ტრადიციული შეხედულებით, შოთა რუსთაველი წარმოშობით იყო სამხრეთ საქართველოდან, მეთორმეტე საუკუნისათვის როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად ერთ­ერთ ყველაზე მოწინავე კუთხიდან, მესხეთიდან.

“ვეფხისტყაოსნის“ ავტორის შესახებ ზეპირი გადმოცემები ჩაიწერეს: სარგის კაკაბაძემ, სერგო მაკლათიამ, იოსებ მეგრელიძემ, მიხეილ ჩიქოვანმა და სხვებმა. მასალების უმრავლესობა ჩაწერილი იყო სამცხესა და ჯავახეთში.

რამდენიმე გადმოცემა შოთას მამას ჩახრახილს ან ჩახრახას უწოდებს. ნათქვამის , რომ ის მდიდარი კაცი იყო. ზაფხულობით ცხვარი და ძროხა ჩახრახის მთაზე ედგა  და ამის გამო ეძახდნენ ჩახრახილს. სამცხეში მართლაც არის ტოპონიმები: ჩახრახის მთა, ცახრახის წყალი, ასევე სოფელი ჭაჭარაქი ანუ ჩაჩარაკი , რომელსაც სარგის კაკაბაძის ვარაუდით, თურქების შემოსვლამდე ჩახრახი უნდა რქმეოდა.

ხალხური გადმოცემით, შოთა მესხეთიდან იყო, სოფელ რუსთავიდან. განათლება ჯერ იყალთოს აკადემიაში მიუღია, შემდეგ საბერძნეთში გამგზავრებულა. პოეტს შეუსწავლია ბერძნული, არაბული და სპარსული ენები. ამ ენებზე არსებული მწერლობა და ფილოსოფია. პოეტი თამარის კარზე მეჭურჭლეთუხუცესად დაუნიშნავთ. ამ თანამდებობის პირი ჩვენში ყოველთვის ახლოს იყო როგორც ფეოდალურ არისტოკრატიასთან, ასევე უკვე მომძლავრებულ ვაჭართა ფენასა და საერთოდ ქალაქის სხვა ფენებთან. “ვეფხისტყაოსნიდან” კარგად ჩანს, თუ რა ახლოს იცნობს პოეტი ვაჭართა ცხოვრებას. თქმულებებისა და გადმოცემების უმეტესობა პოეტს რაღაც განსაკუთრებული დაჟინებით უკავშირებს თამარის სახელს. რუსთაველი თამარისადმი ამაღლებული სიყვარულით ყოფილა შეპყრობილი. რუსთაველი ამ სიყვარულის გამო ველად გაჭრილა, ზოგი ვერსიით, იგი სამშობლოდან გაუძევებიათ. ამ ვერსიის რეალური წყარო არ არსებობს, მაგრამ საფიქრებელია, რომ პოეტი შემდეგში უცხოეთში მართლაც გამგზავრებულიყო.

სარგის კაკაბაძემ რუსთაველის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით, ასეთი მოსაზრება ჩამოაყალიბა: შოთა წარმოშობით არის ,,სამცხის მიმდგომი ხევიდან“, გვარად ჩახრუხასძე, ხოლო ჩახრუხაძეთა გვარი მომდინარეობს გაბელისძეთა გვარიდან. შოთას წინაპრები ცხოვრობდნენ სოფელ ჩახრახში, იქედან გადმოვიდნენ და დამკვიდრდნენ სოფელ რუთავში, საიდანაც შოთამ ზედწოდება რუსთაველი მიიღო. ,,თამარიანი“-ს ავტორი იყო შოათას ახლო ნათესავი. შოთას ,,ვაფხისტყაოსნის“ გარდა დაუწერია აგრეთვე თამარის ე.წ მეორე მატიანე. 1212 წლიდან გარდაცვალებამდე შოთა იყო მეჭურჭლეთუხუცესი. ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1220-ია წლებში წასულა იერუსალიმში და იქვე გარდაცვლილა და დასასაფლავებულიაო ჯვარის მონატერში.

წყარო : http://goli.clan.su

           http://rustvelli.yolasite.com

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი