1924  წელს  გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის  ათი მცნება“.  მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.

ჩვენი დროის ათი მცნება

  1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენიმშობელი საქართველოსი.
  2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენიპირადი მეგობარი.
  3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულსეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
  4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
  5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
  6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული დაურჩი სურვილები.
  7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით დაპატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრეთუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
  8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე.იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინსდა გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
  9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუგადააჭარბებ. არ გაამაყდე.
  10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე– შრომა და მესამე – შრომა.

შენი მოსიყვარულე მამა მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფია და ნაწარმოებები