ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

ტაო-კლარჯეთი-სამშობლოს მიღმა დარჩენილი სამშობლო 

      ტაო-კლარჯეთი მხარეს ძირითადი თემების   ტაოსა და კლარჯეთის გამო ჰქვია, თორემ ეს ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიის მომცველი არეალია, რომელიც ტაშისკარიდან არზრუმამდე და ჭოროხის ხეობიდან შავ ზღვამდე აღწევს. ტაო-კლარჯეთში შედის ტაო, სპერი, კლარჯეთი, შავშეთი,ნიგალი, არტანი, კოლა, ერუშეთი, ფოცხოვი, მაჭ-ხელა, სპერი, თორთომი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ართვინის, არდაგანის, ერზრუმისა და ყარსის რაიონებში...

ათონის ივერთა მონასტერი

        ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერათა შორის ერთოვნული მწერლობის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელობა ჰქონდა ათონის სავანეს. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI_XII საუკუნეებში, ეს ივერთა მონასტერში მოღვაწე მამების  უდიდესი დამსახურებაა. მონასტერში თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძეგლები. აქ ითარგმნა...
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო ჯვრის მონასტრის დაარსება იერუსალიმში. მონასტერი ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერა იყო და დღესაც უძვირფასესი სიწმინდეა  წმიდა მიწაზე. მონასტრის მდებარეობა ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით იდგა,  ახლა კი ქალაქის...

ოშკის მონასტერი

ოშკის ტაძარი - „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (ჩამლიიამაჯ) (Çamlıyamac). ოშკი (öşvank)  ოთხ...

გელათის აკადემია

ქუთაისიდან 11 კმ–ს დაშორებით მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე გაშენებულია გელათის მონასტერი. დავით აღმაშენებლის ხანგრძლივი, დაუცხრომელი მოღვაწეობა უწინარეს ყოვლისა თურქ–სელჯუკთაგან აოხრებული ქვეყნის ჭრილობების მოშუშებისაკენ იყო მიმართული. სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, რაც "დიდმა თურქობამ" თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას, მომთაბარეებმა "დაუწყეს....უდაბნონი კლარჯეთისანი", რომლებიც...

იყალთოს აკადემია

                                                                        იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ თელავიდან დასავლეთით 7-8 კმ-ზე, სოფელ იყალთოს განაპირას. იყალთოს მონასტერი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა განმანათლებელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში. კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია: VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“, რომელიც აშენებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია გადმოსვენებული...

შატბერდის მონასტერი

    კლარჯეთის სავანეთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შატბერდი. იგი „დიდებულ ლავრად“ წოდებული მონასტერია. მისი მიწა–წყალი აშოტ კურაპალატმა შესწირა ხანთძის მონასტერს,  ხოლო შემდეგ 826 წ. ბაგრატ კურაპალატის ზეობაში 826–76 წ. გრიგოლ ხანთძელის თაოსნობით იქ აშენდა მონასტერი.    აკად. ნ.მარის სიტყვებით...

წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინაის მთაზე

სინის მთა (სინას ან სინაის მთა) ქართველთა უშორესი სამოღვაწეო პუნქტია ახლო აღმოსავლეთში.  იგი აღმართულია არაბეთის ნკ–ს დასავლეთით სინის ნკ–ს სამხ სექტორში,  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში,  იქვეა სხვა მთებიც ეპისტიმიასი,  ზერბალისა,  ეკატერინესი და სხვა. აი ამ მთიანეთში სინისა და ეპისტიმიის მთებს შუა...

ხანძთის (ხანცთის) მონასტერი

     კლარჯეთის სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ კერებს შორის საყრდენი იყო ხანძთის უდაბნოს მონასტერი, რომელიც, როგორც გრიგოლ ხანძთელის აგიოგრაფი მოგვითხრობს, ამქვეყნიური ცხოვრებისაგან გამდგარ პირთა საუკეთესო სამყოფს წარმოადგენდა. ხანძთის მონასტრის დამაარსებელის, VIII-IX საუკუნეების მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა მაშენებელის - გრიგოლ ხანძთელის -...
პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის ქართული ჩაუმქრალი სავანე ბულგარეთში

         პეტრიწონის მონასტერი XI საუკუნეში აგებული ქართული კულტურის ძეგლია საზღვარგარეთ. იგი აგრეთვე ცნობილი, როგორც ბაჩკოვოს მონასტერი.   მონასტერი ერთ-ერთია  საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებს შორის, რომელმა ღრმა კვალი დააჩინა გარდასული საუკუნეების არა მარტო ქართულ აზროვნებასა და საეკლესიო ცხოვრებას, არამედ...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც