საერთო ენა ასევე აძლიერებს საზოგადოების მთლიანობას. ის ეხმარება ადამიანებს თავიანთი ქმედებების კოორდინირებაში. გარდა ამისა, ადამიანებს შორის, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, თითქმის ავტომატურად იჩენს თავს ურთიერთგაგება და თანაგრძნობა. ენაში აისახება ადამიანების ცოდნა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული საერთო ტრადიციების, მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოკლედ, ის ხელს უწყობა ჯგუფური ერთობის, ჯგუფური იდენტურობის გრძნობის ჩამოყალიბებას. თუმცა ენა ძლიერი გამაერთიანებელი ძალაა, ამავე დროს მას შეუძლია ადამიანების დაშორიშორება. ჯგუფი, რომელიც მოცემულ ენაზე საუბრობს ყველა ამ ენაზე მოლაპარაკეს თავისიანად თვლის, სხვა ენაზე და დიალექტზე მოლაპარაკეს სხვად.

ნებისმიერი დიალექტის წარმოქმნის საფუძველი ისტრიულია. წარმოქმნის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს ძირითადად სამია:

1) საკუთრივ ენობრივი ფაქტორი-ენის შინაგანი პოტენციის ნაირგვარი გამოვლინება მისი გავრცელების ტერიტორიაზე;

ყოველი ცოცხალი  ენა იცვლება დროთა განმავლობაში. ეს ცვლილება ენის  ტერიტორიული გავრცელების სხვადასხვა რეგიონშ სხვადასხვაგვარად ხდება და სხვადასხვა ნაირსახეობად იქცევა, რასაც ტერიტორიულ ნაირსახეობასთან მივყავართ, როგორიცაა დიალექტების ჩამოყალიბება.

ასეტივე პროცესი ხდება  სხვადასხვა სოციალურ ფენებშიც, პროფესიულ თუ ასაკობრივ ჯგუფში.

2) ეთნიკური ფაქტორი;

ეთნოსი ისტოიული კატეგორიაა  ანუ იგი სიტორიულად ყალიბდება. იგი ადამიანთა ურთიერთობის გარკვეულ ტიპოს გულისხმობს. მაგ, ენის, ტერიტორიის, ეკონომიკის და ფსიქიკის ერთიანობას (განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, რომელსაც გააჩნია საერთო, შედარებით სტაბილური ენობრივი, კულტურული, ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა ერთობებისაგან განსხვავებულობის განცდა, აღბეჭდილი მის ცნობიერებაში. მონათესავე ხალხია, რომელთაც აქვთ ერთი სისხლი. ცხადია, რომ ხშირად ერი ერთი ეთნოსის წარმომადგენლებისაგან შედგება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი ეთნოსი რამდენიმე ერში განაწილებულა, ან – რამდენიმე ეთნოსს ერთი ერი შეუქმნიათ).

ეთნოსის უმაღლესი მხარეა ერი, ერის ძირითადი განმსაზვრელი ნიშანია ენის საერთოობა. ტომობრივ ეთნოსში ამ ენის ნაირსახეობებია წარმოდგნეილი.~ეთნოსს უდიდესი როლი აკისრია როგორც დიალექტურ დანაწევრებაშ ასევე მის შენარჩუნებაში(მაგ სტაბილური ენთოსური ჯგუფები წართლშ რაჭლი მეტყველება, იმერული სამცხეში და ა.შ)

3) ისტორიულ პოლიტიკური ფაქტორი

დიალექტების წარმოქმნას ხელს უწყობს ისტორიულ პოლიტიკური ფაქტორიც. ენის დანაწევრება ხელს უწყობდა ფაოდალურ მმართველობას. საქართველოს სხვადასხვა კუთხეები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში შედიოდა და სხვადასხვა ენის მფლობელობასთან ჰქონდა ურთიერთობა. რამაც დიალექტთა ენობრივ იერზე გავლენა იქონია.

დილექტის წარმოქმნის მიზეზები მთავარია დილექტთა  გამოყოფის პრინციპებისთვის. დიალექტთა გამოყოფიის სამი ძირითადი პრინციპი ედება საფუძვლად:

1) ენობრივი

2) ეთნიკური

3) სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური