პარეხის მონასტერი ართვინის ვილაიეთში ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალის (დუგანალა) ხეობის კლდოვან მასივში, მდ. იმერხევის ჩრდ 15 კმ-ზე, ბერთას მონასტრიდან 8 კმ-ზე, სოფელ პარეხის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე მდებარეობს. IX-X საუკუნეებში პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო-სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში.

parexi_ruka

პარეხის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურ შვერილზეა განლაგებული, რომელიც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და ხეობიდან 80 მეტრის მაღლეზე მდებარეობს. კლდის ზედა ნაწილი მონასტერს ზემოდან აქვს გადმოფარებული და მას მიუვალს ხდის.

მონასტერს ერთადერთი მისადგომია ქვს დასავლეთიდან, რომლის კარიბჭეც დღეისათვის მთლიანად ჩაქცეულია. კარიბჭიდან იწყება ვიწრო და გრძელი ბილიკი, რომლის სიგანე 1,5-დან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 150 მეტრს შეადგენს. ბილიკი პარეხის მონასტერში მოღვაწე განდეგილი ბერების საცხოვრებლებისა და აქ არსებული სხვა სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიემართება.

კლდოვან მასივში სიგრძეზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსის შუაში, სატრაპეზოსთან ახლოს, ჩამოედინება პატარა ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა ცისტერნაცაა მოწყობილი. გალავანში შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორი წყლის წისქვილია, უფრო დასავლეთით კი მინდვრები და ხეხილის ბაღები მდებარეობს. გარშემო მთები დაფარულია მრავალფეროვანი მცენარეებით.

Parekhi06.09.2011 parexi2

პარეხი სსამონასტრო კომპლექსიდან დღეისათვის რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დანგრეულია. მათ შორისაა სენაკები, საკუჭნაოები და სატრაპეზო. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეისათვის შემორჩენილ ნაგებობებს შორის არის ორი, დაახლოებით პარალელურად მდგარი ეკლესია,რომლებიც ბილიკის სამხრეთითაა განლაგებული. ეკლესიები აგებულია სპეციალურად აგებულ სუბსტრაქციაზე, კლდოვან შვერილზე.

ზედა ეკლესია აგებულია გამავალი ბილიკის დონეზე და 840-850-იან წლებში. იგი წარმოადგენს მართკუთხა წაგრძელებულ დარბაზს, ზომებით 11,15X4,75მ. საშენ მასალად გამოყენებულია ადგილზე მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვა და კირი. შემოსასვლელი დასავლეთის მხრიდანა ქვს, ხოლო სამხრეთი მხარე მთლიანად ჩამონგრეულია. ქვედა ეკლესია 6 მეტრის ქვემოთ საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრაქციაზეა აგებული IX-X საუკუნეების მიჯნაზე. იგი სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.საშენი მასალა იგივეა, თუმცა ქვები უკეთესადაა დამუშავებული. შესასვლელი მასაც მხოლოდ დასავლეთიდან აქვს.

12705209_179627382412257_8890263927274743303_n 53663924

 მონასტერი ოსმალთა დაპყრობებამდე იყო მოქმედი, შემდეგ კი დაცარიელდა.

პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის„მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X საუკუნე) უსარგებლია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წერისას. მიქელ პარეხელი თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იხსენიება, როგორც მიქაელი. ცნობილია აგრეთვე მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX-X საუკუნეების მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X საუკუნე).

წყარო http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_iii_op_39_iza_otkhta_p_39_arekhi_dolisqana/2013-04-15-45

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%98