ნელ ჰარპერ ლი დაიბადა  1926 წლის 28 აპრილის, მონროვილში, ალაბამას შტატში. 

იგი  ფრენსის ფინჩისა და ამასა ლის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მისი  მამა ადვოკატი და გაზეთის რედაქტორად მუშობდა მონროვილში და 1926-38 წლებში შტატის სენატორად მსახურობდა.  ჰარპერი  და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად მუდამ თავგადასავლების იმპროვიზაციით იყო დაკავებული. მონროვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარპერ ლიმ, მონტგომერიში , ჰანტინგტონის ქალთა კოლეჯში ჩააბარა , სადანაც ერთი წლის შემდეგ ალაბამას უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად. აქ მან რამდენიმე სტუდენტურ პუბლიკაციას დაწერა  და კამპუსის იუმორისტულ ჟურნალში Rammer-Jammer რედაქტორად დაიწყო მუშაობა.

ცნობილმა მწერალმა  რომანისთვის “ნუ მოკლავ ჯაფარას” 1960 წელს პულიცერის პრიზი დააჯილდა.  ის 2007 წელს ლიტერატურირის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით. 

ახალბედა მწერლის მგზნებარებით მეორე გამორჩეული   რომანია  ,,მიდი, დააყენე დარაჯი”. ნაწარმოები 50 წლის განმავლობაში დაკარგული იყო და 2015 წელს აღმოაჩინეს. იგი უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე “ნუ მოკლავ ჯაფარას”, თუმცა მოქმედება 20 წლის შემდეგ ვითარდება. 

ნელ ჰარპერ ლი გარდაიცვალა 2016 წლის 19 თებერვალს , 89 წლის ასაკში. დაკრძალულია მონროვილში, ალაბამას შტატში.

ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე

რომანი : ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird)