“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”- ამონარიდები ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია
კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს,...
რანი ვართ და რანი ვიყავით – ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”
სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული ჭია...
ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”
- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
- არ მყოლია
-სიყვარული?...ქალი გყვარებია?
-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
-არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
-სიმღერაში
-რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა,...
ორი ლომის ამბავი
ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით...
ბრმების ქვეყანა
ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი...
რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისეული ჩანაწერები
,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ...