მიძნაძორის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში, წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე.

miznazori_ruka

მიძნაძორის მონასტერი  კარჩხალას ხეობაში წყაროსთავიდან 7-ოდე კმ-ზე მდებარეობს. სოფელი ახალთა (თურქულად იენიქოი, Yenikoy, რაც რაც ქართული ტოპონიმის თარგმანია), რომლის განაპირასაც მოექცა ნამონასტრალი, ამჟამად შეადგენს სოფელ ალაბალიქის (Alabalik) ერთ-ერთ უბანს. ნამონასტრალის ადგილს უწოდებენ ქილისალარს (Kilisalar – ეკლესიები). შემონახულია ძველი სახელწოდებაც – თურქული გამოთქმით ,,მიზნაზოლ”(მიზნაზოლ). ,,მიძნაძორ/მიჯნაძორ ” სომხური წარმომავლობის ტოპონიმია და ,,შუა ხეობას” ნიშნავს. ქართულ წყაროებში უფრო ხშირად გვხვდება ფორმა ,,Miznazol” ან ,,მიჯნაძოროი”.
მიძნაძორი აშოტ I კურაპალატის დროს, IX საუკუნის დასაწყისში, დავით დიდი მიძნანძოროელის მიერაა დაარსებული. მიძნაძორი, როგორც ჩანს, თავიდანვე კლარჯეთის ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი სავანე იყო. ბაგრატ IV-ის მიერ 1054-1972 წლებს შორის გამოცემული სიგელის მიხედვით (სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ მამებისადმი) იმხანად მიძნაძორის მონასტერი ფლობდა მიწებსა და ტყეებს, რომლებიც მას უბოძეს გურგენ ერისთავთ-ერისთავმა, გურგენ მეფეთ-მეფემ, ბაგრატ-II-მ და გიორგი-II-მ. ამავე სიგელის მოწმობით, აქ ინახებოდა წმინდა ბართლომეს ნაწილები. მონასტრის ეკლესია წმინდა მოციქულთა სახელობისა იყო.

ცნობილია რამდენიმე მიძნაძორელი მოღვაწე: წინამძღვარი დავით დიდი (IX ს.), იაკობ დიდი (X ს.). სინის მთის (პალესტინა) ქართული სავანის დეკანოზი კვირიკე (X ს.).
სხვა ძეგლების მსგავსად იგიც დანგრეულა თურქთა ბატონობის დამყარების შემდეგ.

წყარო : http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/m/miznazori.html