1. იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:

 ,,და ვითარცა მიიწინეს ხიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს:

 _ შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად

ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“.

  1. განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვები: `შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი~.
  2. ამოიწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც აღნიშნავს, რომ შუშანიკს მკვდარს გამოიტანენ
  1. ,,და გულსა ეტყოდა პიტიახში… ვითარმედ: `ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს~. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაი შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა დათმენათათვის იტყოდა, რაითამცა სათნო ეყო ღმერთსა”.
  2. განმარტეთ, რა ამოძრავებდა პიტიახშს, როდესაც `არღარავინ მიავლინა მისა~. (ციტირება

დაუშვებელია!)

  1. ამოიწერეთ დედოფლის ქცევის მოტივაციის აღმნიშვნელი სამი სიტყვა

 

  1. იაკობ ხუცესი მოგვითხრობს ვარსქენ პიტიახშისა და ვინმე სპარსის შეხვედრის შესახებ:

“და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მხურვალედ ევედრებოდა მას, რაითამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაი შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაი მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაი და კრძალულად დაცვაი…”

  1. ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომლებიც ვარსქენის განწყობილების ცვლილებას გამოხატავს.
  2. განმარტეთ, კონკრეტულად რის სათხოვნელად მივიდა სპარსი ვარსქენთან. (ციტირება დაუშვებელია!)
  1. იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:

 `…[შუშანიკთან] მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაი სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, რომელნი-იგი

მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს

ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტეისისა~.

  1. სამოელისა და იოვანეს რა ღვაწლს აღნიშნავს ავტორი? (ციტირება დაუშვებელია!)
  2. განმარტეთ, რას აღნიშნავს სიტყვები: `ნავთსადგურისა… ქრისტეისისა~.
  1. იაკობ ხუცესის თხზულებაში `შუშანიკის წამება~ ვკითხულობთ:

 ,,ხოლო ზრახვითა იყო [სპარსი] იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაი ნეტარისაი მის”.

 როგორი იყო, ავტორის აზრით, სპარსი? . (ციტირება დაუშვებელია!)

  1. იაკობ ხუცესის თხზულებაში `შუშანიკის წამება~ ვკითხულობთ:,,ვინ არ სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახვილი, არცა პყრობილებაი ქრისტეისთვის?!”

 განმარტეთ, რა ამძიმებს, ავტორის აზრით, ვარსქენის ცოდვას. (ციტირება დაუშვებელია!)

  1. იაკობ ხუცესის თხზულებაში `შუშანიკის წამება~ ვკითხულობთ: ,,და ვითარცა აღივსებოდა მეექუსეი იგი წელი საპყრობილესა მას შინა, სენი სნეულებისაი მოიწია მის ზედა და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი”.

 ამოიწერეთ ამ მონაკვეთიდან შედარება (არა უმეტეს სამი სიტყვისა).

  1. იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:

,, და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელი დამოსდიოდა ჩჩვილთა მათ ხორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭვი ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა ერთსა, რაითა წარიყვანონ წმიდაი შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს.

 დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაი დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაითამცა ჰრქუა, თუ _ ,,მტკიცედ დეგ!” _ და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაი ვერღარაი სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ რქუა:,,მტკი…”და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.”

  1. დაასახელეთ ვარსქენის თვისება, რომელიც პირველ წინადადებაში ვლინდება.
  2. გადმოეცით, რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა, ვარსქენის სიტყვით, დედოფლის დატყვევებას.
  3. განმარტეთ, რა სურვილი ამოძრავებდა დიაკვანს. (ციტირება დაუშვებელია!)
  4. განმარტეთ, რა განცდამ შეუშალა ხელი დიაკვანს საკუთარი განზრახვის განხორციელებაში.
  1. აკობ ხუცესი მოგვითხრობს:

 მაშინ წარმოიყვანეს, და მოჰყვანდა წმიდაი შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მხედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა. და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაი,სიმრავლეი ურიცხვი, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ხმაი აღემაღლა და ტიროდეს და იხახდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთვის.

  1. განმარტეთ, რის გამო ადარებს ავტორი დედოფალს `ვინმე შეურაცხთაგანს~. (ციტირება დაუშვებელია!)
  2. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რამ განაპირობა ის, რომ ,,ვერავინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად”.
  3. განმარტეთ, რის თქმა სურს ავტორს ხალხის მწუხარების ჩვენებით.
  4. განმარტეთ ამ მონაკვეთის მიხედვით, რა მიზანს ისახავს ვარსქენი.
  1. ვარსქენ პიტიახშმა ორჯერ აკრძალა შუშანიკ დედოფლის სანახავად ვინმეს შეშვება.
  1. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, როგორ მოახერხა პირველად იაკობმა სენაკში შეღწევა და ნაწამები დედოფლის ნახვა.
  2. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, როგორ მოახერხა იაკობმა ციხეში შეღწევა დედოფლის სანახავად.                                                                                                                             11.იაკობ ხუცესის თხზულებაში ,,შუშანიკის წამება” ვკითხულობთ:

 ,,და ვითარ შევედი შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ხმაი და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: `ნუ სტირ ჩემთვის, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე~. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: `მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რათა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო~. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: `ხუცეს, მაგას ნუ იტყვი, რამეთუ სისხლი ესე განმწმედელი არს ცოდვათა ჩემთაი”.

  1. განმარტეთ, შუშანიკის აზრით, რატომ არ არის სატირელი მისი მდგომარეობა (ციტირება

დაუშვებელია!).

  1. განმარტეთ, დედოფლის მიმართ ხუცესის რა დამოკიდებულება ჩანს მისსავე სიტყვებში.
  2. ამოიწერეთ ექვსი სიტყვა, რომლებშიც ჩანს, რატომ არ ეთანხმება დედოფალი იაკობს.
  1. იაკობ ხუცესის თხზულებაში ,,შუშანიკის წამება” ვკითხულობთ:

,, და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი… და მუნ შეაყენეს წმიდაი იგი. და

ჯაჭვი იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულომან

ვარსქენ ბეჭდითა თვისითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: `მე ამას მხიარულ ვარ, რაითა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო~. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: `ჰე, ჰე, განისუენე!~ მაშინ დაადგინნა მცველნი მას ზედა და ამცნო მათ, რაითა სიყმილითა მოკლან იგი.”

  1. განმარტეთ, შუშანიკის აზრით, რას მიაღწევს იგი ფიზიკური ტანჯვის გზით (ციტირებადაუშვებელია!).
  2. დაასახელეთ, ქრისტიანული რწმენის მიმართ კონკრეტულად როგორი დამოკიდებულება

ჩანს ვარსქენის სიტყვებში: `ჰე, ჰე, განისუენე!~.

  1. განმარტეთ, ბნელ სენაკში ჩამწყვდევისა და ჯაჭვის დადების გარდა, კიდევ რა ხერხს მიმართავს ვარსქენი დედოფლის საწამებლად (ციტირება დაუშვებელია!).

 

  1. გაიხსენეთ იაკობ ხუცესის `შუშანიკის წამება~.                                                             1რა მიზნით დაედევნა ჯოჯიკი ჩორს გამგზავრებულ პიტიახშს?                                            2.რა უსაყვედურა მომაკვდავმა შუშანიკმა ჯოჯიკსა და მის ცოლს?
  1. გაიხსენეთ იაკობ ხუცესის თხზულება `შუშანიკის წამება~:                                1გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რა უთხრა იაკობმა მცველს ისეთი, რომ მან გვემული დედოფლის სანახავად იგი სენაკში შეუშვა.                                                                        2რა მიზნით მივიდა ციხეში სიკვდილის პირას მყოფ დედოფალთან ჯოჯიკი?
  1. იაკობ ხუცესის თხზულებაში `შუშანიკის წამება~ ვკითხულობთ:

 ,,მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: `ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეხმარების!~ ხოლო მე ვარქუ: `ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა~. და ჩუენ-ღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაი ერთი და თქუა: `იაკობ მანდა არსა?~ და მე ვარქუ, ვითარმედ: `რაი გინებს?~ და მან მრქუა: `უწესს პიტიახში~. და მე დამიკვირდა, თუ რაისა-მე მიწესს ამას ჟამსა, და მივისწრაფე და მივედ. და მან მრქუა მე: `უწყია, ხუცეს? მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს-იგი არა ჩემი ცოლი არს. იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაიცა რაი არს~. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად, და მადლი მისცა ღმერთსა, და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა, და იპოვა ყოველი გებულად, და კუალად თქუა: `მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს”.

  1. გადმოეცით შუშანიკის სიტყვები, რომლებშიც ჩანს მისი დამოკიდებულება საერო დიდების მიმართ (ციტირება დაუშვებელია!).
  2. განმარტეთ, საიდან ჩანს, რომ ვარსქენმა იცოდა _ ხუცესი დედოფლის სენაკში იმყოფებოდა.
  3. განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვა `განკაფოს~.
  4. განმარტეთ, რა ემოცია გამოხატა შუშანიკმა მაშინ, როდესაც გაიგო, რომ ვარსქენი სამკაულებს ითხოვდა.
  5. ამოიწერეთ ვარსქენის სიტყვები, რომლებშიც ჩანს, რომ ის მეორედ არ დაქორწინებულა(არა უმეტეს სამი სიტყვისა).                                                                                                                                                                                                                                             16.იაკობ ხუცესის თხზულებაში `შუშანიკის წამება~ ვკითხულობთ:

,, ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: `ნუ სტირთ, ძმანო

ჩემნო, და დანო ჩემნო, და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიხსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით~. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათაი და დედათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი, მხედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ხიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: `შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ~. და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოით კერძო, მცირეი და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაი იგი. და ჯაჭვი იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ ბეჭდითა თვისითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: `მე ამას მხიარულ ვარ, რაითა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო~.

  1. ამოიწერეთ შუშანიკის სიტყვები, რომლებშიც ჩანს, რომ მოსახლეობა მას თანაუგრძნობს (არა უმეტეს ორი სიტყვისა).
  2. განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვა `ამბოხი~.
  3. განმარტეთ, რით ემუქრება დედოფალს პიტიახში (ციტირება დაუშვებელია!).
  4. გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რა იქნება, შუშანიკის აზრით, მისი ამქვეყნიური ტანჯვის საზღაური.
  5. განმარტეთ, შუშანიკის სიტყვებიდან გამომდინარე, რა შეიძლება ელოდეს ვარსქენს იმ ქვეყნად?

ტექსტი შუშანიკის წამება