დოლისყანის ეკლესია მდებარეობს დებარეობს ისტორიულ ნიგალში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლის (Hamamli) სამხრეთ ნაწილში.

dolisyana_ruka

გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის დროს აშენდა, მონასტერი კი მოგვიანებით დაარსდა.როგორც წარწერები გვამცნობს, ტაძარი სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, 954 -958 წლებში. დღეს სამონასტრო ნაგებობათაგან მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსულმანური სალოცავი – ჯამე იყო განთავსებული.

51559693

დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, რომლის გასაფორმებლად ოსტატს თითქმის ყველა იმ დროს ცნობილი ხერხისა და საშუალებისთვის მიუმართავს.სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ -მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ – გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ ნახევარფიგურა მედალიონში – გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ კი – ექვსქიმიანი ვარსკვლავი – დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა.

n_maris_foto1904_weli
ნიკო მარის ფოტო 1904 წ

ეკლესიის გუმბათის წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქტიტორისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: „ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ“.

dsc01818

XIX საუკუნემდე დოლისყანის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. 1888 წელს პავლინოვმა ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ინახულა დოლისყანის მონასტერიც. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ტაძარი უკვე მეჩეთად იყო ქცეული, ხოლო სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა შენობა-ნაგებობები – დანგრეული. როგორც ჩანს, მეჩეთს თავიდან მთელი შენობა ეკავა, რასაც სამხრეთის მკლავში იატაკის დონეზე გამოღებული მიჰრაბი ადასტურებს. შემდეგ კი თურქებმა ხის ფიცრებითა და ბოძებით აგებული სპეციალური კონსტრუქციით მეჩეთის იატაკი ეკლესიის თავდაპირველი იატაკის დონიდან ხუთიოდე მეტრით მაღლა აწიეს. ახალი იატაკის ზემოთ მთლიანად შეუთეთრებიათ ქართული მოხატულობა, ქვემოთ კი, პირველ სართულზე, ჯამეს ფუნქციონირების დროს ხოჯას თივის საწყობი ჰქონდა განთავსებული. სწორედ აქ, საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ. 1970-1980-იან შენობას სოფლის იმდროინდელი იმამი ილქერ დემირი უვლიდა. მისი ინიციატივით შეკეთდა სახურავი, რამაც ეკლესია შემდგომი ნგრევისაგან იხსნა. 1999 წელს ტაძარში მოქმედი მეჩეთი გააუქმეს.

dolisyana_05

dsc01816
კედლის მხატვრობა

 

dsc06653
კედლის მხატვრობა

 

წყარო და დამატებითი ბმულები :

დოლისყანა

http://saunje.ge/index.php?id=869&lang=ru

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dolisyana.html

http://www.novators.ge/pages/dzeglebi.php?id=218

 

გაზიარება
წინა სტატიაანჩის მონატერი
შემდეგი სტატიაბანა
ვებგვერდი განათლებასა და ლიტერატურაზე.