”თეთრ საყელოში” ძალზედ საინტერსოო პერსონაჟია ელიზბარი, ამ ადამიანს ორი სახელი აქვს, მისი ცხოვრებაც თითქოს ორაზროვანია ქალაქსა და სოფელში. ხევსურეთში მას ვაჟიკას ეძახიან, ქალაქში_ელიზბარს, რომელიც მისი ნამდველი სახელია.

ელიზბარი დაღალა ცხოვრებამ ”ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით აბორიალა.” ბოლოს თავი ”ჯურხაანთკარს ” შეაფარა, რომელიც მოწყვატეილი იყო ცივილიზაციას. იქ ყველაფერი სუფთა და უბოროტო ჩანს, გულუბრყილო, ხელუხლებელი ტრადიციებით, მხოლოდ იქ ვერ შეეღწია ”წითელ ურჩხულს”, ”არც ხელისუფლება, არც მანქანა, არც გადასახადი, არც ადგილკომი, არც ელექტრონი, არც კომკავშირი.” განსხვავებით ქალაქისაგან, სადაც ჰყავდა არატრადიციული ოჯახი, მისი ცოლი ცუცქია ელიზბარის მამაკაცურ სისუსტედ შეიძლება ჩავთვალოდ, რადგან თავის ჭკუაზე ატარებდა ქმარს, ღალატობდა, შვილიც არ გაუჩინა. ამ ყველაფერს ელიზბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთმინებით იტანდა, ქალს თავხედობას ჰპატიობდა, მაგრამ ბოლოს, მაინც, გამოამჟღავნა ქართული ხასიათი და ხათუთას გვერდით ტრადიციებზე დამყარებული ოჯახი შექმნა. ელიზბარზე ხევსურეთში გატარებულმა დღეებმა დადებითი გავლენა მოახდინა, იგი შეივსო სულიერად. ქალაქში დაკარგული გაუფასურებული ტრადიციები აღიდგინა, მივიწყებული ქართული ენა განიმტკიცა და ისევ ჩაება ქალაქის ორომტრიალში, რომელზედაც ამბობს :”ბრძოლის ველი ქალაქშია და ომსაც იქ მოვიგებთ ან დავმარცხდებით. მომხვდურს დედა ციხეში უნდა დაუხვდე, მე კი იქედან გამოვიქეცი და დავიმალე.” აქ იგრძნობა მწერლის მთავარი სათქმელი, რომ უქმად ჯდომა არ არის გამოსავალი, ტრადიცია და ცივილიზაცია ერთმანეთს ისე უნდა შეეზავოს, არც ერთმა გადასწონოს და არც მეორემ, როცა ისინი სრულ ჰარმონიაშია, მაშინ შედეგსაც გამოიღებს. ამ ნაწარმოებიში წარმოდგენილი ელიზბარის სახე ასოცირდება მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიის ბევრ დეტალთან, მწერალი რევოლუციური ხელისუფლების მხრიდან სასჯელის აცილების მიზნით ბევრჯერ წავიდასამშობლოდან, ასევე ცხოვრობდა სხვა სახელიტაც, მაგრამ უკანვე ბრუნდებოდა და ახალ_ახლი ხერხებით ცდილობდა მათთან დაპირისპირებას, ღირსეულად ებრძოდა დიქტატორულ რეჟიმს და არ ეშინოდა ”გაწითლების.” ამიტომ აღსანიშნავია ერთი ფრაზა, ამავე ნაწარმოებიდან, რომელიც გვესახება ცხოვრების ფორმულად:”ყოველივე რიალურიც, ამქვეყნიურიც, მძიმეა და მწვავე ამიტომ გაურბიხარ მას, ამიტომ ემალები და გგონია, ვითომ მართლა გაექეცი და სიზმარეთში ცხოვრება უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა_ვერსად წახვალ!_და თვითონ გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრავს, დაგაგონჯებს გაგაგიჟებს.. ამითომ სჯობია, რომ შენვე დაუბრუნდა სინამდვილეს, რეალურს.” ამავე რომანში ერთ_ერთი გამორჩეული მთავარი მოქმედი პირია ჯურხა, რომელიც ტრადიციების დამცველად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ სიჭაბუკის ჟამს ჯურხა ბედმა თბილისში აცხოვრა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც, სბოლოოდ იგი მაინც თავის მიყრუებულ კუთხეს დაუბრუნდა და ”ისიც კი არ ეტყობა, რომ თელავში ყოფილიყო, თორემ თბილისში ყოფნას და ევროპულ განათლებას ვინ დაუჯერებს! დღევანდელი კულტურა ქალაქის მტვერივით ჩამოირეცხა.” ძველისძველი წეს_ჩვეულებების სიკერპით დამცველ ჯურხას ”უწმინდურივით სძულდა და ეზიზღებოდა ქალაქი.” ამ სიძულვილს რამდენიმე მთავარი მიზეზი განსაზღვრავდა. პირველი და უმთავრესი მათგანი ისაა, რომ ქალაქელობა ჯურხას ცნობიერებაში გაიგივებულია ზნეობრივ გადაგვარებასთან და ათასგვარ ადამიანური მანკიერების გამოვლინებასთან. მეორე უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ იგი მასში ეროვნული გადაგვარების საფრთხეს ხედავდა. მისი შეფასებით, ” ქართველმა თეთრი საყელო რომ გაიკეთა, რჯულიც სხვისი მიიღო.” ამიტომაცაა, რომ მას ”ჯანსაღი ველურობა” ურჩევნია ”განათლებულ გადაგვარებას.” გარე სამყაროსაგან, ცივილიზებული ქვეყნისაგან ჯურხას უკუქცევა ერთი უმთავრესი მიზეზითაცაა გამოწვეული_მისი მკვეთრედ უარყოფითი დამოკიდებულებით რევოლუციისადმი. ”იმ ქვეყანასთან,” ქალაქთან კავშირ_ურთიერთობა იმიტომაც აშინებს, რომ ამას ”გაწითლება”, ”წითელ უღელში შებმა” მოჰყვება, რაც მისი ღრმა რწმენით, უდუ\იდესი ეროვნული უბედურებაა. ამიტომაც იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ სოფელში ”წითელი ეშმა” არ შევიდეს. ამავე მიზეზით ეწინააღმდეგება ის განათლებასაც, რომელიც ”ხევსურებსაც ქართველებსავით დაალპობს, გადააშენებს, წითელ რჯულზე გადაიყვანს.” ასე, რომ ჯურხას ცნობიერებაში ცივილიზაცია და რევოლუცია, ფაქტობრივად, ერთმანეთთან გაიგივებული ცნებებია. (ა, ნიკოლეშვილი, ”ნარკვევები მე_20 საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიიდან”, გამომცემლობა ”მოწამეთა”, ქუთაისი, 1994 წ.) ამ ორი პერსონაჟის აღწერით, როგორიცაა ჯურხა და ელიზბარი მწერალმა, გამოკვეთა რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ფეხდაფეხ შემოჰყვა ცივილიზაცია. ეს გარდაქმნები , როგორც ჩანს ძალზედ მტკივნეული აღსაქმელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისათვის, ძველი ტრადიციების ფონზე მათ გაუჭირდათ ახალი ცხოვრების რიტმში ჩაბმა. ან უნდა ეცხოვრათ ისე, როგორც ცხოვრობდა ელიზბარი, ან უნდა დასდგომოდნენ ჯურხას .

ავტორმა ამავე რომანში ორი რადიკალურად განსხვავებული ქალი დაუპირისპირა ურთიერთს, როგორიცაა ცუცქია და ხათუთა. მათ შორის უდიდესი კონტრასტია, როგორც ვიზუალური ასევე შინაგანი. ერთი ტანმორჩილი ქალია, სუსტი, ხოლო მეორე_ერთიანად სავსე და ძლიერი. ცუცქია იმდროინდელი გადაგვარებული ქართველი ქალის სახეა, არატრადიციული, რევოლუციურ გარდაქმნას თავისი უარყოფითი კვალი დაემჩნია ვერც ქართულ ენას ფლობდა გამართულად და ვერც რუსულს, ”ერთს, რომ ქართულად იტყოდა, ორს რუსულს დაურთავდა,” მაგრამ ისეთი მოხერხებული აღმოჩნდა, სრულიად შემთხვევით და იოლად მოახერხა ტრადიციულ ოჯახში გათხოვება. ქალთა კუბის წევრი იყო და ქმარს მუდმივად თანასწორობაზე ესაუბრებოდა. ”თანასწორობა სავსებით განახორციელა.” სახლს არასოდეს ალაგებდა, სამსახურს თავი დაანება და ქმრის კმაყოფაზე ცხოვრობდა, შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ ელისბარს არასდროს ეუბნებოდა სად ან ვისთან დადიოდა. ღალატსა ახერხებდა და არასასურველი სტუმრაბის მიღება_გასტუმრებასაც. ცუცქია უნაყოფო ხე იყო, შვილის გაჩენა არ უნდოდა, ბავშვი ზედმეტ ტვირთად მიაჩნდა და ეშინოდა მშობიარობას არ გადაჰყოლოდა, ამიტომ ეგოიზმით შეპყრობილმა ქალმა მუცელი მოიშალა. რადიკალურად განსხვავებული სახეა ხათუთა, ცუცქიას მეტოქე, ტრადიციების დამცველი ხევსური ქალი. ის მამაცი, გამძლე, დედაკაცია. ხევსურული ადათის მიხედვით იქაური ქალები ბოსელში მშობიარობენ, რადგან ქალი მოლოგინების პერიოდში უწმინდურად ითვლებოდა და მასთან მიკარება ყველას ეკრძალებოდა, შესაბამისად იქაური ქალები, ბოსელში მარტო მშობიარობდნენ, ხათუთაც არ ღმოჩნდა გამონაკლისი, სიცივესა და ყინვაში იქ იმშობიარა და ელიზბარს მემკვიდრე აჩუქა. ”ხათუთას სიტყვა ”თანასწორობაც ” არ გაუგია.. დედამთილს საქმეს ”მშიერი მგელივით” სტაცებდა ხელიდან, სულ იმის ფიქრში იყო მეუღლისთვის, როგორ ესიამოვნებინა. ამ ორი ქალის დაპირისპირებით მიხეილ ჯავახიშვილმა დაგვანახა, რომ ქართველმა ქალმა არ უნდა დაკარგოს პირვანდელი სახე და არ დაემსგავსოს უნაყოფო ხეს, რომელსაც მომავალი არა აქვს. ქალთა პერსონაჟებიდან მოთხრობაში ”დამპატიჟე”, ძალზედ საყურადღებო სახეა მაკინე. ავტორი აქ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალის ბუნებას, ის გაუნათლებელია, ბევრი არაფერი გაეგება ამ ქვეყნის, არც სამართალი უნახავს ოდესმე, მაგრამ ქალური ალღო ჰკარნახობს, მაინც გრძნობს, ”რომ სამართალი მუდამ სტყუის საქმესთან.”როცა მათ ქონებას მოწილე გამოუჩნდა, მოსავალი გაუნახევრა, ქალი შეუცდინა და სამართალი არსად სჩანდა, მან მაინც, იპოვა გამოსავალი და შემდეგი რამ გათვალა, მის ქმარს ასეთი გეგმა გააცნო. ქალშვილის მითხოვება განიზრახა მათ მოწილეზე:”ბაბალესაც უბედურებას ავაცდენთ და ნამუსს შევინახავთ… გარდა ამისა ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო. ბარემ ისევ ჩვენი ქალისა და იმის შვილის კერძი გახდესო..” მწერალი თითქოს აღფრთოვანებულია მაკინეს ასეთი გამჭრიახობით, მაგრამ მაინც აკრიტიკებს, როგორც ქალს…”დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. შეუჩნდება შეეპარება, სულსა და სისხლში ჩაეღვრება ბუზის ოდენას უკბენს, მერე მოჰყვება და იმ ნაკბენით მამაკაცს თავის აზრითა და ნებით გაავსებს და უთუოდ თავისას გაიტანს.” ამ კონკრეტულ მონაკვეთში ასახულია ქალის უპირატესობა, სიძლიერე, მართლაც ისე მოხდა მაკინემ ქალი თავის ჭკუაზე გადაიბირა, ოჯახს შერცხვენა აარიდა, როგორც დაგეგმა საქმეც ისე მოაწყო. მიხეილ ჯავახიშვილმა თავის შემოქმედებაში მკვეთრად ასახა პერსონაჟთა სახეების მთელი გალერეა, რომლებიც წარმოადგენენ მაშინდელი ეპოქის რეალისტურ სახეს. ჯავახიშვილი არა მარტო მწერალი, არამედ დიდი ფსიქოლოგია, რადგან კიდის_ კიდემდე იცნობს და სწვდება ადამიანთა ფსიქიკას. მის ნაწარმოებებს ფონად გასდევს მორალისტურ_ზნეობრივი საფუძვლები, ამიტომაცაა მისი გმირები ასეთი შთამბეჭდავი, თვალშისაცემი, ხოლო ნაწარმოებებში განვითარებული მოვლენები ცხოვრებისეული სიცხადით , დაუფარავადაა გაშიშვლებული და წარმოდგენილი, რაც მკითხველთათვის დამაფიქრებელი და ზეგავლენის მომხდენია.

წყარო :http://ketilebanidze.blogspot.com