შებრძანდით
  • მთავარი
  • განათლება
    • განათლების სისტემა საქართველოში
    • სასწავლო პროგრამა და კურსები
    • გამოცდები
  • აბიტურიენტებისათვის
    • სასარგებლო რჩევები
    • ტესტები
  • ელ.ბიბლიოთეკა
  • ბლოგი
  • პრეზენტაციები
შებრძანდით
გამარჯობა!შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე
დაგავიწყდათ თქვენი პაროლი?
პაროლის აღდგენა
ფეხზე თქვენი პაროლი
ძიების
ორშაბათი, დეკემბერი 4, 2023
  • შეხვიდეთ / შეუერთდება
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
  • შეხვიდეთ
გამარჯობა! შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე
დაგავიწყდათ თქვენი პაროლი?
ფეხზე თქვენი პაროლი
Edutime.ge -ვებ.გვერდი განათლებისთვის

ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

  • მთავარი
  • განათლება
    • განათლების სისტემა საქართველოში
    • სასწავლო პროგრამა და კურსები
    • გამოცდები
  • აბიტურიენტებისათვის
    • სასარგებლო რჩევები
    • ტესტები
  • ელ.ბიბლიოთეკა
  • ბლოგი
  • პრეზენტაციები
მთავარი ისტორია ფიქრის კაცი (რეზო სირაძის ხსოვნას)
  • ისტორია
  • ქართველი მეცნიერები, მწიგნობრები და საზოგადო მოღვაწეები
  • ქართული ლიტერატურა

ფიქრის კაცი (რეზო სირაძის ხსოვნას)

ავტორი: edutime.ge -
ოქტომბერი 20, 2016
0
518
გაზიარება
გააზიარე

ეს კაცი ჩვენი მასწავლებელია. არა მხოლოდ ლიტერატურის – ღირსებისაც. გაგვიჭირდება მასზე ლაპარაკისას გამოვიყენოთ სიტყვა “იყო”, რომელიც ამ შემთხვევაში ფერმკრთალი და დარცხვენილია. ადამიანები ბევრნაირად ამახსოვრდებათ. ბატონი რეზო (არც მოგვიხსენიებია სხვაგვარად არასდროს) არა მხოლოდ დიდი მეცნიერი-ლიტერატურისმცოდნეა, რომლის ნაშრომებსაც მრავალი თაობისათვის გზისმკვლევის მნიშვნელობა ექნება, არამედ კეთილშობილი ადამიანი – გარშემომყოფთ ურთიერთობის სიმსუბუქესა და სინატიფეს რომ ანიჭებს. ძნელად გავიხსენებთ სხვას ისეთს, ამგვარი ადამიანური ესთეტიკით რომ აზავებდეს ერთმანეთს სიბრძნესა და სიხალისეს, ამაღლებულობასა და უბრალოებას. ყოველთვის მომხიბვლელი იყო და არის ამ ადამიანის თვისება აღმოაჩინოს საგანსა თუ მოვლენაში მისი იდუმალი არსება – ისეთი რამ, რაც მანამდე სხვათათვის არა მხოლოდ შეუმჩნეველი, არამედ წარმოუდგენელიც იყო.

მას ყოველთვის სურდა მოწაფეებისათვის (ისინი კი ბევრნი არიან) ესწავლებინა, როგორც თავად ამბობდა, “ფიქრი ფიქრზე” – ერთი შეხედვით, დაუნახველის შეგრძნება და გაცნობიერება.მასთან ყოველი შეხვედრა და განუმეორებელი საუბარი ისეთი გაკვეთილი იყო, რომელიც არ გავიწყდება. ამავდროულად, მისი ნაშრომები კლასიკური მაგალითია სინათლის,მკაფიოობის, აკადემიური სიღრმისა და ადამიანის ნიჭიერებასთან ზიარების. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბატონმა რეზომ ახალ განზომილებაში გადაიყვანა ქართული სალიტერატურო აზრი და შექმნა თავისი სამეცნიერო სკოლა.

მისკენ და მისი ფიქრის გასაცნობად ყოველთვის ილტვოდნენ ახალგაზრდების თაობები – ამ კაცთან ურთიერთობა არის, იყო და იქნება გონების სიხარული. ის “თანაფიქრის” საშუალებას გაძლევდა. შეგეძლო არა მხოლოდ მისი მისი აზრის თანამოზიარე გამხდარიყავი, არამედ საკუთარი თავი უფრო მეტად გამოგეხატა, ვიდრე ამას მანამდე ახერხებდი. ფიქრის ხანდახან გამაოგნებელ ორიგინალურობას ბატონი რეზო ზოგჯერ თვითირონიის ისეთ ნისლში გახვევდა, რომ მის მოწაფეებს გულღიად ეღიმებოდათ – რა ხშირად გაგვახსენდება მისი დახვეწილი და გემოვნებიანი ხუმრობები!

ამ ადამიანის გამორჩეული თვისება იყო სხვისი წარმატებით გახარება – არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ რა კეთილგანწყობით (ზოგჯერ აღტაცებითაც) საუბრობდა რომელიმე ცნობილი მეცნიერისა თუ უბრალოდ სტუდენტის მიგნებაზე – მისი შექება ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმაღლესი ჯილდო იყო. ვერასდროს დავივიწყებთ მასთან ერთად მუშაობას, როდესაც ის რედაქტორობას უწევდა ჩვენს ერთობლივ წიგნს “საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე”. ის მოუხსენიებლად იმყოფება ამ წიგნის ყოველ გვერდზე.

ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის მიწიერი სიცოცხლე, დიდად სამწუხაროდ, დასრულდა. დიდ სევდას გვიადვილებს იმის განცდა, რომ ახლა ის “არღარა სახითა და იგავითა ჰმსახურებს ზეცისათა მათ, არამედ პირსა ღმრთისასა პირისპირ ხედავს”. მის ცხოვრებას თამამად შეიძლება სხვებისთვის ვუწოდოთ “სიმძიმის სიმსუბუქე”. ის, რაც ძნელად ფიქრმისაწვდომი იყო, ამ კაცმა შედარებით ადვილად აღსაქმელი და გასააზრებელი გახადა. მას უყვარდა ადამიანი, უყვარდა ლიტერატურა და უყვარდა ადამიანი ლიტერატურაში. ამ დაუსრულებელ სიყვარულს მუდმივად და უშურველად უზიარებდა ტავის მოწაფეებს – მისი წიგნები კი მთელ საზოგადოებას იმოწაფებენ.

ბატონი რეზო ხანდახან მკაცრიც გვინახავს, თუმცა ამას მხოლოდ “კეთილი სიმკაცრე” შეიძლება ვუწოდოთ. ეს სიმკაცრე მისივე პრინციპულობის გამოხატულება გახლდათ – არ მოსწონდა და ვერ ეგუებოდა უვიცობას, უპასუხისმგებლობას, თვალთმაქცობასა თუ განზრახ არაობიექტურ მსჯელობას. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც არ კარგავდა წონასწორობასა და ბუნებრივ კეთილშობილებას.

ამ კაცმა ბევრი რამ გვასწავლა თავისი წიგნებით, საუბრებითა თუ ქცევით და ჩვენი მადლიერება მას ბოლო გზაზე გაჰყვება. მისი გაკვეთილები დაუვიწყარი, ნათელი და მუდმივად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს განწყობა არ გვაძლევს უფლებას ჩვენს მოძღვარზე ოდენ წარსულ დროში ვილაპარაკოთ – ბატონი რეზო თითოეული ჩვენგანისთვის არა მხოლოდ წარსული, არამედ აწმყო და მომავალიც არის – მისი სახება ჩვენი არსების განუყოფელი ნაწილია.

ასეთი ადამიანები მოდიან, მაგრამ აღარ მიდიან.

გია მურღულია
გიორგი ალიბეგაშვილი
ვასილ მაღლაფერიძე

თბილისი, 2012 წლის 5 სექტემბერი

  • 2
  • Leave a comment
  • Share
აღზრდის მთავარი პრინციპი
August 30th, 2012
არასდროს წამიკითხავს ადამიანის აღზრდის შესახებ უფრო ჭკვიანური და ლაკონიური ფრაზა, ვიდრე ეს არის:
“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” (ეს სიტყვები დავით გურამიშვილს ეკუთვნის). შევეცდები, ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე.ადამიანი სამსახოვანია – ნებისმიერი ჩვენგანი არის:
1. განუმეორებელი ინდივიდი
2. რომელიმე ერის შვილი
3. მთლიანი კაცობრიობის წარმომადგენელი

დავით გურამიშვილი გვეუბნება, რომ ადამიანმა თავისი სამივე “განზომილებით” (რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთ განუყოფელ მთელს ქმნის) უნდა გაიაზროს, “ვინ არის”. მაშასადამე, განათლება, პირველ ყოვლისა, თვითშემეცნებაა – ძველთაგან ცნობილია, რომ საკუთარი თავის შემმეცნებელი მთლიან სამყაროსაც შეიმეცნებს. მაგრამ რას ნიშნავს თვითშემეცნება? ეს არის თვითგააზრება არა მხოლოდ დროსა და სივრცეში ცალ-ცალკე, არამედ – ერთიან დრო-სივრცეშიც ანუ ბიბლიურ “ოლამში”. თანაც ამგვარი თვითგააზრება სტატიკური კი არა, დინამიურია – არსებითი სახით მოძრაობაში იკვეთება. ამ მოძრაობას ადამიანის ცხოვრება ჰქვია.

დავით გურამიშვილი ნათლად გაგვიმარტავს, როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას “ვინ არის”? მართლაცდა, ვინ ვართ ჩვენ? ყველაზე მარტივად აღსაქმელი პასუხი ასეთია: ჩვენ ვართ ის, რაც ვიყავით, რაც ვართ და რაც ვიქნებით. ცხადია, ამგვარი “სქემა” მხოლოდ ასაკს არ გულისხმობს – ეს არა მხოლოდ ყმაწვილობიდან სიბერისკენ სავალი გზაა, არამედ პიროვნული განვითარების გზაც. “სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” ზემოდასახელებულ სამივე განზომილებას გულისხმობს.

ვინ ვარ მე, როგორც ინდივიდი? საიდან იწყება ჩემი პიროვნული ცნობიერება და რა არის ჩემი “ინდივიდუალური მუდმივა”? რა ოჯახიდან მოვდივარ? როგორია ჩემი კორპორაციული ღირებულებები და ტრადიციები? ეს არის იმის გააზრება, თუ “სიდამ მოსულა” ადამიანი.
ახლა რას წარმოვადგენ, განვითარების რა სტადიაზე ვიმყოფები? როგორია ჩემი დღევანდელი სახე, მიზნები და ამოცანები? – ეს უკვე მეორე კითხვას ეხება: “სად არის?”
დაბოლოს, საით მივყავარ ჩემი პიროვნული განვითარების ლოგიკას? სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი? როგორი მსურს იყოს თვითრეალიზების ხარისხი? (“წავა სადაო”?)

მეორე მხრივ, მე ქართველი ვარ – კონკრეტული ერის შვილი. ამ თვალსაზრისითაც პასუხი უნდა გავცე სამივე კითხვას:
როგორია ჩემი სამშობლო? რას მეუბნება მისი ისტორია და თანაცხოვრების ეროვნული გამოცდილება? რას მივიჩნევ მე, როგორც ქართველი, “დაუკარგავ წარსულად”? რა ღირსებები და ნაკლოვანებები მომდგამს? როგორ აყალიბებს ჩემს მოქალაქეობრივ ცნობიერებას საქართველოს წარსული (“სიდამ მოსულა”?)
როგორია ჩვენი თანამედროვე მდგომარეობა? რას მიაღწია ან ვერ მიაღწია ქართველთა მიერ ორგანიზებულმა სახელმწიფომ? როგორია თანამედროვე გამოწვევები და რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებთ მათ? (“სად არის”?)
საით მიდის ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი? რას გვიქადის მომავალი? სად გვსურს მივიდეთ და როგორ? (“წავა სადაო”?)

მესამე მხრივ, ვინ ვარ მე, როგორც კაცობრიობის წევრი, როგორც ზოგადად ადამიანი?
რისი და ვისი მემკვიდრე ვარ? რა ღირსებები თუ ნაკლოვანებები მომდგამს? საიდან მოვდივართ ჩვენ ყველანი, სად ვართ ან საით მივდივართ?  ამ შემთხვევაში (ამ განზომილებაში) პასუხი შესაძლოა ყველაზე მარტივიც იყოს: ჩვენ ყველანი სამოთხიდან მოვდივართ, წუთისოფელში ვართ და…აი, საით მივდივართ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული (როგორც ცნობილია, ორი გზაა – სამოთხისკენ მიმავალი და მეორე არც კი მინდა ვახსენო).

განათლების უმთავრესი პარადიგმა სწორედ ეს არის – ადამიანური არსებობის სამი განზომილების გააზრება სამივე დროში – ოღონდ არა “ლინეარულად”, არამედ – მიზნობრივი ვექტორით. თვითშემეცნება მარტო იმას კი არ გულისხმობს, რაც იყო, არამედ იმასაც, რაც იქნება.

აღზრდის არსებითი მიზანი პიროვნებად ჩამოყალიბებაა და არა მაინცდამაინც რომელიმე სასკოლო დისციპლინის დაუფლება – ადამიანად ყოფნა აღემატება თავისთავად ფიზიკოსობას ან თავისთავად ლიტერატორობას. არ არსებობს უფრო დიდი მეცნიერება, ვიდრე საკუთარი არსების შესწავლაა. აღზრდის მიზანი სწორედ ეს არის – ყველაფერი დანარჩენი საშუალებაა.

ავტორები – გია მურღულია
გიორგი ალიბეგაშვილი
ვასილ მაღლაფერიძე
გაზიარება
Facebook
Twitter
  • tweet
წინა სტატიაისტორიის სიმართლე
შემდეგი სტატიააღზრდის მთავარი პრინციპი
edutime.ge
http://edutime.ge
ვებგვერდი განათლებასა და ლიტერატურაზე.

მსგავსი სტატიებიავტორის სხვა სტატიები

ამონარიდები და ბრძნული აზრები

ვირად ნამყოფი ყადი

ლიტერატურა

საიდუმლო

dro da adamianivideo
ისტორია

საუბარი თემაზე ,,ეპოქა და მარადისობა”

ამონარიდები და ბრძნული აზრები

მიხეილ ჯავახიშვილი,,ჩვენი დროის ათი მცნება”

ლიტერატურა

კითხვები ,,შუშანიკის წამებიდან”

ლიტერატურა

პაპა დიმო

ლიტერატურა

ბებო

ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი” – განხილვა

გეოგრაფია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ამონარიდები და ბრძნული აზრები

გოდერძი ჩოხელი უკანასკნელი ჩანაწერი

გეოგრაფია

დარეჯანის სასახლე

ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილის,,თეთრი საყელო” – განხილვა

აირჩიე კატეგორია
  • რუსთველოლოგია
  • რჩევები
  • ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში
    • ტაო-კლარჯეთში
    • ახლო აღმოსავლეთში
    • საქართველოში
    • საბერძნეთში
    • სხვა ქვეყნები
  • უცხოელი მოგზაურები საქართველოს შესახებ
  • ქართველი მეცნიერები, მწიგნობრები და საზოგადო მოღვაწეები
  • ამონარიდები და ბრძნული აზრები
    • იგავები
  • ლიტერატურა
    • ქართული ლიტერატურა
    • მსოფლიო ლიტერატურა
  • გეოგრაფია
  • ეს საინტერესოა!
  • ისტორია
  • მოგზაურობა
  • საყვარელი ნაწარმოებები
  • საყვარელი ფილმები
  • ჩვენი საქართველო
  • ჩვენი ენა ქართული

ახალი სტატიები

აბიტურიენტებისათვის

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

edutime.ge - მარტი 21, 2021
0
მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ზოგადი უნარები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მარტი 21, 2021

გერმანული ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები

მარტი 21, 2021

ინგლისური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები

მარტი 21, 2021

ქართული ენა და ლიტერატურა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები

მარტი 21, 2021

ვირად ნამყოფი ყადი

მაისი 19, 2017

ქართული ენის “დღე”

აპრილი 14, 2017

ის ვინც

მარტი 28, 2017
დაგვიკავშირდით: contact@edutime.ge

პოპულარული პოსტები

ქართული დამწერლობა

სექტემბერი 3, 2016

ვეფხისტყაოსანის შინაარსი

აგვისტო 30, 2016

ინგლისური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები

მარტი 21, 2021

პოპულარული კატეგორია

  • ლიტერატურა49
  • ქართული ლიტერატურა38
  • ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში30
  • საყვარელი ნაწარმოებები21
  • ტაო-კლარჯეთი17
  • ამონარიდები და ბრძნული აზრები16
  • ჩვენი ენა ქართული16
  • განუსაზღვრელი12
  • ქართული დიალექტები11
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
© ყველა საავტორო უფლება დაცულია