ლოკაუს სადგურის სევდა
თამაზ ჩხენკელმა რამდენიმე ათეული წლის წინ, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი კარგი საქმეც გააკეთა - ბო ძიუ-ი (VIII-IX საუკუნეები) თარგმნა ქართულ ენაზე. იმ დროისათვის ეს ძალიან ეგზოტიკური იყო - ძველი ჩინური პოეზია ასე საყოველთაოდ არ იცნობებოდა. თუმცა...
“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”- ამონარიდები ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია
კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს,...
მიხეილ ჯავახიშვილი,,ჩვენი დროის ათი მცნება”
1924 წელს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის ათი მცნება“. მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.
ჩვენი დროის ათი მცნება
შენ ხარ...
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ჩანაწერები
,,საიდანა ვარ? - ჩემი ბავშვობიდან”
ისე მოვედი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან... ბავშვობის, ჩვენი ენისა და ჩვენი თამაშების მოგონებათა სამყარო... ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მომეჩვენება, ვიდრე რომელიმე სხვა...მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.
უფროსებმა მირჩიეს, უმჯობესია თავი...
ბრმების ქვეყანა
ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი...
რანი ვართ და რანი ვიყავით – ამონარიდი ნაწარმოებიდან ,,დათა თუთაშხია”
სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული ჭია...
ამონარიდები რომანიდან ,,დათა თუთაშხია”
“ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე.
ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის...
ორი ლომის ამბავი
ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით...
ვირად ნამყოფი ყადი
ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა.
იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო.
ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და...
რევაზ ინანიშვილის ცხოვრებისეული ჩანაწერები
,,ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ...