გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა
ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ.
აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ,...
“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”- ამონარიდები ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია
კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს,...
ს. მანძულაშვილი – ”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – დათა თუთაშხია
”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – ასე შეიძლაბა გამოვხატოთ დათა თუთშხიას ცხოვრების კრედო. დათა თუთშხიას მსგავს კაცებსო, ამბობს ელიზბარ კარიჭაშვილი ირაკლი ხურციძის ოჯახში გამართულ სუფრაზე, ”ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო – სასიცოცხლოდ...
გოდერძი ჩოხელი უკანასკნელი ჩანაწერი
ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული.
მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც,...
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც,დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენდაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი...
თამაზ ჭილაძე – შუშანიკის წამების შესახებ
თხუთმეტი საუკუნის წინათ საქართველოში დაიწერა რომანი – იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება”, რომელიც დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან ერთად მრავალი სხვაც, რომლებიც...
მოდი და წაიღე
ცხოვრებაში, არსებობს ისეთი სცენები ან წინადადებები, რომლებიც ოკეანეში მობინადრე ფოსფორისებური თევზების მსგავსად დაცურავენ მეხსიერების სიღრმეებში და ნათელს გვფენენ. მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ჩაიკეტებით, განმარტოვდებით, ცხოვრების ზედაპირიდან ფსკერზე ჩაიძირებით, სწორედ მაშინ მოეფინებად ნათელი ამ სცენებსა თუ წინადადებებს, ფერები გაუხასხასდებათ...
ვეფხიტყაოსნის ხელნაწერები და ბეჭდური გამოცემები
,,ვეფხისტყაოსანი „— მეთორმეტე საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა, იგი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან.
,,ვეფხისტყაოსანი" რთული ნაწარმოებია სიუჟეტის მხრივ; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა...
მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი” – განხილვა
მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი" -წაკითხვა
მიხეილ ჯავახიშვილის "კურდღელი" ღრმა ფსიქოლოგიური მოთხრობაა.მასში 26 წლის სიდონიას ისტორიას ვკითხულობთ. ქალს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. მის უფროს შვილს, ჯუანშერს, ხუნაგი დაემართა და გარდაიცვალა. მომხდარმა სიდონია შეძრა და ჭკუიდან გადაიყვანა. დედის სადარდებელს ამძიმებს შემდეგი გარემოებაც: სიდონია შვილის...
საყელოდან ფეხის წვერებამდე
ცხრამეტი წლისაა, ტანადი, დაუთოვებული საყელოდან ფეხის წვერებამდე.
სულ ისე დადის, თითქოს კათედრისკენ მიეშურებოდეს.
მასში ხედავენ მომავალ აკადემიკოსს, მომავალ სახელმწიფო მოღვაწეს. ღიმილი იცის მქრქალი, მქრქალი.
ჯერ კდიევ პირველ კურსზე უყვარდა ერთ გოგონას. იმ გოგოზე ასე ამბობდნენ, ოდრის ჰგავსო, ოდრი ჰეპბერნს. ბიჭიც თაუნაუგრძნობდა გოგოს,...