გეოგრაფიული აღწერა

თუშეთის ისტორიული მხარე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. იგი მთლიანად მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით – დაღესტანი (რუსეთის ფედერაცია), სამხრეთით – კახეთი, დასავლეთით – ისტორიული ფშავი და ხევსურეთი. საეთო ფართობი 825 კვ. კმ. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი თებულოსმთაა (4492 მ), ყველაზე დაბალი (1490 მ) – მდინარე თუშეთის ალაზანი (ანდის ყოისუ) დაღესტნის საზღვართან.
სამხრეთ საზღვარი გადის კავკასიონის მთავარი ქედზე, პატარა ბორბალოს მთიდან (3313 მ) მწვერვალ შავიკლდემდე (3578 მ), დასავლეთის – აწუნთას ქედზე, პატარა ბორბალოდან თებულოსმთამდე (4492 მ).  ჩრდილოეთის – თუშეთის ქედზე, თებულოსმთიდან დიკლოსმთამდე (4285 მ), ხოლო აღმოსავლეთის – ახათლისა და ბუციბაცის (სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) ქედებზე, რომელთა შორის მიედინება მდინარე თუშეთის ალაზანი.

tusheti
გარდა იმ ქედებისა რომლებიც თუშეთის საზღვრებს წარმოადგენს, იგი ორად იყოფა პირიქითა ალაზნის (მაკრატელას) ქედით, რომელიც აწუნთას ქედიდან იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და მდინარეების პირიქითა ალაზნის და თუშეთის ალაზნის შესართავთან მთავრდება. ქედის უმაღლესი წერტილია მთა ცივა (3380 მ).
თუშეთში ორი ძირითადი მდინარეა თავისი მრავალრიცხოვანი, მცირე თუ საშუალო, შენაკადებით. ეს მდინარეებია თუშეთის (გომეწრის) ალაზანი და პირიქითა ალაზანი, რომელებიც ერთმანეთს უერთდებიან და შემდეგ დაღესტანში ანდის ყოისუს სახელითაა ცნობილი. თუშეთის ალაზნის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადებია – ხისოს ალაზანი (ჭანჭახოვანისწყალი), წოვათისწყალი, ორწყალი და სხვ. ზემო დინებაში პირიქითა ალაზანს ქვახიდისწყალი ჰქვია. პირიქითა ალაზანს ძირითადი შენაკადებია – ლაროვანისწყალი, დიდი ხევი. ქვახისდისწყლისა და ლაროვანისწყლის შესართავიდან მდინარეს პირიქითა ალაზანი ჰქვია.
თუშეთში ტბები ძალიან ცოტაა და ზომითაც პატარებია. მათგან აღსანიშნავია ორეთის (უძირო) ტბა, რომელიც შედარებით ადვილი მისასვლელია.

oretis-tba
რადგანაც თუშეთი მაღალმთიანია მას ცივი კლიმატი აქვს. წლის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუსია. თოვლი, დასახლებულ პუნქტებში, შეიძლება სექტემბერშიც მოვიდეს და ივნისამდე გასტანოს. ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსზე ქვემოთ დაეცეს და ამ შემთხვევაში მდინარეებიც იყინება. წლიური ნალექი 1000 მმ–ს აღემატება და ძირითადად თოვლის სახით მოდის.
ალპურ ზონის ქვემოთ, ხეობები უმთავრესად ტყითაა დაფარული. ეს სახეობებია: ფიჭვი, ცაცხვი, არყის ხე (ალპურ ზონასთან ახლოს, დომინირებს), ჭნავი, ბოკვი, მურყანი, ვერხვი და სხვ. თუშეთი მდიდარია ალპური მდელოებით სადაც ზაფხულში თუშები ცხვრებს აძოვებენ. აქ ბევრია სათიბი, სადაც მაღალი ხარისხის თივა მიიღება.

ცხოველებიდან აღსანიშნავია: ჯიხვი, თხა, ვაცი, ირემი, დათვი, მგელი, აფთარი, მაჩვი, მელა, კურდღელი. სამივე ალაზანში არის კალმახი. თუშეთში ქვეწარმავლებიდან გვხვდება შხამინი გველიც, რომლის ნაკბენი არაა სასიკვდილო.

თუშეთის თემები

დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო და დიკლო, ბოჭორნა და ა.შ

dsc_0359
ზემო ომალო(კესელოს ციხეები)

ზემო ომალო(კესელოს ციხეები)

dsc_0774
ქვემო ომალო

ქვემო ომალო

dsc_0424
დართლო

დართლო

dsc_1222
დიკლო

დიკლო

dsc_0721
ბოჭორნა (ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი ზღ.დ 2345მ)

ბოჭორნა (ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი ზღ.დ 2345მ)

shenaqo
შენაქო

შენაქო

ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს. 

dsc_0711
დოჭუ

დოჭუ

თემები

დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი “მთათუშეთი” არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.

ზოგიერთი ქართველი მეცნიერები თუშეთს ოთხ თემად ჰყოფს, ზოგიც რვად.

ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე თუშეთს ყოფს რვა თემად. ესენია: გომეწარიივანაურთაპირიქითა (აღმა), სამციხი,ჩაღმაწოვათაჭანჭახოვანიხეცურთა. ეს დაყოფა განსხვავდება ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათიას აღწერისგან, სადაც ოთხი თემია მოცემული: პირიქითა, ჩაღმა, გომეწარი, წოვათა. განსხვავება იმაშია, რომ გიორგი ბოჭორიძე ამ თემებს კიდევ ყოფს ნაწილებად

გიორგი ბოჭორიძე თუშეთში XX დასაწყისში იმყოფებოდა (უფრო ადრე, ვიდრე იმოგზაურა მაკალათიამ) და რათქმაუნდა წარმოადგენს მხოლოდ საბოლოო დაყოფას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული ყოფილიყო სხვადასხვა საუკუნეებში.

გომეწარის თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ორივე მხარეს, წოვათისწყლის შესართავიდან ბეღელასხევის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ალისგორი,ბიქუ[]რთაგუდაანთადადიკაურთა (დადუკურთა), ვაკისძირივერხოვანივეძისხევი,კოკლათაჯვარბოსელი.

ივანაურთას თემი მთლიანად მოიცავს მდ. ორიწყალის ხეობას, თავისი ყველა შენაკადით. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: გოგრულთა (გორულთა), ვესტმოვესტომთასაბუესაჩიღოლო.

პირიქითას (აღმა) თემი მთლიანად მოიცავს პირიქითა ალაზნის ზემო დინების (სოფელ ჭეშომდე) ხეობას თავისი განშტოებებით და შენაკადებით (ლაროვანისწყალი, ქვახიდისწყალი…).თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბასობოჭორმა (გამქრალი სოფელია, ჩაღმას თემის ბოჭორმაში არ უნდა აგვერიოს), გირევიდაქიურთანაკუდურთაუქა (გამქრალი სოფელია), ფარსმაჭონთიოჰეღო

სამციხის თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას სოფელ ჭეშოდან სოფელ ჩიღოს ჩათვლით (შავი-ქვიშის ქედამდე). თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: დანოდართლო,კვავლოჩიღოჭეშო.

ჩაღმას თემი მოიცავს პირიქითა ალაზნის ხეობას მარცხენა მხარეს სოფელ ჩიღოს (შავი-ქვიშის ქედის აღმოსავლეთით) ქვემოთ, სანამ შუერთდება თუშეთის ალაზანს. თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს, მდინარეების – ორიწყალისა და ხისოს ალაზნის შესართავებს შორის და თუშეთის ალაზნის მარჯვენა მხარეს, ხისოს ალაზნის შესართავიდან ვიდრე შეუერთდება პირიქითა ალაზანს. და საბოლოოდ ანდის-ყოისუს ხეობა მთლიანად, დაღესტნის საზღვრამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: აგეურთაბოჭორმადიკლოიბცოხი,ომალოქუმელაურთაშენაქოცოკალთა,ჭერო.

წოვათას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის და წოვათისწყლის ხეობებს, ვიდრე მდინარეები ერთმანეთს შეუერთდებოდეს.  თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ეთელთა,ინდურთამოზართასაგირთაშავწყალი()წარო.

ჭანჭახოვანის თემი მთლიანად მოიცავს ხისოს ალაზნის ხეობას, განშტოებებით. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ნაციხვარიჟველურთაშტროლთაჩიგლაურთახახაბო,ხისო.

ხეცურთას თემი მოიცავს თუშეთის ალაზნის ხეობის ორივე მხარეს, ბეღელასხევის ხეობიდან და შესართავიდან, მდინარე ორიწყალის შესართავამდე. თემი მოიცავს შემდეგ სოფლებსა თუ ნასოფლარებს: ბეღელაბუხურთადოჭუილიურთა.

გარდა ამ სოფლებისა ცნობილია კიდევ სხვა სოფლებიც (ნახსენებია სხვადასხვა წყაროებში), მაგრამ მათი მიახლოებითი (თემი) ადგილმდებარეობაც კი უცნობია. ასეთებია მაგ.: ნადირთა დანაზართა. ასევე ზოგიეთი სოფელი რომელიც მთლიანად გამქრალია (მაგ. უქაბოჭორმა…). ცნობილია მათი თემობრივი კუთვნილება მაგრამ ჯერ–ჯერობით უცნობია თუ სად მდებარეობდნენ ზუსტად და საერთოდ თუ არსებობდნენ. ამაში გასარკვევად არქეოლოგიური გათხრებია აუცილებელი.

ისტორია

თუშეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ძალიან ცოტა მასალაა. დაწყებული ძველბერძნულიდან, დამთავრებული XVII საუკუნით, არსებული წერილობითი წყაროები მხოლოდ ზედაპირულ, ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან თუშეთის შიგა მოწყობაზე – ეთნოგრაფია, სამართალი, ადმინისტრაციული წყობა თუ სხვა. ცნობილია მხოლოდ თუ რომელ ომებში, როდის და რა სახით მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებითი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მათი წარმომავლობის შესახებ (ეს საკითხი ჯერაც არ ითვლება გადაწყვეტილად). ასევე ცნობილია მათი სხვადასხვა სახის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, საერისთავოებთან თუ თემებთან. შემდეგ, XVIII საუკუნეში ვახუშტი ბაგრატიონის მოღვაწეობამ ცოტა გაამდიდრა მონაცემები თუშეთის შესახებ. სამწუხაროდ არც ეს ინფორმაცია წარმოადგენს საფუძვლიან და მრავალმხრივ კვლევას. ზოგ შემთხვევაში უხეში შეცდომებიცაა დაშვებული. საქართველოს სამეფოს რუსეთის იმპერიაში შესვლიდან, XIX საუკუნე, იწყება შედარებით უფრო სანდო, ფაქტობრივი მასალის მოგროვება, მაგრამ არც ამ დრომ შემოგვინახა სამეცნიერო კვლევის დონეზე შესრულებული აღწერა.
მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, ერთმანეთის დამოუკიდებლად, იმოგზაურა ორმა მკვლევარმა და შეეცადა მეცნიერულად აღეწერა ეს მხარე (დღეს არსებული ყველა ნაშრომი ეყრდნობა ან ერთი–ერთზე იმეორებს ამ ორი მკვლევარის ინფორმაციას. განსაკუთრებით ეს ეხება ტოპო– და ჰიდრონიმებს, ფოლკლორს და ეთნოგრაფიას, ნაწილობრივ არქიტექტურასაც). ეს ორი მკვლევარია: სერგი მაკალათია და გიორგი ბოჭორიძე. დღეს, მათ მიერ შეგროვებული და დამუშავებული მასალა უპირველესი წყაროა ამ საკითხით დაინტერესებულთათვის, იქნება ეს სპეციალისტი თუ მოყვარული. ეს მასალა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მათ მიუსწრეს თუშეთის იმ მგომარეობას როდესაც ის ძირითადად არ იყო დაცარიელებული, ან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის თაობა რომელსაც ახსოვდა ზოგიერთი სოფლების დაცარიელების ისტორია და იქ მცხოვრები ხალხის ვინაობა (გვარები, სახელები, ისტორიები, თქმულებები და სხვა). განსხვავებით XVIII–XIX საუკუნეების მასალებისგან, მაკალათიას და ბოჭორიძის მოგზაურობისას ბევრი რამე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი (მაგ. ზოგიერთი სოფელი საერთოდ განადგურებული იყო ისე, რომ მათი მხოლოდ ზოგადი ადგილმდებარეობა, რომელიღაც ხეობაღა, დგინდებოდა).
მაკალათიამ მოასწრო და გარდაცვალებამდე ბოლომდე მიიყვანა თავისი ნაშრომი, რომელიც წიგნად, მისივე სიცოცხლეში გამოიცა. ეს პირველი გამოცემა შეიცავდა უამრავ წვრილმან შეცდომებს, რომლებიც ბოჭორიძემაც მიუთითა. შეცდომები შემდეგ გამოცემებში, მაკალათიას გარდაცვალების შემდეგ გასწორდა. რაც შეეხება ბოჭორიძეს, მან სამწუხაროდ ვერ დაასრულა თავისი ნაშრომი და საბოლოო სახე ვერ მისცა წიგნს. დარჩენილი მასალები 90–იანი წლების დასაწყისში დაამუშავა ნანული აზიკურმა და წიგნად გამოსცა. ამ წიგნს არა აქვს ისეთი დასრულებული სახე როგორიც სერგი მაკალათიას „თუშეთს“, მიუხედავად იმისა რომ მასში მეტი ეთნოგრაფიულ–ფოლკლორული მასალაა მოგროვილი და მთელ რიგ შემთხვევებში ფაქტობრივი ინფორმაციითაც (ტოპონიმები, ძეგლთა და გვარების ჩამონათვალი) უფრო მდიდარია.

თუშეთი საუკუნეების მანძილზე იყო თავშესაფარი ბატონებისგან გამოქცეულ ყმებისთვის, მეფის სამსახურისთვის თავის ასაცილებლად ან რელიგიური თუ პოლიტიკური შევიწროვების დროს. აგრეთვე იგი ასრულებდა ქართული კულტურისა და გავლენის ავანპოსტის როლს ჩრდილო კავკასიაში, როგორც მეფეებისთვის ასევე მრავალი თავადისთვის. გახიზვნის პროცესი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, ხელს უწყობდა ქართველი ტომების შეჭრას და გაძლიერებას ჩრდილო კავკასიაში.

IV-VII საუკუნეებში, ჩრდილო კავკასიაში ხაზარები ბატონობდნენ. ამ პერიოდში ქართველი მეფეები და თავადები ცდილობდნენ შეკრულიყვნენ ჩრდილო–კავკასიელებთან და ერთიანად ეწარმოებინათ თავდაცვითი ომები ხაზარებთან. ქართლის მეფეები ძურძუკთა ასულებსაც ირთავდნენ, გადმოჰყავდათ მათი მეომრები და ასახლებდნენ სამეფოს ჩრდილო საზღვარზე. ამ საუკუნეებში მოხდა პანკისის ხეობაში ძურძუკების, ხოლო თუშეთში  წოვა–თუშების ჩამოსახლება. (ესენიც ძურძუკთა ტომს ეკუთვნოდნენ). წაროს (წოვათის თემი) აკლდამებიდან ამოღებული ნივთების შედარების შემდეგ გაირკვა რომ ეს სოფელი VIII-IX სს დასახლებული იყო. ამ გადმოსახლების მიზეზი შეიძლება ძურძუკეში (ჩეჩნეთ–ინგუშეთი) მოსახლეობის სიჭარბე იყო. შედეგად ნაწილი გამოეყო მათ და თუშეთში გადმოვიდა, ზოგი კახეთშიც (პანკისში) კი ჩამოვიდა.
ადმინისტრაციულად თუშეთი, საუკუნეების მანძილზე, კახეთის სხვადასხვა საერისთავოებში შედიოდა.
ძურძუკეთში აღმოჩენილია ქართული ტაძრები. მათ შორის თხაბა–ერდის 830 წლით დათარიღებული ქართული ტაძრები. ეს იმას ნიშნავს რომ IX საუკუნეში ქრისტიანობა ძველ ჩეჩნეთზე გავრცელდა. კერა საიდანაც ქრისტიანობა გავიდა ჩეჩნეთში თუშეთი იყო. ე.ი. სულ მცირე IX საუკუნეში თუშეთი უკვე ქრისტიანულია.
XV საუკუნემდე მატიანეებში არანაირი ცნობა არ არის თუშეთის შესახებ.
კახეთის მეფე გიორგის I (1471–1492) მეფობის დრო თუშები აღარ ემორჩილებოდნენ მეფეს, მაგრამ ეს განდგომა დიდხანს აღარ გაგრძელებულა და ლევან II (1520-1574) თუშეთი ისევ შემოიმტკიცა: მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მან თუშებს ალვანის ველები უბოძა საძოვრებად. სამაგიეროდ თუშებს კახეთის მეფისთვის ბეგარა უნდა ეხადათ და ლაშქრითაც დახმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში. ამ საძოვრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხვარე თუშებისთვის. 1658 წ. სპარსეთის შაჰმა კახეთის მმართველად სელიმ–ხანი დანიშნა. ამან საშიშროება შეუქმნა თუშების მეცხვარეობას, რადგან ლევან მეფის ნაბოძები ალვანის ველები ბახტრიონ–ალვანის ფარგლებში შედიოდა და იქ სელიმ ხანმა თათრები ჩაასახლა. როდესაც ერწო–თიანეთის–არაგვისა და ქსნის ერისთავებმა სელიმ ხანის წინააღმდეგ გაილაშქრეს მათ თუშებიც შეუერთდნენ. შედეგად ქართველებმა აიღეს ბახრტიონი და სელიმ–ხანი გააქციეს. თუშებმა კი ზამთრის საძოვრები დაიბრუნეს.
დაქვემემდებარების მიუხედავად, რომელიც ყოველთვის ნომინალური იყო, თუშეთი არ გასცდენია თემურ წყობილებას. იმ დროსაც კი როდესაც თუშეთი რომელიმე საერისთავოში შედიოდა, თემის შიგა საკითხებს მთლიანად ხევისბერები წყვეტდნენ, ხოლო საერთო საკითხები კი სათემო ყრილობაზე წყდებოდა. ეს სათემო შეკრება ყოველთვის სოფელ ჩიღოში ხდებოდა, სადაც არის თუშების საერთო სალოცავი – ლაშარის ჯვარი (იგივე სახელის ხატი არის ფშავშიც და მთიულეთშიც).
თუშები ფშავ–ხევუსრებთან ერთად თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძეს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაშიც მონაწილეობდნენ და 1657 წელს მოსკოვში თავისი წარმომადგენლები, ხევისბერები, გაგზავნეს.
XVII-XVIII საუკუნეებში თუშები ძალიან ზიანდებოდნენ, როგორც ლეკებისგან ასევე სპარსელებისგან. მეფე დავით III–ის (ლეკების ბელადი ამ დროს იმამ-ყული-ხანია 1703–1722 წწ) დროს დროებითი ზავი იყო კახეთსა და ლეკებს შორის, მაგრამ თუშებმა ეს ზავი დაარღვიეს და დაესხნენ თავს ლეკებს და დიდძალი ნადავლით დაბრუნდნენ. ამაზე აჯანყდა იმამ–ყული–ხანი და მოინდომა თუშების დატყვევება, მაგრამ საბოლოოდ დავით III თუშებს მხოლოდ ნადავლი დააბრუნებინა.
თეიმურაზ II და ერეკლე II მეფობის ხანაში თუშეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როგორც დაღესტნის მოსაზღვრეს. ამას ყურადღებას აქცევდნენ კახეთის მეფეები და ბეგარისგანაც კი გაანთავისუფლეს თუშ–ფშავ–ხევსურნი. ერეკლე II ხშირად სტუმრობდა თუშ–ფშავ–ხევსურეთში და შედეგად მთიელებს უყვარდათ კახეთის მეფეები. მას თავის გარემოცვაშიც კი ჰყავდა თუშ–ფშავ–ხევსურნი.
მეორეს მხრივ თვითონ თუშები ერეკლე  II–ში ხედავდნენ როგორც ძალას ლეკებისგან თავდაცვისათვის. ამასთანავე კახეთში მდებარეობდა თუშებისთვის საციცოხლო მნიშვნელობის ალვანის ზამთრის საძოვრები.
1757 წელს სამეფო სიგელით ალვანის ველები სამუდამო ხმარებაში გადაეცა თუშებს. ამ სიგელში ეწერა რომ აიკრძალებოდა კახეთში ამ მიწებზე რაიმეს აშენება თუ სახნავ–სათეს მიწებად გადაქცევა, რაც უზრუნველყოფდა თუშებისთვის საძოვრების ხელშეუხებლობას. ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია ბახტრიონელებში, ფშაველებში და ლალისყურელებში, რომლებსაც ნაწილობრივ ამ ტერიტორიებზე სახნავ–სათესები უკვე ჰქონდათ. დაიწყო მოპარვა გატაცება თუშებსა და ბახტრიონელებს, ფშაველებს და ლალისყურელებს შორის. საქმე ძალიან გართულდა და მხოლოდ მეფის ჩარევის შემდეგ მოხერხდა დამშვიდება.
საძოვრების სამაგიეროდ თუშები ერეკლეს ყველა ომში მონაწილეობდნენ და ყველაფერში მხარს უჭერდნენ მას. მათ თავი ასახელეს ასპინძის ასევე ომარ–ხანთან ბრძოლაში.
მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის იმპერიაში შევიდა თუშებს მდგომარეობა დაუმძიმდა. ჩრდილო კავკასიელები გააფთრებით ებრძოდნენ რუსეთს, თუშები კი მათი წინააღმდეგი იყვნენ, რადგანაც კახეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ისინი კი კახეთს ემორჩილებოდნენ.
თუშები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ შამილთან და დაღესტანთან ბრძოლებში. ისტორიულად ისინი ძალიან შეწუხებული იყვნენ ლეკებ–ჩეჩენ–ინგუშებისგან და ამიტომ მათაც აწყობდათ ეს გალაშქრებები. შამილს თავიდან დამეგობრება უცდია და დიპლომატიური მოლაპარაკეკებიც უწარმოებია, მაგრამ ვერ შეთანხმდა თუშებთან და ხათილ მუხამა გამოაგზავნა თუშების დასასჯელად. მათ ეს ბრძოლა მოიგერიეს დიდი ზარალით უკან გააბრუნეს ხათილ მუხამა. მოგერიების მიუხედავად თუშები ძალიან შეწუხებული იყვნენ შამილისაგან და ისინი გადასახადს მაინც უხდიდნენ მას.
მას შემდეგ რაც შამილი დაატყვევეს ლეკებ–ჩეჩენ ინგუშები აღარ ესხმოდნენ სამხრეთ კავკასიელებს. ერთის მხრივ თუშებმა ამოისუნთქეს და შედარებით გამდიდრდნენ. მათ ბევრი ცხვარი გაუჩნდათ და შედარებით მშვიდ გარემოში ცხოვრობდნენ. ამავე დროს რუსეთის ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში დაიწყო თემური წყობილების მოშლა, რაც უარყოფითად აისახა მთლიანად საქართველოს მთიანეთზე, მათ შორის თუშეთზეც. აირია ადათ წესები, წყობა, სამართალი.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა მთის მოსახლეობის გეგმობრივი ჩამოსახლება ბარში. ამ წლებიდან იწყება საქართველოს მთიანეთის დაცარიელება, რათქმანუდა თუშეთისაც. ნელ–ნელა დაიკარგა თუშური კილო და ხელოვნება. სულ უფრო მეტი სოფელი გაუკაცრიელდა და მივიწყებულ იქნა ტოპონიმიკა – ღელეების, მთების, სოფლების, ადგილების და ა.შ.

არქიტექტურული ძეგლები

არქიტექტურული ძეგლების მხრივ თუშეთი მდიდარია. რადგან არ არსებობს პირდაპირი ინფორმაცია მათ შესახებ (წარწერა, ისტორიული წყარო და ა.შ.) ძეგლების დათარიღება სტილისტურად და სხვა არაპირდაპირი ხერხით ხდება. გარდა სოფელ წაროს აკლდამებისა, თუშეთში არსებული ყველა შემონახული ძეგლი აშენებულია არა უადრეს XVII საუკუნისა.

dartlo-akldamebi

წაროს აკლდამებში ნაპოვნი ნივთები მიუთითებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ დროინდელი შენობები არაა შემონახული. XVII საუკუნის ძეგლი რამოდენმეა თუშეთში, XVIII საუკუნისა საკმარისად ბევრი, ხოლო ყველაზე მეტი XIX–XX-სი. სტილისტურად პირიქითა ალაზნის ხეობის კოშკები და აკლდამები ძალიან გავს ჩეჩნეთ–ინგუშეთისა და დაღესტნის ამავე დროის ძეგლებს, მაგრამ ჯერაც ბოლომდე გაურკვეველია თუ ვისი აშენებულია ეს შენობები: თუშეთიდან გავიდა ეს სტილი ჩეჩნეთ–ინგუშეთსა და დაღესტანში, თუ პირიქით.

dsc_0012

ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა ცნობა იმის შესახებ, რომ ფარსმისა და გირევის კოშკები ქისტ მამა–შვილს აუგია.

dsc_0579

ასეთივე ტიპის ცნობებია შემონახული დაღესტანში და ჩეჩნეთ–ინგუშეთში. ძირითადად 6 ტიპის ნაგებობა შეიძლება გამოვყოთ: საომარი ანუ თავდაცვითი კოშკი, საცხოვრებელი ციხე–კოშკი, საცხოვრებელი სახლი, ხატი ანუ სალოცავი, ეკლესია და აკლდამები. თუშეთში რამოდენიმე ათეული კოშკია (მათ შორის დანგრეულებიც), საკმაოდ ბევრია სახლები და აკლდამები.

ეკლესია სულ 5–6. ეს ციფრი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ჩაითვლება თუ არა ეკლესიად ესა თუ ის ნანგრევი. ერთადერთი თაძარი, რომელიც შემორჩენილია სრული სახით სოფელ შენაქოშია.

dsc_0218

რაც შეეხება სალოცავებს ისინი ყველა სოფელშია, ზოგში რამოდენიმე. არის აგრეთვე ხევსურების სალოცავები, რადგანაც სხვადასხვა ეპოქაში ხევსურები ნებით თუ ძალდატანებით ჩამოსულან თუშეთში და თავისი სალოცავებიც აუგიათ. შემდეგ როცა ისინი ბრუნდებოდნენ ხევსურეთში ეს სალოცავები თუშებისა ხდებოდა, მაგრამ ხალხში მუდამ ამბობდნენ რომ ეს სალოცავი ხევსურებისააო.

img_0224

ზოგჯერ დღესასწაულებზე ხევსურები გადმოდიოდნენ და ლოცულობნენ თავის სალოცავებში. თუშების საერთო სალოცავი ლაშარის ჯვარია რომელიც სოფელ ჩიღოში მდებარეობს. ამავე სალოცავში წყდებოდა თუშების საერთო საკითხები. ყველაზე მეტი კოშკი პირიქითა (აღმა, სამციხი) თემშია, რადგანაც იგი ესაზღვრება ჩეჩნეთს და ეს მხარე საჭიროებდა ყველაზე მეტ დაცვას. ასევეა ჩაღმაშიც რადგან ჩაღმას თემი დაღესტანს ესაზღვრება.

ტრადიციები

თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.

თუშეთში შემორჩენილია ტრადიციები, რომლის მიხედვითაც თუშეთში ღორის ხორცის ნაწარმის ატანა და მითუმეტეს ჭამა, ხოლო ხატების ტერიტორიაზე ქალების შესვლა არ შეიძლება.

თუშებისთვის განსაკუთრებულია რელიგიური დღესასწაულები.  საკულტო დღეობების ციკლი-ათნიგენობები აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია “შულტა”, სოფლის მიერ არჩეული ჯვარის ყმა.

xato img_6358

გართობისა და ლხინის გარეშე  ათნიგენობა არ ჩაივლის. თუშური დღეობა ტრადიციული ლუდის გარეშე წარმოუდგენელია. დღეობისათვის ლუდი  სპეციალურად იხარშება და მას თუშები ალუდს ეძახიან. ამ ალუდით დღეობაზე მისულ ყველა სტუმარს სიამოვნებით უმასპინძლდებიან.

აქაური დღეობები დოღის გარეშე  არასდროს მთავრდება. ულამაზესი სანახავია როგორ მოაქროლებენ ცხენებს მხედრები თუშეთის მთებზე.

დღესასწაული ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალს წარმოადგენს, რომელშიც განსაკუთრებული სიხარულით ერთვებიან ადგილობრივი თუ სტუმრად ჩამოსული ბავშვები. ყველაზე პატარები საღებავითა და ფუნჯით თანამედროვე, ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან ამ ადგილებში გავრცელებულ ფიქალზე.

ქალები დახელოვნებულები არიან, ქსოვასა და ნაბდისა და თექის თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი “ჩითები”, ნაბდის ქუდი და ქეჩები.

დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე და თუშები ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი.

თუშური სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულების განუყოფელი ელემენტია მუსიკა, გარმონზე შესრულებული ქართული მელოდიები. თუშური სიმღერების სევდიან ტონალობასა და მგზნებარე ქორეოგრაფიულ პლასტიკაში აღბეჭდილია ისტორიის მძიმე ქარტეხილებში გამოვლილი ხალხის სულიერი დრამა და ცხოვრების სიძნელეებისადმი შეუპოვრობა.

გუდის ყველი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. თუ უცხოელი ბრძანდებით და ეს საოცრება ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველი თვისებებით ფრანგულ როკფორს ჰგავს, ოღონდ ცისფერი ობის გარეშე. გირჩევთ სასწრაფოდ ამოხვიდეთ თუშეთში და დააგემოვნოთ.

მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი “გუდის ყველის” სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, “გუდაში” ხდება.

თუშური ყველის გარდა განთქმულია ხინკალი (ხორცის გულიანი მოხარშული კვერები), კოტორი (ხაჭაპური), ხავიწი და სხვ.

ფლორა და ფაუნა

მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწისქართული ნაგაზის სამშობლოა.

თუშეთი

dsc_0891

nagazi

თუშეთის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აქ მცენარის 1062 სახეობა გვხვდება. დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატი უმეტესწილად კავკასიური ფიჭვით (Pinus kochyana) არის წარმოდგენილი. ფიჭვნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1700-2000 მ-ზე და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 15000 ჰა-ს მოიცავს.

 

თუშეთი

სიმაღლის მატებასთან ერთად ფიჭვნარს არყის ხეები ენაცვლება. ზღვის დონიდან 1700-2400 მ-ის სიმაღლეზე არყის ტყეებია, ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მეჭეჭიანი და ლიტვინოვის არყნარის სახეობები (აქ ტანბრეცილი არყის ხეებიცარის წარმოდგენილი).

dsc_0155თუშეთი dsc_0044ტანბრეცილი ტყეები უმთავრესად ლიტვინოვის არყისგან არის შექმნილი. თუმცა მას ზოგან რადეს არყიც ერევა. ფართოფოთლოვანი ტყეების საერთო ფართობი 1400 ჰა-ს არ აღემატება. სუბალპურ ტყეებს კი ჯამში 6200 ჰა უკავია. ტყის ზედა ქვესარტყლი 1650 მ-დან 1900 მ-მდე ვრცელდება. სუბალპური ტყეები კი 1700 მ-დან 2600 მ-მდეა წარმოდგენილი.

საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობები

თუშეთის ეროვნული პარკიდან საქართველოს “წითელ ნუსხაში” 2 მერქნიანი სახეობაა შეტანილი რადეს და შავი არყები.
ბალახოვანი 8 (Allium otschiauriae Tscholokaschvili, Erysimum subnivale Prima, Ficaria varia Otschiauri, Galeopsis nana Otschiaur, Jurinea exuberans ( Trautv. ) Sosn, Pimpinella schatilensis Otschiauri, Rosa irysthonica Manden, Tragopogon otschiaurii Kuthatheladze) სახეობა კი ეროვნულად მოწყვლად კატეგორიად არის შეფასებულია.

ენდემური სახეობები

პარკი გამოირჩევა ენდემური მცენარეული სახეობების სიმრავლით.

თუშეთის ეროვნული პარკის ფლორის 230 სახეობა კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 %- მეტი), ხოლო 11 სახეობა – საქართველოს ენდემია. საქართველოსა და ლოკალური ენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი, შროშანი, თუშური ასკილი, თებულოს ბაია და თუშეთის მუზარადა. კავკასიის ენდემებისაგან კი: რადეს არყი, დეკა, სოსნოვსკის ფიჭვი, ლიტვინოვის არყი, ღვინა, ფურისულა და ცისთვალა.

ფაუნა

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნა 180-მდე სახეობითაა წარმოადგენილი. დაუზუსტებელი მონაცემებით თუშეთში გავრცელებულია: ძუძუმწოვრის 60, ფრინველის 120-მდე, რეპტილიერის 3, ამფიბიის 6 და თევზის ერთი სახეობა.

კავკასიონის ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა.

niamor niamori

ჯიხვის მეზობელია კავკასიის ენდემი _ კავკასიურ შურთხი, ხოლო დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო.

მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში შესაძლებელი შველის, იშვიათად კი _ ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი.
თუშეთი მდიდარია მტაცებლებით – მელასა და მგელს აქ ყველგან ვხვდებით. თითქმის მთლიან ტერიტორიაზე ბინადრობს: მურა დათვს, ფოცხვერი, კურდღელი, არჩვი, ჯიხვი.

თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მრავალფეროვანი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების _ ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. ეროვნულ პარკში ასევე მრავლად არის წარმოდგენილი: ნაძვის ნისკარტმარწუხა, რამდენიმე სახეობის კოდალა, წითელთავა მთიული, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოცია, კაკბი, ბუემი, მთის კირკიტა, კაკაჩა და პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი _ შევარდენი.

dsc_0067

თუშეთის მდინარეები კალმახითაა მდიდარი.

თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: Coronella austriaca, Vipera ursini, Lacerta sp. და სხვა, ასევე გავრცელებულია ამფიბიის ერთი სახეობა – მწვანე გომბეშო.

საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობები
თუშეთის ეროვნული პარკის ფაუნის 18 (10 ფრინველის, ძუძუმწოვრების 7 და თევზის 1) სახეობა საქართველოს “წითელ ნუსხაშია” შესული. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ევროპული მაჩქათელა, წავი, მურა დათვი, ჯიხვი, ნიამორი, ირემი, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი. იშვიათი სახეობის ფრინველებიდან კი გავრცელებულია: ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის კირკიტა, ღალღა, ველის არწივი, ძერა, სვავი და ველის ძელქორი. ამ ტერიტორიებზე თევზის  სახეობებიდან, მხოლოდ კალმახია წარმოდგენილი.

ენდემური სახეობები

ენდემური წვრილი ძუძუმწოვრებიდან თუშეთში გვხვდება: Sorex raddei, Sorex volnuchini, Myotis daubentonii Chionomys gud, Chionomys roberti, Terricola majori, Terricola daghestanicus და სხვა.
ენდემური ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.

ტურისტული ბილიკები 

წყარო:http://www.dzeglebi.ge