თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტითავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსადა საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალითუყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაცცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან.
ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისასწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმკაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედდამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტოძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა დაძარცვაგლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგკერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარ-ხმლით საგერი და სატევია და არა საერთომფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიანდა თვით იმ კრებულს ჭკვათა-მყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენკაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივემნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.
ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვისთავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისადა ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვისდა ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაშიკანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავიუნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლისმიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისასჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეულიკაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავსგრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინცმოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არგავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაცარა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობასიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტომაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთითავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვსდა ყარაულად უდგა თვით კანონს.
სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიცჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენისაზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომუამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (პრუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მასეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვისკი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოსპოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაშიდააბაინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტიჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინებაუსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარიამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმაგადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომთუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთოწერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არცსასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარისსაბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანასაჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტიჰქვიან. 
სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათისგულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაციმაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდაპოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთიმანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინსიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათიერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევადა კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრეიმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავისახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აიჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენადავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვისყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდმოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურისკაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველაშეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზა გახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვისსრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.
ილია ჭავჭავაძე. თხზულებათა აკადემიური გამოცემა. ტ 9.  თბ. 1988

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი