,,საიდანა ვარ? – ჩემი ბავშვობიდან

ისე მოვედი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან… ბავშვობის, ჩვენი ენისა და ჩვენი თამაშების მოგონებათა სამყარო… ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მომეჩვენება, ვიდრე რომელიმე სხვა…მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.

უფროსებმა მირჩიეს, უმჯობესია თავი დაანებო მახრჩობელა გველების ხატვას და გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მოჰკიდე ხელიო. ასე მოხდა, რომ ექვსი წლისა იძულებული გავხდი, სამუდამოდ უარი მეთქვა მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე.. იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია – თვითმფრინავების მართვა ვისწავლე. თანდათანობით მთელი ქვეყანა შემოვიფრინე და გეოგრაფია მართლა გვარიანად გამომადგა. ერთი შეხედვით ვისწავლე ჩინეთის გამორჩევა არიზონისაგან, ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გეცვალა.

,,ვიდრე წერას დაიწყებდეუნდა იცხოვრო”

,,… წერის დროს, აღწერა კი არა, დანახვა უნდაისწავლო. აღწერა უკვე შედეგია… ყოველთვისთქვენი შთაბეჭდილებებიდან გამოდით: მაშინბანალურად აღარ გამოგივათ… ნახეთ, ყველაზეგაურკვეველი მონოლოგებიც კიდოსტოევსკისთან რა ლოგიკური, საჭიროა. მათშორის წმინდა შინაგანი კავშირია… და მათმიმართ ინტერესიც არ სუსტდება…შეუძლებელია ცოცხალი პერსონაჟის შექმნამისთვის ღირსებებისა თუ ნაკლოვანებებისმინიჭებით და ამაზე რომანის აგება. მისისაფუძველია განცდილი გრძნობები. ისეთიმარტივი გრძნობაც კი, როგორიც სიხარულია,ძალიან რთულია საიმისოდ, რომ მისიგამოგონება შეიძლებოდეს… ერთი სიხარული არაჰგავს მეორეს. სწორედ ამ განსხვავების,სიხარულის საკუთარი სიცოცხლის გამოხატვაასაჭირო. მაგრამ სიხარულის პედანტურად ახსნაცარ შეიძლება. აუცილებელია მისი გამოხატვამისსავე გამოვლენაში… თუ ფიქრობთ, რომსიტყვა ,,სიხარული” საკმარისია თქვენი გმირის მდგომარეობის გადმოსაცემად, მაშინ ესგმირი ბუტაფორია ყოფილა და თქვენც არაფერი გქონიათ სათქმელი.” (ამას წერს 23 წლისეკზიუპერი).

… სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ვიფიქრო, რომ პატარა უფლისწულის პლანეტა  ასტეროიდი ბ 612-ი იყო… მისი ნომერიც იმიტომ გაგანდეთ, რომ დიდებს უყვართ ასეთი წვრილმანები. დიდებს უყვართ ციფრები. როცა რომელიმე ახალ მეგობარზე უყვებით რამეს, არასოდეს არა გკითხავენ მთავარს. არასოდეს არ დაინტერესდებიან, როგორი ხმა აქვს, რისი თამაში უყვარს, პეპლებს თუ აგროვებს? აუცილებლად გკითხავენ: რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს! რამდენი კილოა? რამდენს იღებს მამამისი? მხოლოდ ამის შემდეგ მოეჩვენებათ, რომ ამ ადამიანს იცნობენ. დიდებს რომ უთხრა: ლამაზი სახლი ვნახე, ფანჯრებში ნემსიწვერები ყვაოდა, სახურავზე კი მტრედები ჩამომსხდარიყვნენო – გაუჭირდებათ ასეთი სახლის წარმოდგენა. მაინცდამაინც უნდა უთხრა, ასიათასფრანკიანი სახლი ვნახეო, და ისინიც აღტაცებით შესძახებენ: ოჰ, რა ლამაზი სახლი იქნებოდაო!

 ,,ვიდრე წერას დაიწყებდე, უნდა იცხოვრო”

,,… წერის დროს, აღწერა კი არა, დანახვა უნდა ისწავლო. აღწერა უკვე შედეგია… ყოველთვის თქვენი შთაბეჭდილებებიდან გამოდით: მაშინ ბანალურად აღარ გამოგივათ… ნახეთ, ყველაზე გაურკვეველი მონოლოგებიც კი დოსტოევსკისთან რა ლოგიკური, საჭიროა. მათ შორის წმინდა შინაგანი კავშირია… და მათ მიმართ ინტერესიც არ სუსტდება…შეუძლებელია ცოცხალი პერსონაჟის შექმნა მისთვის ღირსებებისა თუ ნაკლოვანებების მინიჭებით და ამაზე რომანის აგება. მისი საფუძველია განცდილი გრძნობები. ისეთი მარტივი გრძნობაც კი, როგორიც სიხარულია,ძალიან რთულია საიმისოდ, რომ მისი გამოგონება შეიძლებოდეს… ერთი სიხარული არაჰგავს მეორეს. სწორედ ამ განსხვავების,სიხარულის საკუთარი სიცოცხლის გამოხატვაასაჭირო. მაგრამ სიხარულის პედანტურად ახსნაცარ შეიძლება. აუცილებელია მისი გამოხატვამისსავე გამოვლენაში… თუ ფიქრობთ, რომ სიტყვა ,,სიხარული” საკმარისია თქვენი გმირის მდგომარეობის გადმოსაცემად, მაშინ ეს გმირი ბუტაფორია ყოფილა და თქვენც არაფერი გქონიათ სათქმელი.” (ამას წერს 23 წლისეკზიუპერი).

,,იხილო ადამიანი ცოცხალი”

მეგობარმა ასეთი წერილი მომწერა: ,,ყველაფერს კარგად მივხვდი, რაც მითხარი.ერთნაირად კარგია ისიც, რაც პირველად შენგან გავიგე და ისიც, რასაც ბუნდოვნადვგრძნობდი და ამიხსენი. შენ ხომ ფიქრის და აზრების ნათლად და უბრალოდ გამოხატვაგეხერხება… რომ იცოდე, როგორ მახარებს ჩემზე გაწეული ეს შრომა და მისი შედეგი”. მე,ჩემდა თავად, მინდოდა ის ცოცხალ ადამიანად მეხილა და არა უსულო წიგნის კაცად…

სიცოცხლისათვის ბუნებასთან, ცასთან, მიწასთან პირისპირ ბრძოლამ, უბრალო დაადამიანებისთვის საჭირო საქმისთვის ბრძოლამ, სიცოცხლის უბრალო და ძლიერიგრძნობა, იმის შეგნება გამიჩინა, რომ ადამიანი ცოცხლობს სწორედ ამ გრძნობაში. სწორედამ გრძნობაში, მის სისავსეშია ადამიანის სრულფასოვნების საწინდარი. თუ ადამიანებიცუდად არიან, თუ ისინი ეწამებიან, და იტანჯებიან, იმიტომ კი არა, რომ, როცა შიათ,საჭმელი არაფერი აქვთ, არც იმიტომ, რომ ისინი არავის უყვარს, არამედ იმიტომ, რომთვითონ არავინ უყვართ. მატერიალური ხასიათის საშინელება არ არსებობს – უკმარობის,დაუკმაყოფილებლობის ნებისმიერი გრძნობა შინაგანი უკმარობის, ცხოვრების საკუთარიშეგრძნების უსრულობის გრძნობაა.

მეგობრები:

ნადმვილი მეგობრობა ნელ-ნელა მწიფდება…მალაელებს შავი თვალები აქვთ, ტაიტელებსცისფერი. მე ალბათ ფერებს ვურევ, მაგრამ ამ საღამოს გარკვევით მივხვდი, რომ არასოდესმინახავს არც ნამდვილად ცისფერი, არც ნამდვილად შავი თვალები. ისინი, გარს რომმეხვივნენ, ვგრძნობდი, ყალბები იყვნენ. ჰოდა, მეც მივემგზავრები, ასე ვთქვათ, ნამდვილითვალების საძებნელად…ძალიან სასაცილო ვარ, უაზრობაა მეგობრობის ხვეწნა-მუდარითგამოთხოვნა…

…გუშინ შორს, ძალიან შორს ვიყავი, ისე შორს, რომ აქამდე თავს სადღაც სამყაროს გარეთვგრძნობ, ცხობრებაზე ოდნავ ზემოთ, და ყველასადმი საოცარ გულმოწყალებას განვიცდი…მანქანა თანდათან აღარ მემორჩილებოდა. ორი ათას მეტრზე დავკარგე მართვისთავისუფლება… გაოცებით დავყურებდი მინდვრებს, სადაც უნდა დავხმსხვრეულიყავი.სრულიად ახალი განცდა დამეუფლა. ვგრძნობდი, როგორ ვფითრდებოდი, შიშისაგანპირდაპირ სისხლი გამეყინა ძარღვებში. ეს იყო უსაზღვრო, მაგრამ არა ნაღვლიანი შიში.ახალი, ენითგამოუთქმელი სიბრძნე.

თვითფრინავს გატეხილი არაფერი ჰქონდა და მიწამდე მივაღწიე. მაგრამ უკანასკნელწუთამდე არ მჯეროდა გადარჩენისა. კაბინიდან რომ გამოვხტი, სიტყვა არ მითქვამს.ჩემთვის სულ ერთი იყო ყველაფერი, ვფიქრობდი, ვერასოდეს გამიგებენ-მეთქი. ყოველშემთხვევაში ვერ გამიგებდნენ, რა სამყაროში შევაღწიე ფარულად. სამყაროში, საიდანციშვიათად ბრუნდებიან, რომ შემდეგ შეეძლოთ მისი აღწერა. სიტყვები უძლურია: როგორუნდა გამოხატო ის მინდორი და ის მშვიდი მზე? ხომ ვერ იტყვი: ,,მინდვრებს, მზესგავუგეო”…

,,ნამდვილი მეგობრობის ქადაგება არ შეიძლება, მას მოქმედებაში სწავლობენ. მეგობრობაიქმნებოდა საფრთხესთან ყოველდღიურ შეჯახებაში. საეჭვოა, მხოლოდ იდეებისერთიანობამ შექმნას უანგარო მეგობრობა, მაგრამ ჭეშმარიტ ჭკუას ყოველთვისუბრალოებისა და უშუალობისკენ მივყავართ”…

ყოველთვის მაოცებდა: რატომ აყენებს პლატონი სათნოებათა შორის უკანასკნელ ადგილზე ვაჟკაცობას. დიახ, ვაჟკაცობა მაინცდამაინც ლამაზი გრძნობებისაგან როდი შედგება: მცირეოდენი გაშმაგება, მცირეოდენი პატივმოყვარეობა, სიჯიუტის მნიშვნელოვანი ნაწილი და უხამსი სპორტული დაკმაყოფილება…. არასოდეს აღარ აღმაფრთოვანებს ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვაჟკაცობას გამოავლენს.

,,რაც უფრო მდიდარია ადამიანი სულიერად…”

რაც უფრო მდიდარია ადამიანი სულიერად, მით უფრო რთულია ის და მით უფრო უჭირს სულის მომწყვდევა უბრალო საქმეში, თუნდაც რომ ეგონოს, ამაზე ვოცნებობდი და ამის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. სული ვერ ეტევა, ვერ თავსდება… ღამღამობით მე სრულიად სხვა ვარ. ვწევარ საწოლზე თვალებგახელილი და ვშფოთავ, ვღონდები, არ მომწონს, რომ ნისლია მოსალოდნელი. არ მინდა, ხვალ კისერი მოვიტეხო. ქვეყანა, რასაკვირველია, ბევრს არაფერს დაკარგავს. მე კი – ყველაფერს. მაინც რამდენი მეგობარი, რამდენი მოგონება, რამდენი მზე მაქვს… ეს არაბული ხალიჩაც, დღეს რომ ვიყიდე! პირდაპირ მესაკუთრედ მაქცია. მე, ასეთი ხალასი, ასეთი უანგარო ადამიანი.

… ერთმა ჩემმა მეგობარმა ხელები დაიწვა. არ მინდა, მეც მისი ბედი მეწიოს. დავყურებ ხელებს და მიყვარს ისინი. მათ შეუძლიათ წერა. წაღებზე ზონრების შეკვრა, ოპერების იმპროვიზაცია. თქვენ არ გიყვართ ისინი, მე კი გულს მიყუჩებენ, მხიბლავენ. ამისათვის ხომ ოცი წლის ვარჯიში იყო საჭირო, ხანდახან  ხელები ტყვედ იგდებენ სახეებს, სახეს…

დღე და ღამე. დღე აქუცმაცებს ადამიანს, აშორებს ერთმანეთს სულსა და გონებას, საქციელსა და სურვილს. ღამით კი ადამიანს შეუძლია გამთელება, დღის საზრუნავზე ამაღლება, თავისი დაქსაქსული გრძნობების თავმოყრა.

ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს სხვების ბაგეთაგან წარმოთქმული: ,,რა ახალგაზრდა ხარ!”  – რადგან საოცარი მოთხოვნილება მაქვს, თავს ახალგაზრდად ვგრძნობდე!

სული მოქმედების გარდა რაღაც სხვა საზრდოს ეძებს. არსებობს სიყვარულის მოვალეობაზე უფრო მაღალი რაღაც სხვა მოვალეობაც. თავისთავად ფიზიკური დრამა მხოლოდ მაშინ გვაღელვებს, როცა ჩვენთვის ცხადი ხდება მისი სულიერი აზრი.

ადამიანი, რასაკვირველია, სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ იგი შექმნილია ტანჯვისთვისაც.

ჩემს ნაწარმოებებში მეძებეთ.

ადამიანი სამყაროშია და სამყარო კი ადამიანში:

ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს სამყაროში, რაც თვითონ მის არსებაშია მოცემული, საჭიროა გარკვეული გაქანება, რომ იგრძნო ვითარების პათეთიკურობა და ყური მიუგდო, რას გამოხატავს იგი.

მხოლოდ სული აქცევს  თიხას თავისი შეხებით ადამიანად.

ჭეშმარიტება არის ის, რაც ყველაფერს ამარტივებს.

მე ადამიანის არც აწონვა შემიძლია და არც გაზომვა… არ ვიცი, როგორ გავარკვიო სამართლიანობა. ერთადერთი საკითხია: როგორი სტრუქტურა უფრო უწყობს ხელს შემოქმედებასა და სულიერ ცხოვრებას? ბევრი იმაში ცდება, რომ ფიქრობს, ადამიანის გაზომვა შევძელიო.

ვინც ფიქრობს, კულტურა დაზუთხული ფორმულების გროვააო, დიდი წარმოდგენის ვერ ყოფილა მასზე. ლიცეუმის საგანგებო კლასის საშუალო მოწაფემ უფრო მეტი იცის ბუნებასა და მის კანონებზე, ვიდრე დეკარტემ და პასკალმა იცოდნენ, მაგრამ განა ეს მოწაფე მათსავით აზროვნებს?

მებაღეებს მღელვარება დაეუფლებათ ხოლმე, როცა ბაღში ახალ ვარდს გამოიყვანენ. მაშინვე გააცალკავებენ, თავს დასტრიალებენ, ყოველმხრივ ცდილობენ მის გახარება-განვითარებას. მაგრამ ადამიანებს არა ჰყავთ მებაღეები…

მე ის მაწამებს, რასაც ღარიბ-ღატაკთა მუქთი შეჭამადი ვერაფერს უშველის… ისა მტანჯავს, რომ, შესაძლოა, ყოველ ადამიანში მოცარტია ჩაკლული.

ნაწარმოების ძალა და სიცოცხლისუნარიანობა მისი აგებულების შედეგი კი არა, მიზეზია.

არ არსებობს მატერიალური ხასიათის საშინელება… მხოლოდ გულით ხედავ კარგად…

ომი რისკზე წასვლა კი არაა, არც საბრძოლველად წასვლაა, მეომრისათვის ის ხანდახან პირდაპირ სასიკვდილოდ წასვლაა.

მხოლოდ გამარჯვება აერთიანებს ყველას. დამარცხება არამცთუ თიშავს ადამიანებს, შინაგან ჰარმონიასაც უსპობს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლტოლვილები იმიტომ კი არ დასტიროდნენ საფრანგეთს, რომ დამარცხებულნი იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთი მათ ირგვლივ კი არა, მათს არსებაში ინგრეოდა. საფრანგეთის დატირება უკვე გამარჯვების ნიშანი იქნებოდა…

ცხოვრება ყოველთვის ანგრევს მზამზარეულ  ფორმულებს, მთელი თავისი სიმახინჯის მიუხედავად, დამარცხება შეიძლება აღორძინების ერთადერთ გზად იქცეს.

ვიცი: ხე რომ აღმოცენდება, თესლი დასამარხავად უნდა გაწირონ. წინააღმდეგობის პირველი აქტი, თუ ძალიან დაიგვიანა, ყოველთვის წაგებულია. მაგრამ სამაგიეროდ ის აღვიძებს წინააღმდეგობას  და შესაძლოა მისგან აღმოცენდეს წინააღმდეგობა, როგორც თესლისგან ხე…

წესრიგი მხოლოდ წესრიგისათვის მხოლოდ ასაჭურისებს ადამიანს…

…ადამიანებს არც დრო აქვთ და აღარც არაფერი დარჩათ შესაცნობი. ისინი ყველაფერს მზამზარეულად ყიდულობენ. მაგრამ მეგობრებით მოვაჭრენი არ არსებობენ და ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.

…ადამიანებს დედამიწაზე ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი უდგათ და მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც ეძებენ… ის კი, რასაც ისინი ეძებენ, შეეძლოთ ერთადერთ ვარდში, ანდა ერთ ყლუპ წყალში ეპოვათ… მაგრამ თვალი ბრმაა, გულით უნდა ეძებო!

უიმედო სიყვარული უიმედო არ არის. ეს ნიშნავს უსასრულობაში დაახლოებას, ვარსკვლავიც მთელი გზა გინათებს, არა ქრება. შეიძლება გასცე, გასცე, გასცე და გასცე! საოცარია, მე არ ძალმიძს, მორწმუნე გავხდე. ღმერთის სიყვარულიც ხომ უიმედოა… სწორედ ჩემი შესაფერისი იქნებოდა მონასტერი და გრიგორიანული წირვა…

                                                                                    ავტორი:    ანტიუან სენტ ეგზიუპერი 

წყარო: http://birdsgroup.blogspot.com