ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა

საიდუმლო

  ორი ძაღლია, ერთი-წაბლისფერი, მეორე- ჭრელი. წაბლისფერი მსხვილია, გარუსული, ყურებდაჭრილი, კუდალა. ჭრელი- ბანჯგვლიანი, ცოტა ტანმომცრო, ძალიან ფიცხი. ორივენი მეურნეობის საღორეს ჰყარაულობდნენ. საღორის დიდი ეზო რკინის ბოძებითა და მავთულის ბადით არის შემოღობილი, ავივლი ჩემს საქმეზე, გამომიცვივდებიან ის ძაღლები, ჩამოვივლი-გამომიცვივდებიან. მიყეფენ, ზედ...

მიხეილ ჯავახიშვილი,,ჩვენი დროის ათი მცნება”

1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს. ჩვენი დროის ათი მცნება შენ ხარ...

კითხვები ,,შუშანიკის წამებიდან”

იაკობ ხუცესი მოგვითხრობს:  ,,და ვითარცა მიიწინეს ხიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს:  _ შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ". განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვები: `შენდა ეგდენ ყოფად არს ფერხითა შენითა სლვაი~. ...

ფიქრის კაცი (რეზო სირაძის ხსოვნას)

ეს კაცი ჩვენი მასწავლებელია. არა მხოლოდ ლიტერატურის - ღირსებისაც. გაგვიჭირდება მასზე ლაპარაკისას გამოვიყენოთ სიტყვა "იყო", რომელიც ამ შემთხვევაში ფერმკრთალი და დარცხვენილია. ადამიანები ბევრნაირად ამახსოვრდებათ. ბატონი რეზო (არც მოგვიხსენიებია სხვაგვარად არასდროს) არა მხოლოდ დიდი მეცნიერი-ლიტერატურისმცოდნეა, რომლის ნაშრომებსაც მრავალი თაობისათვის...

პაპა დიმო

- შვილო რეჯან, როგორა ხარ, გენაცვალოს პაპილო? - ისევ ისე... მცხელა, სიცხე მაქვს. - იქნება გინდა რამე? - არაფერი. -მაინც? იქნება ნაღები გინდა... ან მსხალი, ან ხიზილალა, ან კიდევ ფორთოხალი? - ჰო, პაპილო, ხიზილალა და ფორთოხალი. - აგრე გენაცვალოს პაპილო!.. ეხლავე მოგიტან. ნუ მოიწყენ უჩემოდ....

ბებო

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული...

მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი” – განხილვა

მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი" -წაკითხვა  მიხეილ ჯავახიშვილის "კურდღელი" ღრმა ფსიქოლოგიური მოთხრობაა.მასში 26 წლის სიდონიას ისტორიას ვკითხულობთ. ქალს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. მის უფროს შვილს, ჯუანშერს, ხუნაგი დაემართა და გარდაიცვალა. მომხდარმა სიდონია შეძრა და ჭკუიდან გადაიყვანა. დედის სადარდებელს ამძიმებს შემდეგი გარემოებაც: სიდონია შვილის...

გოდერძი ჩოხელი უკანასკნელი ჩანაწერი

 ‎ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული. მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც,...

მიხეილ ჯავახიშვილის,,თეთრი საყელო” – განხილვა

”თეთრ საყელოში” ძალზედ საინტერსოო პერსონაჟია ელიზბარი, ამ ადამიანს ორი სახელი აქვს, მისი ცხოვრებაც თითქოს ორაზროვანია ქალაქსა და სოფელში. ხევსურეთში მას ვაჟიკას ეძახიან, ქალაქში_ელიზბარს, რომელიც მისი ნამდველი სახელია. ელიზბარი დაღალა ცხოვრებამ ”ქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით აბორიალა.” ბოლოს თავი ”ჯურხაანთკარს...

მიხეილ ჯავახიშვილი “ქართული წიგნი და ქართველი მწერალი”

საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის. ასეა ჩვენშიც დღესაც. ერთის გაკვრით რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს შორეულსა და მახლობელს წარსულს, ადვილად დავინახავთ, რომ კულტურის ეს დარგიც მფარველობით შენდებოდა. სასულიერო მწერლობას ეკლესია აცხოვრებდა, საეროს...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც