გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა
ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ.
აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ,...
ვირად ნამყოფი ყადი
ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა.
იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო.
ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და...
დედა
_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს...
“ვეფხისტყაოსნის” XX-ე საუკუნის ეკატერინე ვარდოსანიძისეული ხელნაწერი
1966 წელს შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეზე, ეკატერინე ვარდოსანიძის მიერ, შექმნილი ხელნაწერი, რომელიც 2016 წლის 8 დეკემბერს, შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეზე საჩუქრად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
ხელნაწერის ნახვა
საიდუმლო
ორი ძაღლია, ერთი-წაბლისფერი, მეორე- ჭრელი. წაბლისფერი მსხვილია, გარუსული, ყურებდაჭრილი, კუდალა. ჭრელი- ბანჯგვლიანი, ცოტა ტანმომცრო, ძალიან ფიცხი. ორივენი მეურნეობის საღორეს ჰყარაულობდნენ.
საღორის დიდი ეზო რკინის ბოძებითა და მავთულის ბადით არის შემოღობილი, ავივლი ჩემს საქმეზე, გამომიცვივდებიან ის ძაღლები, ჩამოვივლი-გამომიცვივდებიან. მიყეფენ, ზედ...
ნოდარ დუმბაძე – “მიხეილ ჯავახიშვილი”
ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.
ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის:
პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ...
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ჩანაწერები
,,საიდანა ვარ? - ჩემი ბავშვობიდან”
ისე მოვედი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან... ბავშვობის, ჩვენი ენისა და ჩვენი თამაშების მოგონებათა სამყარო... ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მომეჩვენება, ვიდრე რომელიმე სხვა...მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.
უფროსებმა მირჩიეს, უმჯობესია თავი...
ნელ ჰარპერ ლი ( Nelle Harper Lee)
ნელ ჰარპერ ლი დაიბადა 1926 წლის 28 აპრილის, მონროვილში, ალაბამას შტატში.
იგი ფრენსის ფინჩისა და ამასა ლის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მისი მამა ადვოკატი და გაზეთის რედაქტორად მუშობდა მონროვილში და 1926-38 წლებში შტატის სენატორად მსახურობდა. ჰარპერი და-ძმებთან და მეგობრებთან...
ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ლოცვა
ღმერთო, მე გთხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს არამედ ყოველი დღის ძალას. მაზიარე პატარა ნაბიჯების ხელოვნებას.
მაქციე დაკვირვებულად, რომ ყოველდღიურობის მრავალფეროვნებაში დროულად შევჩერდე იმ აღმოჩენებზე და გამოცდილებაზე, რომლებმაც ამაღელვეს.
მასწავლე ჩემი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მაჩუქე უნარი, რომ გავარჩიო პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვანისაგან.
მე გთხოვ...
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც,დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენდაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი...