პარხალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ პარხალში,  ართვინის ვილაიეთში, დაბა იუსუფელის ჩრდილო-დასავლეთისთ 27 კმ-ზე მდებარე სოფელ პარხალთან, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე. ამჟამად ტაძარში მოქმედებს მეჩეთი.
parxali_ruka
       პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (დაახლ 973 წელს). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაი (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება”-ს, უძველესი ნუსხა (X ს-ს).
    პარხალის ეკლესიის გეგმის გარე კონტურის აბრისი ოთხკუთხედია (28,4X18,3 მ.). მოგვიანებით ტაძრის თავდაპირველ გეგმას მიუერთეს სამხრეთის პორტიკი და დასავლეთის ეკვდერი. მათ შეცვალეს ტაძრის გარე ხედი, მაგრამ ეს რადიკალურად არ მომხდარა. პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
113383966
Bareliefi_parxlis_eklesiidan_(chrdiloetis_kedeli) Parxali._bareliefi_samxretis_kedlidan Parxali._samxetis_kedeli
       ტაძარი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომლის სიგრძე ერთნახევარჯერ აღემატება სიგანეს. შესასვლელები აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, მათი ზომები თითქმის ერთნაირია. ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით – მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ (XVI ს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
     ატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი.
parxlis mra
  პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
  დღესდღეისობით ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მოხდება პარხალის რესტავრაცია და ნაწილობრივ აღდგენა. სავარაუდოდ სამუშაოები ორი წელი გასტანს და აღდგენილ პარხალში ისევ მეჩეთი იქნება.
parxali-charchoebshi
ბმულები:http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_ii_shat_39_berdi_khakhuli_t_39_beti_p_39_arkhali_berta_enirabati/2013-04-14-44
http://www.ambioni.ge/parxalis-tazari-carcoebsia
http://www.panoramio.com/photo/113383966
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი