იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (Işhan).

ishxani_ruka

პირველი ეკლესიის მშენებლობა იშხანში სომეხთა კათალიკოსის, ნერსეს სახელს უკავშირდება. საეპისკოპოსო კათედრა მას 647 წელს აუგია.  ეკლესია იშხანში, როგორც ჩანს, მალევე დაინგრა მურვან ყრუს 736-738 წლების დამსჯელი ლაშქრობების შედეგად.

გრიგოლ ხანძთელის სამხრეთ საქართველოში გადასვლის დროს იგი “კაცთაგან მიუვალ იყო.” ტაძარი IX საუკუნის I ნახევარში ხელმეორედ ააგო, გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულმა და მისივე მოწაფემ, საბამ.

როგორც გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს, კონსტანტინოპოლის მოლოცვის შემდეგ ნეტარი გრიგოლი და ღირსი მამა საბა ტაოში რომ მოვიდნენ და იშხანს მოუახლოვდნენ, გამოეცხადათ ამ ტაძრის პირველი დიდებულება და ეუწყათ, რომ საბამ უნდა აღადგინოს ის დაქვრივებული ეკლესია. ,,ტაძარი კაცთაგან მიუვალი იყო” მისასვლელი გზაც დაჰკარგვოდათ და ასევე უფლისაგან ეუწყათ, როგორ უნდა მისულიყვნენ.

გრიგოლ ხანძთელმა და მისმა ბიძაშვილმა საბამ გაჭირვებით მიაკვლიეს ნაეკლესიარს. საბამ ტაძარის განახლება, ბაგრატ კურაპალატის დახმარებით, 836 წელს დაიწყო. მან ნერსეს პატივსაცემად ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ისე აიგო, რომ ძველი ეკლესიის დარჩენილი საკურთხევლის სვეტნარი შენარჩუნდა.  საბა  გახდა იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.

ბაგრატ IV-ის მეფობის დროს იშხნის ეპისკოპოსის იურისდიქცია იმდროინდელი საქართველოს რამდენიმე რეგიონზე ვრცელდებოდა. იმდენად გავლენიანი სასულიერო კერა იყო, რომ ოსმალთა ბატონობის დასაწყისში იშხნელ ეპისკოპოსს თავად სულთანი ამტკიცებდა.

XI ს-ში იშხნის ეკლესია ძირეულად გადაკეთდა. ტაძრის სამხრეთ ფასადზე მოთავსებულია ორი ასომთავრული 1032 წლის წარწერა იხსენიებს ანტონ იშხნელს, რომელმაც ,, განაახლა და განასრულა ესე ტაძარი”.

ხოხბისყელისფერი ტაძარი სოფლის შუაგულში დგას. წალკოტში ჩაფლული ტაძრის მშვენიერებას ყოველ დეტალსა თუ ჩუქურთმაში ამჩნევ. ძველი გადმოცემის თანახმად შენობის უფრო მეტი სიმტკიცისათვის ოსტატის ბრძანებით ხელოსნებს ტაძრის ასაგებად კირი სუხბეთში საძოვრებზე მობალახე ძროხის რძით უზელიათ. ამით ეკლესიამ მეტი სიმშვენიერე და სიცოცხლე შეიძინა.

ish

 იშხანი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს – წაგრძელებული დასავლეთის მკლავით. გუმბათი აღმართულია ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტზე. იგი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. გუმბათი გარედან თექვსმეტკუთხაა, შიგნიდან – წრიული.

იშხნის კათედრალური ტაძარი ჯერ კიდევ ინახავს მოხატულობის ფრაგმენტებს. განსაკუთრებით გამორჩეულია გუმბათის სფეროში ჯვრის ამაღლების სცენა. წრეში ჩაწერილ ჯვარს ოთხი მფრინავი ანგელოზი აღამაღლებს.

Picture1

 ტაძარი აგებულია მოყვითალო ქვიშაქვით. ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. სადიაკვნე და სამკვეთლო ვიწრო აფსიდებიანი სათავსოებია. ტაძრის ინტერიერი მორთულია ჩუქურთმით და პროფილირებული არქიტექტურული დეტალებით.

1 391105_103874519727235_2138026790_n img_2956

კედლის მხატვრობის მხოლოდ მცირე კვალია შემორჩენილი, რომელიც თარიღდება XI ს-ის პირველი ნახევრით. ჩრდილოეთი კედლების ქვედა ნაწილის მოხატულობა XII ს-ს მიეკუთვნება.  ტაძარში უამრავი წარწერებია, რომლებშიც მრავალი ქართველი მეფე-მთავარია მოხსენიებული. ამ წარწერებს შრის, 2011წ. ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი 24 სტრიქონიანი უნიკალური ასომთავრული წარწერა.

24 striqoniani qarTuli warwera

მრავალრიცხოვანი ნაგებობებიდან, რომლებიც სავარაუდოდ იშხანის გარშემო იყო, შემორჩენილია მხოლოდ ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველო(1066წ), რომელიც დიდი ეკლესიის  გვერდითაა  აშენებული.

sayd

გამორჩეულია  იშხნის ეკლესიის შემკულობა, განსაკუთრებით წნული ჯვრის  ფორმები. მხატვრულ სრულყოფილებასა და ფორმათა დახვეწილობას წნული ჯვრის გამოსახულება სწორედ ტაო-კლარჯეთში იძენს, განსაკუთრებით კი იშხნის  რელიეფში.

gurgenis gurgeniseuli eklesiis

ამ დროისთვის იშხანის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით  კი სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში.

იშხნის მონასტერი კულტურულ – საგანმანათლებლო კერა იყო X –ე საუკუნიდან. აქ არსებულ სამწიგნობრო კერაში ძველი ქართული ხელნაწერები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ინახებოდა. დროთა სიავის გამო წიგნთსაცავში დაცული წერილობითი ძეგლების დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.

იშხანში რომ მძლავრი სამწიგნობრო კერა არსებობდა და მონასტერს ბევრი მნიშვნელოვანი ხელნაწერი ჰქონდა, ამას ადასტურებს ზოგიერთი მინაწერი. მაგ., შატბერდის კრებულში ვკითხულობთ: “ესე კაცისა შესაქმე დაიწერა დედითა იშხნისაითა”. პარხლის მრავალთავს ახლავს გადამწერის მინაწერი:”ესე მამათა ცხოვრებაი, რომელი პარხალს არა ეწერა, იშხნით მოვიღე და მით გავასრულე”. იშხნის საეპისკოპოსო კათედრამ, როგორც მოღწეული წყაროების საფუძველზე ირკვევა, XVII ს-ის დასასრულამდე იარსება.

 იშხნელ მორვაწეებს შორის ცნობილია ტაძრის დამაარსებელი საბა იშხნელი, რომელიც ეპისკოპოსად  კურთხევის შემდეგ ,,წარემართა კუალად” იშხანში. X-XI ს-ის მოღვაწეთაგან ცნობილია ილარიონ და ამბერკი იშხნელები. იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ილარიონ იშხნელის (X-XI სს.) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება (1033), მეათე საუკუნის უკანასკნელ წლებში ილარიონ იშხნელს გადაუწერინებია აქ ისააკ ასურელის თხზულებანი.

ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი ტაო-კლარჯეთისადმი, როგორც საქართველოს ისტორიული რეგიონისადმი, ინტერესი მეცხრამეტე საუკუნეში იწყება და პირველად იკვლევენ უცხოელი მკვლევარები.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართველი მკვლევარებიც იწყებენ მოგზაურობას. ექვთიმე თაყაიშვილმა სამი ექსპედიცია მოაწყო ტაო-კლარჯეთში, პრაქტიკულად მთელი ეს ტერიტორია მოიარა და აღწერა ძირითადი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, მათი ფოტოგრაფირებაც მოახდინა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართველთაგან პირველი, ვინც ამ რეგიონის შესახებ ინფორმაცია დანარჩენ საქართველოს მიაწოდა.

შემდგომში, უკვე საბჭოთა პერიოდში, რუსეთ-თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობის გამო, ქართველ მკვლევარებს არ ჰქონდათ საშუალება, გადასულიყვნენ და ადგილზე ეკვლიათ ტაო-კლარჯეთი. მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ჯობაძის კვლევები, რომელმაც აღწერა ტაო-კლარჯეთში მდებარე ტაძრები.

90-იანი წლებიდან იშხანში არაერთი ექსპედიცია მოეწყო,  მნიშვნელოვანია თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება, რომლის შედეგად იშხნის აღდგენის პირველი ეტაპი დასრულდა.

რესტავრაციის დროს გამოვლინდა არაერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც საქართველოდან ჩასული ქართველი მკვლევარები სწავლობენ: სამარხი აკლდამები, ძველი საკურთხევლის ნარჩენები, წარწერები  და ფრესკები ტაძრის კედლებზე და ა.შ

2013 წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების შემდეგ, იშხნის  რესტავრაციის პირველი ეტაბი, მართალია ნორმების დარღვევით, მაგრამ მაინც  დასრულდა.

რესტავრაციამდე ტაძარს დაზიანებული ჰქონდა სახურავი, არ არსებობდა სადრენაჟო სისტემა და წყალი ტაძარს აზიანებდა. მთელი დასავლეთის კედლის სიმაღლეზე ბზარი დაჰყვებოდა, ტაძარზე მცენარეები იყო ამოსული.

 იშხნის ტაძარი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა მეჩეთად.

რესტავრაციის დროს ჩასული ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი წერს: ,,რესტავრაციის დროს მეჩეთად ამოშენებული კედელი დაშალეს და გამოთავისუფლებელი ქვებიც გდაყარეს. ქვები შეიცავდა ფრესკებისა და ორნამენტების ფრაგმენტებს და ერთმანეთზე ისე ეყარა, რომ არაერთი ფრესკა მნიშვნელოვნად დაზიანდა და გაფუჭდა, ადგილზე არ მუშობდნენ სპეციალისტები,  მთელ სმუშაოს ასრულებდა ტექნიკური პერსონალი, რომელსაც არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. დაადაბლეს საკურთხევლის გარშემოსავლელიც, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისაა. მეშვიდე საუკუნეში ნერსე კათალიკოსის დროს აშენებული ტაძრიდან, მიჩნეულია, რომ შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი.იატაკი ალაგ-ალაგ დააზიანეს. ის შეიცავს სხვადასხვა ორნამენტს, თეთრ, შავ და აგურისფერ მოხატულობას. მას მიწა ჰქონდა მიყრილი, რომ დაზიანებისგან დაეცვა, მაგრამ ვინაიდან ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო – მუშები ვერ მიხვდნენ, როდის დავიდნენ იატაკის დონეზე და თხრა გააგრძელეს.ხარვეზებით ჩატარებული რესტავრაციის მიუხედავად,  მნიშვნელოვანია რომ ტაძარი გადაიხურა, გაკეთდა სადრენაჟო სისტემა  და  მასში  წყალი აღარ შედის. გარდა ამისა  აღდგენის დროს გამოიკვეთა არაერთი საინტერესო ფაქტი , რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიული წარსულისათვის.

Picture2

იშხანი ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ქართულ გუმბათიან არქიტექტურულ ნაგებობათა შორის იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, რომლის არქიტექტურულ სხეულში ჩანს არქიტექტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპი და ქართული სამშენებლო ზღაპრული კულტურა ჯერ კიდევ მეთერთმეტე  საუკუნეში.

გარდა ამისა იშხნის ტაძრის ფრესკები და წარწერები ინახავს საქართველოს ისტორიისთვის  მნიშვნელოვან ფაქტებს.

ტაძარი მეათე საუკუნიდან წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძლიერეს საგანმანათლებლო კერას, სადაც მიმდინარეობდა სამწიგნიბრო საქმიანობა. სწორედ  აქაა შექმნილი უდიდესი ნაწილი იმ საგანძურისა, რაც ამ პერიოდიდან მოგვეპოვება.

2016 წლის 30 სექტემბერს თურქეთის ოფიციალური წყაროს ცნობით,იშხნის ტაძარში აღმოაჩინეს იატაკი, რომელსაც საქართველოს კულტურული წარსულისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არცერთ სხვა ტაძრებში  ძველი იატაკი არა გვაქვს ასე სრულად და ასე მორთულად შემონახული, როგორც იშხნის ტაძარში ახლადაღმოჩენილი იატაკი.

ishxani
                                                                იშხნის იატაკი

დაათვალიერე იშხნის ტაძარი