ბერთის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის ვილაიეთში. მონასტერი დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი სავარაუდო სხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი. ერთი (X ს.) დაცულია აშშ-ში, ქ. ნიუტონში, მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს – თბილისში. ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი(Xს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.

ბერთაში გადაწერილი ხელნაწერი წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია ბერთის I-მა სახარებამ, რომელიც გადაწერილია 988 წლამდე, არტანუჯის ერისთავთ-ერისთავ სუმბატ II-ისდროს, გაბრიელისა და მისი თანამეცხედრის მიერ: მე, გლახაკი გაბრიელ და მეუღლე ჩემი ღირსვი ქმენით დაწერად წმიდისა ამის სახარებისა ლავრასა შინა დიდსა ბერთას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა, სალოცველად მეუფეთა ჩუენთა სუმბატ ერისთავთა ერისთავისათვის და შვილთა მათთჲს დავითისათჲს და ბაგრატისათჲს”. გარდა ამისა, ბ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ბერთის II სახარება, რომელიც გადაწერილია XII საუკუნეში, დაუდგენელ ადგილას, დაუდგენელი პირის მიერ. XIV-XVI საუკუნეებში ხელნაწერი ბეთაში ინახებოდა. ამაზე მიუთითებს სახარების ფურცლებზე შესრულებული აღნიშნული პერიოდის მინაწერი საბუთები, რომლებიც ბერთის მონასტრისათვის ან ბერთის მონასტრის მიერაა გაცემული.

ბერთას მონასტრის ოთხთავი . ბეშქენ ოპიზარის მიერ
ბერთას მონასტრის ოთხთავი . ბეშქენ ოპიზარის მიერ მოჭედილი

წყარო: http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_iii_op_39_iza_otkhta_p_39_arekhi_dolisqana/2013-04-15-45

http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_ii_shat_39_berdi_khakhuli_t_39_beti_p_39_arkhali_berta_enirabati/2013-04-14-44