ინგილოური დიალექტი

ინგილოური დიალექტი

0
1767

დღევანდელ საინგილოს დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კახეთი ესაზღვრება, სამხრეთით – მდ. აგრიჩაი, აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით – კავკასიონის მთაგრეხილი. ტერიტორიულად მოიცავს 3 497,5 კვ. კილომეტრს.
IV-V საუკუნეებში ჰერეთი საქართველოს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენდა, ხოლო XI საუკუნიდან კახეთის სამეფოშია. XV საუკუნიდან სახელწოდება “ჰერეთი” საისტორიო წყაროებში თანდათან გაქრა, იგი კახეთის ორგანულ ნაწილად იქცა. XVII-XVIII საუკუნეებში ჰერეთი არაერთგზის აოხრდა ლეკთა თარეშისა და შაჰ-აბასის ლაშქრობების შედეგად. შემდეგ კი რუსეთ-თურქეთის დავის საგანს წარმოადგენდა. 1921 წლიდან ს.ორჯონიკიძის “დამსახურებით” საინგილო აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცა.

გავრცელების  არე

საინგილო შედგება კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებისაგან და თხუთმეტიოდე სოფელს აერთიანებს: კაკი (კახ-ინგილო), ალატემური, მუშაბაში, ქოთუქლუ, თასმალლუ, ზაგანი, ყორაღანი, ყიმურრუ, ქეშხუთანი, ხარაბთალა, ბახთალა, ალიაბათი, მოსული, ენგიანი და ითითალა.
საინგილოში ქართველებთან ერთად ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების ხალხი: წახურელები, ხუნძები, აზერბაიჯანელები, რუსე-ბი, სომხები. ბუნებრივია, აღნიშნულ ენებთან ურთიერთობამ ქარ-თულ მეტყველებას თავისებური დაღი დაასვა. გავლენა იგრძნობა ყველა დონეზე: ფონემატურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ, ლექსიკურ სისტემებში.

ინგილოთა მეტყველება განიყოფა ორ კილოდ: ალიაბათურად და კაკურად (ამ კილოებზე მოლაპარაკეთ ხშირად ურთიერთგაგე-ბინებაც კი უჭირთ); ჰერულ დიალექტებზე მეტყველებენ 12 სოფელში; აქედან, კაკურად – კახის რაიონის 7 სოფელში (კახ-ინგილო ანუ კაკი, ალათემური, მეშაბაში, ალიბეგლო, ქოთუქლო, თასმალო, ზაგამი), ალიაბათურად – ზაქათალის რაიონის 3 სოფელში (ალიაბათი, მოსული, ენგიანი) და ბელაქნის რაიონის ერთ სოფელში (ითითალა); თერთმეტივე სოფელი აზერბაიჯანშია. ინგილოთა ერთი სოფელი – სამთაწყარო – დედოფლისწყაროს რაიონ-შია.
ტერიტორიულად ქართული სოფლები ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულია, რაც უთუოდ განაპირობებს მათ შორის ქართული მეტყველების საგრძნობ განსხვავებას (გრ. იმნაიშვილი). “ერთიანი (საყრდენი) ეროვნული ენისგან თითქმის სრულმა მოწყვეტამ, სარწმუნოებრივმა სხვაობამ, სხვაენოვანი მოსახლეობის მოძალეობამ შედეგად ის იქონია, რომ არც ერთ სხვა ქართულ კილოს არ ახ-ასიათებს კილოკავებად, თქმებად, ქცევებად ისეთი მრავალფეროვანი და მკვეთრი დანაწილება, როგორც ინგილოურს” (ბ.ჯორბენაძე).

ინგილოური კილო (ზაქათლის მხარეს, აზერბაიჯანი):
ერ ქეჩი (=თხა) ყოფილ, სამ წიკო (=თიკანი) ჰყოლი. ანწლი ქოხ გაEკეთები, წიგ წიკოებ დაEყრი, თუთან ტყეში წასულ ბალახ მააზოვნელა (=მოსაძოვრად) (2), შულებიბეით (=შვილებისთვის) კი ჰუთქომ:
„შულებო, წავალ, ბალახ მოვზოვნი, დავბრუნდებ, ზუზუებით ზეს მოგიტანყ, ქებით – ბალახს, ჩემ მოსულიანჟა (=მოსვლის ჟამამდე, მოსვლამდე) ყარ მინამს (=კარი ვინმეს) არ გაუღოთ. ქეჩისაზოვნელა წასულ. წიკოებს ქოხი კარებ, ფენჟრებ მაგრა დაუკლუტიაყ (დაუკეტია-ყე=დაუკეტიათ), შიგ დამდგარან… (ჩაწერილია მოსე ჯანაშვილის მიერ, – იხ. „ძველი საქართველო”, ტ. II, 1911-13 წ., განყოფილება IV, გვ. 189).

დამატებითი ინფორმაცია

წყარო :http://www.dzeglebi.ge

         http://kartvelianlinguistics.blogspot.com