოუხედავად, დიალექტების გამოყოფა, რა თქმა უნდა მეტნაკლებად პირობითია, რადგან ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე, თუმცა რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. მაგ: ინგილოური, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი, რომელზეც ა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ.

წყარო:ქართული ენის დიალექტოლოგია, ბესარიონ ჯორბენაძე