კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. დღევანდელი ადმინის-ტრაციული დაყოფით კახეთში შედის: ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს რაიონები და თბილისის გარეუბანი. კახელები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ თიანეთის რაიონში. კახური ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტთაგანია და სხვა კილოებთან შედარებით ყველაზე უფრო ახლოს დგას ქართლურთან. იგი ქართლურთან ერთად საფუძვლად დაედო ახალ ქართულ სალიტერატურო ენას.
კახეთი იყოფა: გარეკახეთად (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყად (მდ. ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთად (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხრად (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). მიუხედავად ფართო გავრცელებულობისა, კახური მეტყველება ძირითადად ყველგან ერთნაირია; გამოიყოფა სამი კილოკავი: გარეკახური, შიგნიკახური და ქიზიყური. ქიზიყურის სახელწოდებით ცნობილია სიღნაღისა და ნაწილობრივ დედოფლისწყაროს რაიონების მოსახლეობის მეტყველება. დანარჩენი კილოკავებისაგან განსხვავებით, ქიზიყური მეტყველებისათვის დამახასიათებელია არქაული მოვლენებიდიალექტადაც მიიჩნევენ.

გავრცელების არე

კახური დიალექტი კახეთის ძირითადი მოსახლეობის მეტყველებას წარმოადგენს და გავრცელებულია თბილისის გარეუბნის, საგარეჯოს, კაჭრეთის, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და წითელწყაროს რაიონებში, ნაწილობრივ თიანეთის რაიონში. 

კახური კილო (გარეკახური კილოკავი):
ეხლა დაიწყო ობოლმა: მამაჩემსაო ბევრი ფუტკარი ჰყვანდაო; დილითაო, მიდიოდა ის ფუტკარიო, ითვლიდაო და საღამოთი მოდიოდაო, ითვლიდაო: ხო არაფერი დააკლდაო. ერთ დროსაო, რო მოიდა ფუტკარი, დათვალა, ერთი ფუტკარი დააკლდა, წავიდა მამაჩემი, ეძება, ეძება… ის ფუტკარი დეეჭირნათ და გუთანში შეებათო. გემეეშო ის ფუტკარი მამაჩემს; დასიებოდაო კისერიო ძალიან უდიურათ, მამაჩემმა გაუჭრა იმ ფუტკარს კისერიო, იმ ფუტკრის კისერზე ამოიდა ერთი დიდი კაკალიო, იმაზე შემოჯდა ფრინველიო და იმ კაკალსა სჭამდაო.
მამაჩემმა ერთი ბელტი წამოუსვაო და იმ კაკლი კენწერზე სამი დესეტინა მიწა გაიმართაო… ვხნამდით, ვთესამდით იმ კაკლი კენწერზედაო. ყანა გვედგაო. ერთ დროს მუშა წავასხითო და ყანას ვმკიდითო კაკლის კენწერზედაო. ზაკუშკობამდი ყანა მკეს მუშებმაო… (ჩაწერილია არნ. ჩიქობავას მიერ საგარეჯოს სოფსაბჭოს სოფ. მარიამჯვარში 1923 წ. – იხ. კრებული „არილი”, გვ. 81).

წყარო: http://www.dzeglebi.ge

          http://armazi.uni-frankfurt.de