ვებსაიტი მზადების პროცესშია და მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში

პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის ქართული ჩაუმქრალი სავანე ბულგარეთში

         პეტრიწონის მონასტერი XI საუკუნეში აგებული ქართული კულტურის ძეგლია საზღვარგარეთ. იგი აგრეთვე ცნობილი, როგორც ბაჩკოვოს მონასტერი.   მონასტერი ერთ-ერთია  საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებს შორის, რომელმა ღრმა კვალი დააჩინა გარდასული საუკუნეების არა მარტო ქართულ აზროვნებასა და საეკლესიო ცხოვრებას, არამედ...
სვიმეონ მესვეტის ნაშთი

შავი მთა

აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე უკვე VI საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები. ამ დროს აქ მოღვაწეობდა სვიმეონ მესვეტე უმცროსი, რომელმაც შემოიკრიბა ქართველი ბერები და საფუძველი ჩაუყარა აქაურ ქართველთა კოლონიას. სწორედ აქედან წამოვიდა საქართველოში 13 „ასურელი მამა". შავ...

ოთხთას მონასტერი

ტაძრის ისტორია ოთხთა ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში,  ართვინის   რაიონში,ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის(Yusufeli) დასავლეთით მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (Dortklise) (დორთქილისე) 5 კმ-ში ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. გავრცელებულია შემდეგი მოსაზრებაც - ოშკის,...
სვიმეონ მესვეტის ნაშთი

სვიმეონწმინდა

აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად,  განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ქართველნი XI საუკუნეში,  ზოგიერთი მათგანი ნაყოფიერად მოღვაწეობდა კულტურულ სარბიელზე,  შეგვიძლია დავასახელოთ გიორგი შეყენებული ან შავმთელი,  გიორგი ათონელი,  გიორგი მცირე და სხვა. გიორგი შავმთელი ცხოვრობდა სვიმეონწმინდის სანახებში სადაც მარტო სამყოფელი ჰქონდა,  მას დიდი პატივით...

გელათის აკადემია

ქუთაისიდან 11 კმ–ს დაშორებით მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე გაშენებულია გელათის მონასტერი. დავით აღმაშენებლის ხანგრძლივი, დაუცხრომელი მოღვაწეობა უწინარეს ყოვლისა თურქ–სელჯუკთაგან აოხრებული ქვეყნის ჭრილობების მოშუშებისაკენ იყო მიმართული. სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, რაც "დიდმა თურქობამ" თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას, მომთაბარეებმა "დაუწყეს....უდაბნონი კლარჯეთისანი", რომლებიც...

წყაროსთავის მონასტერი

წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, სოფელ წყაროსთავთან (ქაროსთავ) (Karostav), მდინარე კარჩხალის ხეობაში. მონასტერი დაარსა ილარიონმა, რომელიც შემდგომ ,,კათალიკოს იქმნა მცხეთას". წერილობითი ცნობები მოწმობს, რომ სავანე სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნის განმავლობაში აქ მოღვაწეობდნენ...
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო ჯვრის მონასტრის დაარსება იერუსალიმში. მონასტერი ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო კერა იყო და დღესაც უძვირფასესი სიწმინდეა  წმიდა მიწაზე. მონასტრის მდებარეობა ჯვრის მონასტერი ადრე იერუსალიმიდან ოდნავ მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით იდგა,  ახლა კი ქალაქის...

დოლისყანის მონასტერი

დოლისყანის ეკლესია მდებარეობს დებარეობს ისტორიულ ნიგალში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლის (Hamamli) სამხრეთ ნაწილში. გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის დროს აშენდა, მონასტერი კი მოგვიანებით დაარსდა.როგორც წარწერები გვამცნობს, ტაძარი სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, 954 -958 წლებში. დღეს...

ტბეთის მონასტერი

           ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli).       მონასტრის მთავარი ტაძარი წარმოადგენდა შავშეთის საერისთავოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. პირველი ტაძარი აქ X საუკუნეში ერისთავთ-ერისთავ აშოტ კუხის...

ქართული მონასტრები პალესტინაში

ყველაზე ადრე ქართველ ასკეტთა კვალი სირია­-პალესტინაში ჩანს. მათი მოღვაწეობა აქ  IV საუკუნიდან იწყება. განსაკუთრებულ ძლიერებას კი  IV-V საუკეუნეებში აღწევს. პალესტინაში ბერმონაზვნობის ისტორიის დასაწყისს უკავშირებენ ხარიტონისა და ილარიონ დიდის სახელებს. მათი თაოსნობით გაიშალა ასკეტური მოღვაწეობა და  ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე ლავრა აღმოცენდა:...

ახალი სტატიები

მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

მათემატიკის  2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2007 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკის  2008 წლის...

ის ვინც