წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, სოფელ წყაროსთავთან (ქაროსთავ) (Karostav), მდინარე კარჩხალის ხეობაში.

cyarostavi_ruka

მონასტერი დაარსა ილარიონმა, რომელიც შემდგომ ,,კათალიკოს იქმნა მცხეთას”. წერილობითი ცნობები მოწმობს, რომ სავანე სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.

XI საუკუნის განმავლობაში აქ მოღვაწეობდნენ ღვთისმეტყველი ექვთიმე გრძელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი-პროხორე, ეგნატე ხუცესმონაზონი.

წყაროსთავიდან მომდინარეობს XII-XIII საუკუნეთა რამდენიმე ხელნაწერი, მათ შორის წყაროსთავის ცნობილი სახარება (1195 წ) ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ყდით და ანჩის (იგივე წალკის) სახარება (1193-1207 წლებს შორის), რომელსაც ამავე ოსტატის ნახელავი ჭედური ყდა დაკარგული აქვს.

wtarostavis oTxtavi beqa XII
წყაროსთვსი ოთხთავი

Untitled
სამეცნიერო ლიტერატურაში წყაროსთავი ცნობილი გახდა ნ. მარის წყალობით. 1904 წელს, როდესაც მკლევარმა ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტის პირველ გამოცემასთან დაკავშირებით საგანგებოდ დაიარა შავშეთ-კლარჯეთი, იგი ეწვია წყაროსთავსაც. მისი მოგზაურობის დღიური შეიცავს სამონასტრო ნაგებობების დაწვრილებით აღწერას და ორ ფოტოსურათს. მასალა განსაკუთრებით ძვირფასია, ვინაიდან მასში დაფიქსირებულია მონასტრის მთავარი შენობების – დიდი ეკლესიისა და სატრაპეზოს მოგვიანებით განადგურებული ნაწილები. მათი არქიტექტურული სახის წარმოდგენა მხოლოდ ნ. მარის მონაცემების დახმარებით არის შესაძლებელი.

წყაროსთავის მთავარი ეკლესიისაგან დარჩენილია მკლავის კედლები, ნაწილობრივ დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთი კედელი და საკურთხევლის მიმდებარე ჩრდილოეთის სათავსი, რომელმაც დიდწილად გადახურვაც შეინარჩუნა – მთელია მისი აფსიდის კონქი და კამარის შუა და ჩრდილოეთი ნაწილები. სხვაგან კამარები ყველგან ჩაქცეულია. შენობის ნაშთები დაფარულია ნაყარი ქვებითა და მიწით რომლებიც ალაგ-ალაგ 2-3 მეტრის სიმაღლის ბორცვებს ჰქმნის.

ckarostavi_klarjetisi_02 ckarostavi_klarjetisi_03

წყარო : http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/w/ckarostavi_klarjetisi.html