იქ სადაც გაზაფხული ივნისში იწყება,
იქ სადაც საჯიხვეებს თოვლი არ სცილდება,
იქ სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,
იქ სადაც თუში კაცის წარსული იწყება! იქ სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება, იქ სადაც თუში კაცის წარსული იწყება!
იქ სადაც იქსოვება ფერადი წინდები, იქ სადაც უნგრეველი კოშკები შენდება,
იქ სადაც გიყვარდება ყოველთვის ვიღაცა,
იქ სადაც ყველა დილა არყისფრად თენდება! იქ სადაც გიყვარდება ყოველთვის ვიღაცა, იქ სადაც სიყვარული მზესავით ბრწყინდება! აშლილან ჯანღები ცოდვიან ხევიდან,
ამოჩნდა ლამაზად იალაღ ტრიალი.
მივდივარ, მივყვები, ამ ლამაზ სამოთხეს-
ფიქრი არ მშორდება მე შენზე ტიალი! მივდივარ, მივყვები, ამ ლამაზ სამოთხეს-
ფიქრი არ მშორდება მე შენზე ტიალი!
გიმღერებ ლამაზო მე ნარ-ნარ სიმღერებს
ამ ლექსებს მოგიძღვნი უბერებ მთებიდან,
ბუნების შვილებ, რომ სწირავდნენ სიცოცხლეს-
ამ მთების ყვავილებს ალვანში მოგიტან! ჯიხვი, რომ კუნტრუშობს,არჩვი რომ ნავარდობს ამ მთების ყვევილებს თელავში მოგიტან!
ავტორი :მევლუდი მაისურაძე
ქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეები კი ამ სიამაყის უფლებას გვაძლევს. თითოეულ კუთხეს თავისი მიმზიდველობა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა თუშეთი.
იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე, საქართველოს ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე.
თუშეთში მიმავალი გზა მართალია დამღლელია, ალვანიდან 72 კილომეტრის გავლას 4 -5 საათი სჭირდება, მაგრამ ეს დაღლა არც კი გახსენდება, როდესაც აბანოს უღელტეხილზე ასულს წვრილი, დახვეული და სახიფათო გზის გამო ჯერ შიშის გრძნობა გიპყრობს, შემდეგ კი ნელ-ნელა ეს გრძნობა გიქრება და თუშეთის ულამაზესი ბუნებით ტკბობას იწყებ, გზადაგზა ღრუბლები გაცილებს და უკვე უღელტეხილზე გადასულს კი მთის კალთებზე განლაგებული სოფლები გტაცებს თვალს, რომლებიც შორიდან ბუდეეებივით მოჩანს და უზარმაზარ ხეობებს დაჰყურებს თავზე.
ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად წარუშლელ შთაბეჭდილებს ახდენს მნახველზე და მომავალში უკან დაბრუნების სურვილს უჩენს.
თუშეთში ასულს თავლწინ ხან სვანეთის, ხან რაჭის, ხან ფშავ-ხევსუეთის ბუნება წარმოგიდგება თავლწინ, თითქოს ამ მხარეში შერწყმულა ჩვენი მაღალმთიანი კუთხეების ბუნება.
თუშეთის სოფლები მონახულების შემდეგ სიამაყის გრძნობა გიჩნდება, რომელსაც თან სევდა ახლავს, სევდა იმისა, რომ ეს ულამაზესი მხარე თითქმის დაცარიელებულია, რამდენიმე სოფელში საცხოვრებლად მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი რჩება ზამთარში, ბევრი სოფელი კი მიტოვებულია და დანგრეული ციხე-კოშკებით თუ სახლებითაა სავსე. გზები უსწორმასწოროა და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი, რამდენიმე სოფელში მისასვლელად მდინარზე მანქანით გადასვლაა საჭირო, უამინდობის პერიოდში კი აქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით ან ცხენითაა შესაძლებელი.
თითქმის მიტოვებულ საზღვრისპირა სოფელ დიკლოში ასულს კი თვალწინ შვეიცარიის სოფლები წარმოგიდგება და გამძაფრებული პროტესტის და სინანულის გრძნობა გიჩნდება: რით სჯობს ევროპის რომელიმე ქვეყანა ჩვენს ქვეყანას, ნუთუ არ დადგა დრო, რომ ჩვენი წინაპარების დატოვებულ სიმდიდრეს მივხედოთ, მონახოთ საკუთარი თავში ძალა განვითარებისათვის, როდესაც ამისათვის რესურსები გაგვაჩნია, მათ შორის კი ერთ-ერთი უდიდესია ტურისტული რესურსი.



თუშეთი ამ მხრივ ტურისტებისთვის მიმზიდველი მხარეა და ინფრასტრუქტურის განვითარებით კიდევ უფრო ბევრი ტურისტის მოზიდვაა შესაძლებელი.
თუშეთში ტურისტული პერიოდი ივლისი-აგვისტო- სექტემბერია. მაგრამ თუ კარვებით აპირებთ წასვლას სჯობს ამ მხარეს ივლის-აგვისტოში ესტუმროთ, რადგან მაგრამ დილა – საღამოს უკვე საგრძნობლად გრილდება და კარავშიც ცივა.
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში