იერუსალიმის სამხრეთ- აღმოსავლეთით მდებარე პალავრის სავანე. მისი დამაარსებელია IV საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე მამა ხარიტონი. ხარიტონის ლავრა, ეგრეთ წოდებული    ძ ვ ე ლ ი   ლ ა ვ რ ა  ან, როგორც ბერძნები ეძახდნენ პალავრის ლავრა აქედან წარმოდგა ტერმინი პალავრელი, ესე იგი   პ ა ლ ე ა ლ ა ვ რ ე ლ ი   ა ნ      ძ ვ ე ლ ი   ლ ა ვ რ ი ს მოღვაწე პალავრაში. აქ ქართველი ბერ-მონაზონვნები ინტენსიურად ჩანან X-XI სს-ში. მონასტერში  მოღვაწეობდნენ: იოანე საფარელი, პავლე პალავრელი, გრიგოლ ხარიტონწმინდელი, სტეფანე პალავრელი და სხვა.

ხარიტონწმინდა
ხარიტონწმინდა

        პალავრაში 968 წელს იოანე საფარელის მიერ გადაიწერა გიორგი ალექსანდრიელის თხზულება “იოვანე ოქროპირის ცხოვრება”. ამ ქართული თარგმანის ბერძნული დედანი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ამ ხელნაწერის მომგებელი, ანუ მისი გადაწერის ფინანსურად უზრუნველმყოფია მიქაელ საფარელი. წიგნი გამოირჩევა მხატვრული თვალსაზრისითაც – საზედაო ასოებითა და იოვანე ოქროპირის გამოსახულებით. პალავრის მონასტერი მეტად ცნობილი იყო ქართველ მოწესეთა წრეში. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ლავრისათვის დავით თბილელმა ხახულის მონასტერში ყოფნისას გადაწერა და პალავრაზე გაგზავნა იოვანე ოქროპირის სახარების თარგმანების ტექსტი. ეს ხელნაწერი ამჟამად იერუსალიმურ კოლექციაშია დაცული.აქვე უნდა იყოს გადაწერილი იმავე საუკუნეში სვიმეონ მგალობლის მიერ თევდორე პალავრელის იძულებით სინას მთაზევე შენახული   ი ა დ გ ა რ ი.

"იოვანე ოქროპირის ცხოვრება".
იოვანე ოქროპირის ცხოვრება